26 წლის ბათუმელი თომა ხალვაში პროფესიით აგროინჟინერია. მისი ყოველი დღე დილის 6 საათზე, სახლიდან 35 კილომეტრის დაშორებით მდებარე ფერმერულ მეურნეობაში იწყება და ძირითადად, გვიან ღამემდე გრძელდება.
ამბობს, რომ ეს რთული და ხშირად მომქანცველი საქმიანობა მისთვის ერთგვარი თერაპიაა და მიწასთან მუშაობა სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარება.
ბათუმის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ, სწავლა უცხოეთში გააგრძელა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები საზღვარგარეთ, მათ შორის ჩინეთში გაიარა. წელიწადნახევარია, რაც უშუალოდ ფერმერულ საქმიანობაში ჩაერთო და თავის წარმატების საიდუმლოს შედეგზე ორიენტირებული შრომითა და ახალი ინფორმაციების ძებნის მუდმივი პროცესით ხსნის.
თომა ხალვაში დღეს ქობულეთში მდებარე 35 ჰა ფართობზე გაშენებულ მეურნეობას ფლობს, რომელზეც მრავალწლიანი კულტურები, სადემონსტრაციო ბაღები, ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგები, სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული, სალათის ფურცლები, მწვანილი, მარწყვი, ჟოლო და ლურჯი მოცვია გაშენებული. ადგილზე 50 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და სფეროში ახალგაზრდების ჩართვას ანაზღაურებადი სტაჟირებებითა და სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებებით ცდილობს.
ახალგაზრდა ფერმერი პარალელურად შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის აგრარულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, ატარებს ტრენინგებს და ყოველდღიურად ორმოცდაათამდე ადამიანს აგრარულ საქმიანობასთან დაკავშირებულ უსასყიდლო რეკომენდაციებს აძლევს ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელისა თუ ტელეფონის საშუალებით განაგრძეთ კითხვა