სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"გაუფრთხილდით თქვენს ტრადიციებს, სულიერებას, ნუ დაკარგავთ ღმერთამდე მისასვლელ გზას!"
"გაუფრთხილდით თქვენს ტრადიციებს, სულიერებას, ნუ დაკარგავთ ღმერთამდე მისასვლელ გზას!"

რუსი ფსი­ქო­ლო­გი ელი­სა­ბედ ჟუდ­რო ის ადა­მი­ა­ნია, რომ­ლის გაც­ნო­ბამ და მო­საზ­რე­ბებ­მა დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა და მო­მინ­და, სხვე­ბის­თვი­საც გა­მეც­ნო. მან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტის კა­რი­ე­რა და კომ­ფორ­ტუ­ლი მოს­კო­ვუ­რი ცხოვ­რე­ბა მი­ა­ტო­ვა და არც ისე ცოტა ხა­ნია, სვა­ნეთ­ში ცხოვ­რობს. ძა­ლი­ან შე­უყ­ვარ­და ეს მხა­რე, მეს­ტი­ა­ში ბევრ სა­სი­კე­თო საქ­მეს აკე­თებს და კი­დევ უფრო მეტს ფიქ­რობს იმა­ზე, თუ რო­გორ გა­დარ­ჩე­ბა ჯერ ამ კუ­თხის კულ­ტუ­რა და სუ­ლი­ე­რე­ბა, და მერე სრუ­ლი­ად კა­ცობ­რი­ო­ბის. მისი მოს­მე­ნა ალ­ბათ ღირს.

- რა იყო იქამ­დე, სა­ნამ სვა­ნეთ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბო­დით?

- სვა­ნე­თამ­დე იყო რთუ­ლი და გრძე­ლი გზა. მოს­კოვ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, ბი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი. სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მიც დავ­წე­რე. შემ­დეგ კი მე­ო­რე ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე "სცი­ა­ლუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის" გან­ხრით. კი­დევ დიდ­ხანს ვსწავ­ლობ­დი, რომ გავმხდა­რი­ყა­ვი ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი, ვმუ­შა­ობ­დი ჯგუ­ფებ­თან და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ კონ­სულ­ტა­ცი­ებს ვა­ტა­რებ­დი. სა­ინ­ტე­რე­სო იყო ეს ეტა­პე­ბი, რად­გან პირ­ველ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვის­წავ­ლე, რო­გორ არის აგე­ბუ­ლი ეს სამ­ყა­რო, შემ­დეგ კი უფრო სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა, რო­გორ არი­ან აგე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ამის ამოც­ნო­ბა­ში ფსი­ქო­ლო­გია და­მეხ­მა­რა. კი­დევ ერთი დიდი აღ­მო­ჩე­ნა იყო მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლი. იქ მივ­ხვდი, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს, შინ ვი­ყა­ვი.

ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საბ­ჭო­თა ურ­წმუ­ნო ოჯა­ხი გვქონ­და, ამი­ტომ სუ­ლი­ე­რი თვალ­სა­წი­ე­რის გან­ვრცო­ბა ნუ­ლი­დან და­ვი­წყე. მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბამ ბევ­რი რამ სხვაგ­ვა­რად და­მა­ნა­ხა. წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და, რა იქ­ნე­ბო­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უა­მი­სოდ.

სტუ­დენ­ტო­ბის დროს მთარ­გმნე­ლად ვმუ­შა­ობ­დი, ვას­წავ­ლი­დი - უფრო შე­მო­სავ­ლის­თვის. ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობ­დი, ვკი­თხუ­ლობ­დი, ვურ­თი­ერ­თობ­დი, ვფიქ­რობ­დი. ბევ­რი კარ­გი მე­გო­ბა­რი მყავს, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ჩვე­ნი სა­ერ­თო საქ­მე­ე­ბი ჩემი და ჩემი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია.

