დიდი მუსიკალური დღესასწაული ქუთაისში

დიდი მუსიკალური დღესასწაული ქუთაისში

20 მაისს ქუთაისს მერიის მოწვევით და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2016“ ფარგლებში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გალა კონცერტი გაიმართება.

ქუთაისელ მსმენელს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ხელოვანთა კავშირი conceptart მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილისა და კომპოზიტორისა და დირიჟორის ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივ პროექტს წარუდგენს. “Cross Over the World” პრემიერა 2014 წელს ნიუ იორკში გაიმართა. 20 მაისს დაგეგმილი მუსიკალური პროექტი კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს, რადგან საღამოს მონაწილეა ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სრული შემადგენლობით. სოლისტები: აღიარებული ალტისტი გიორგი ცაგარელი და ცნობილი მესაყვირე დავით შამანაური.

შესრულდება არიები ლეგენდარული კომპოზიტორების ოპერებიდან, აგრეთვე ყველასათვის საყვარელი კლასიკური ნაწარმოებები ნიკოლოზ რაჭველის ორიგინალური საორკესტრო ვერსიებით.

პროექტის მხარდამჭერია სასტუმრო კომპლექსი „ბაგრატი 1003“.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის სალაროში და ვებგვერდზე www.biletebi.ge

ფასი - 10, 15, 20, 25, 30 ლარი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება