"რაგ­ნა­რამ ჩემ­ში პი­როვ­ნუ­ლად არა­ფე­რი შეც­ვა­ლა, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა შე­მიც­ვა­ლა"

"რაგ­ნა­რამ ჩემ­ში პი­როვ­ნუ­ლად არა­ფე­რი შეც­ვა­ლა, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა შე­მიც­ვა­ლა"

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ბია, მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სცე­ნა­ზე თა­მა­შობს, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ა­ლი­დან - "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი", რაგ­ნა­რას რო­ლით გა­იც­ნო. "ჩე­მი გმი­რი აგ­რე­სი­უ­ლია და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ყუ­რებ­ლის მხრი­დან დიდ სიყ­ვა­რულს ვგრძნობ", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი თორ­ნი­კე ქინ­ქ­ლა­ძე.

- ყო­ველ­დღე თე­ატ­რ­ში ვარ. სა­კ­მაოდ დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი მაქვს, ბევრ სპექ­ტაკ­ლ­ში ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის გარ­და, "გლო­ბუს­შიც" ვთა­მა­შობ, ამას ემა­ტე­ბა გა­და­ღე­ბე­ბი სე­რი­ალ­ში და წიგ­ნე­ბის წა­სა­კითხად დრო­ის გა­მო­ნახ­ვას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ, რის გა­მოც გუ­ლი ძა­ლი­ან მწყდე­ბა.

სკო­ლი­სა და სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში აქ­ტი­უ­რად ვკითხუ­ლობ­დი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ოთარ ჭი­ლა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა.

ჩემ მი­ერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი რო­ლე­ბი­დან რო­მელ გმირ­თან ვი­მე­გობ­რებ­დი? ემილ­თან (ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნი). მა­ინ­ტე­რე­სებს, ისე­თია თუ არა რე­ა­ლო­ბა­ში, რო­გო­რიც წარ­მო­სახ­ვა­ში მყავს. ეს მიდ­გო­მა მაქვს ყვე­ლა პერ­სო­ნაჟ­თან. ემილ­თან კი ბევ­რი სა­ერ­თო პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბა აღ­მო­მი­ჩე­ნია. გი­ჟი ბავ­შ­ვი ვი­ყა­ვი, კედ­ლებ­ზე "დავ­დი­ო­დი", გათ­ბო­ბის მი­ლებ­ზე დავ­ძ­ვ­რე­ბო­დი. ერ­თხელ ჭერ­ში ვი­მა­ლე­ბო­დი და დე­დას ეგო­ნა, ფან­ჯ­რი­დან გა­დავ­ვარ­დი, ინერ­ვი­უ­ლა. (პა­უ­ზის შემ­დეგ) დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მე­გობ­რებ­დი დ"არ­ტა­ნი­ან­თან.

რაგ­ნა­რა მო­ძა­ლა­დეა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ გმი­რი­სად­მი ცუ­დად არ არის გან­წყო­ბი­ლი. კო­მენ­ტა­რებს ვკითხუ­ლობ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ მოს­წონს ბილ­წ­სიტყ­ვა­ო­ბა. ამი­ტომ ვცდი­ლობ, შე­ვამ­ცი­რო. გა­სა­გე­ბია, რომ კარ­გი მო­სას­მე­ნი არ არის. რე­ა­ლუ­რად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც ბილ­წ­სიტყ­ვა­ო­ბა დი­დი დო­ზი­თაა. ეს სე­რი­ა­ლი ხომ სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ტი­რაა. ცდი­ლო­ბენ, არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა ასა­ხონ.

რაგ­ნა­რამ ჩემ­ში პი­როვ­ნუ­ლად არა­ფე­რი შეც­ვა­ლა, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა შე­მიც­ვა­ლა. ქუ­ჩა­ში ბევ­რი მცნობს, უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის­გან დიდ ყუ­რადღე­ბას ვგრძნობ. თე­ატ­რ­ში ზოგ­ჯერ ისე­თი გრი­მი გვაქვს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მსა­ხი­ო­ბი იც­ნო. რამ­დე­ნი წე­ლია, ვმუ­შა­ობ და ახ­ლა კოს­ტი­უ­მებს თორ­ნი­კე ქინ­ქ­ლა­ძის ნაც­ვ­ლად, რაგ­ნა­რას აწე­რენ. მეტ­სა­ხე­ლად რაგ­ნა­რა შე­მერ­ქ­ვა (ი­ცი­ნის). შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც კი ასე მომ­მარ­თავს.

- "ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი მიღ­წე­ვა ის იყო, რომ და­მერ­წ­მუ­ნე­ბი­ნა ჩე­მი ცო­ლი, ჩემ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყო". რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი ინ­გ­ლი­სე­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეა ამ სიტყ­ვე­ბის ავ­ტო­რი?

- ვა­ი­მეე!!! ასე­თე­ბი უნ­და მკითხო? არ ვი­ცი.

- ჩერ­ჩი­ლი. რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ზო­მის ჩი­ტი?

- კო­ლიბ­რი.

- და­ა­სა­ხე­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს 2 ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს უძ­ვე­ლეს ქა­ლაქ­თა ნუს­ხა­შია შე­ტა­ნი­ლი.

- ქუ­თა­ი­სი და მცხე­თა.

- რა ჰქვია სამ­ხედ­რო იარა­ღის გა­მო­საც­დელ ად­გილს?

- პო­ლი­გო­ნი გა­მი­გო­ნია, მაგ­რამ დე­დი­სერ­თა ვარ და ჯარ­ში არ წავ­სულ­ვარ.

- ახ­ლა კი გთხოვ, იტა­ლი­უ­რი ან­და­ზა და­ას­რუ­ლოO: "ა­რას­დ­როს გა­ე­კი­დო არც ქალს და არც ტრამ­ვა­ის. აუცი­ლებ­ლად..."

- გა­ე­კი­დე.

- "...მო­ვა შემ­დე­გი".

- ვა­ი­მე, იტა­ლი­ე­ლე­ბი ძა­ლი­ან საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან.

- ვის პა­ტივ­სა­ცე­მად ეწყო­ბო­და ძველ რომ­ში ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი?

- ზევ­სის.

- "წელს გა­დავ­წყ­ვი­ტე, მეცხ­ვა­რე­ო­ბა და­მეწყო და ამ ხე­ლო­ბის შემ­წე­ო­ბით მო­მევ­ლო მთა და ბა­რი. გა­მეც­ნო ხალ­ხი და გა­მო­მე­ცა­და ის ში­ში­თა და სი­ა­მოვ­ნე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც მწყემსს გა­ნუ­შო­რებ­ლივ თან სდევს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პირ­ვე­ლი ჩე­მი ნა­ბი­ჯი, გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლამ მას­ხა­რად აიგ­დო, რად­გა­ნაც ამ­ბობ­დ­ნენ, რომ მე­ბა­ტო­ნეს და მას­თან სა­ხე­ლი­ა­ნი კა­ცის შვილს მეცხ­ვა­რე­ო­ბა არ ეკად­რე­ბა". ალექ­სან­დ­რე ყაზ­ბე­გის რო­მელ ნა­წარ­მო­ებ­ში ვკითხუ­ლობთ ამ სიტყ­ვებს?

- "ნამ­წყემ­სა­რის მო­გო­ნე­ბან­ში"... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია