თამაზ მეჭიაური - ნატო-ში შესვლას ამ მოცემულობით მე მხარს არ ვუჭერ

თამაზ მეჭიაური - ნატო-ში შესვლას ამ მოცემულობით მე მხარს არ ვუჭერ

ნატო-ში შესვლას ამ მოცემულობით მე მხარს არ ვუჭერ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.

მისივე თქმით, ალიანსში არავინ მიგვიღებს, თუ ჩვენ არ ვიტყვით უარს აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” დაბრუნებაზე.

კითხვაზე, კონკრეტულად ვინ აკეთებს ამ ტიპის განცხადებას და ვინ ითხოვს საქართველოდან აღნიშნულს, მეჭიაურის მტკიცებით, ”ამას ამბობს ყველა”.

”ამას ამბობს ყველა, იმიტომ რომ ყველა გაურბის რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას. ყველა ქვეყანა, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის ნატო-ში, ამას ამბობს. თუ ჩვენ მოვითხოვთ ნატოსგან, დაგვიბრუნოს სამაჩაბლო და აფხაზეთი, მაშინ მან უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადოს რუსეთს. მითხარით, რომელი ქვეყანაა დღეს მზად ამისთვის?” - აღნიშნა მეჭიაურმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."