მანანა კობახიძე თამაზ მეჭიაურზე - ის, რომ რუსეთისგან საფრთხეები მომდინარეობს, არის ფაქტი

მანანა კობახიძე თამაზ მეჭიაურზე - ის, რომ რუსეთისგან საფრთხეები მომდინარეობს, არის ფაქტი

ის, რომ რუსეთისგან საფრთხეები მომდინარეობს და ამ საფრთხეებს ყველა ხედავს, არის ფაქტი, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძემ მმართველი გუდნის წევრის, თამარ მეჭიაურის მიერ ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

რაც შეეხება უშუალოდ წვრთნებს, კობახიძე ხაზს უსვამს, რომ ის არც ერთი ქვეყნის, მათ შორის არც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

”ის, რომ რუსეთისგან საფრთხეები მომდინარეობს და სწორედ მას აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 % ოკუპირებული, არის ცხადი. ის, რომ დეპუტატი ხედავს ამ საფრთხეებს და ყველა ხედავს ამ საფრთხეებს, ეს არის ფაქტი, მაგრამ მეორე, რომ ეს წვრთნები არავის, არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ და მათ შორის არც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს არის ცხადი და მკაფიო გზავნილი, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს”, - აცხადებს კობახიძე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი იმასაც აღნიშნავს, რომ დეპუტატს უფლება აქვს თავისი აზრი ჰქონდეს.

დეპუტატი თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ ქართულ-ამერიკური წვრთნები, რომელიც საქართველოში 11 მაისს დაიწყება, ”სერიოზული პროვოცირების მიზეზი გახდეს, რამაც შესაძლოა 2008 წლის მსგავს კონფლიქტამდე მიგვიყვანოს”. შესაბამისი კომენტარი მეჭიაურმა რამდენიმე დღის წინ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას გააკეთა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."