- რო­გორ აღ­მოჩ­ნდით სა­ქარ­თვე­ლო­ში, სვა­ნეთ­ში... რით მი­გი­ზი­დათ აქა­უ­რო­ბამ ასე, რომ სა­ცხოვ­რებ­ლა­დაც დარ­ჩით?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტად ჩა­მო­ვე­დი. პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი თბი­ლის­ში, კა­ხეთ­ში, ყაზ­ბეგ­ში - ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტური იყო. მე­ო­რედ უკვე სვა­ნეთ­ში გა­ვემ­გზავ­რე. მთე­ბი მიყ­ვარს. მარ­თა­ლი გი­თხრათ, სვა­ნეთ­ზე, ჩემ­და სა­მარ­ცხვი­ნოდ, მა­ნამ­დე არა­ფე­რი ვი­ცო­დი. მხო­ლოდ ის, რომ იქ ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბაა. როცა ჩა­ვე­დი და ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი ვნა­ხე, თავ­ბრუ და­მეხ­ვა. აქ დღემ­დე იგ­რძნო­ბა უდი­დე­სი კულ­ტუ­რის სული, ადა­მი­ა­ნის რა­ღაც გი­გან­ტუ­რი აღ­მას­ვლა ზე­ვით, სი­ნათ­ლის­კენ, ღმერ­თის­კენ. მა­ინც რა­ტომ ეზი­დე­ბოდ­ნენ სვა­ნე­ბი ქვებს მთე­ბის მწვერ­ვა­ლებ­ზე, იქ აგებ­დნენ ტაძ­რებს, ხა­ტავ­დნენ მათ სა­ო­ცა­რი ფრეს­კე­ბით, რთავ­დნენ ძვირ­ფა­სი ხა­ტე­ბით, ნივ­თე­ბით - ეს ხომ ასე ძნე­ლია, აქ ისე­თი რთუ­ლი, მკაც­რი ცხოვ­რე­ბაა? რა­ტომ? მე ეს ცო­ტა­თი მა­გო­ნებს ჩვენს რუს ჩრდი­ლო­ელ პი­ლიგ­რი­მებს, რომ­ლებ­მაც ვა­ლა­ა­მის გრა­ნი­ტის მწვერ­ვა­ლებ­ზე ნამ­დვი­ლი სა­მო­თხე მო­ა­წყვეს: გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი მო­ნას­ტრე­ბი, ბა­ღე­ბი, თუმ­ცა იქ არა­ფე­რია და მი­წა­საც კი ქვე­მო­დან ეზი­დე­ბოდ­ნენ, ნა­ვე­ბით მიჰ­ქონ­დათ. ეს თით­ქოს ადა­მი­ა­ნის­თვის არა­ბუ­ნებ­რი­ვი ქმე­დე­ბაა. მაგ­რამ სწო­რედ ამა­ში იკ­ვე­თე­ბა ადა­მი­ა­ნი... აქაც მსგავ­სია, სვა­ნეთ­ში. ირაკ­ლი აბა­ში­ძეს აქვს ლექ­სი "შო­რე­უ­ლი შხელ­და". მე ბელა ახ­მა­დუ­ლი­ნას თარ­გმან­ში მაქვს წა­კი­თხუ­ლი. იქ არის სტრი­ქო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მე პი­რა­დად ყვე­ლა­ფერს მიხ­სნი­ან სვა­ნეთ­ზე და იმა­ზე, რა­ტომ არის ჩემ­თვის აქ ყვე­ლა­ფე­რი ინ­ტუ­ი­ტი­უ­რად გა­სა­გე­ბი და რა­ტომ მომ­წონს: «Неистовый дух, вечно жаждущий света, молящийся, страждущий и дерзновенный…» ეს მშვე­ნი­ე­რია!

მახ­სოვს, ჯერ კი­დევ რო­გორც ტუ­რის­ტი, ვი­ჯე­ქი მთა­ზე და ვფიქ­რობ­დი ყო­ვე­ლი­ვე ამა­ზე. და უცებ მივ­ხვდი, რომ დარ­ჩე­ნა მინ­დო­და. შე­იძ­ლე­ბა ეს უც­ნა­უ­რად ჟღერს, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ ჩემი ად­გი­ლი ახლა აქ არის. რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად ამის ახ­სნა შე­უძ­ლე­ბე­ლია და შე­იძ­ლე­ბა, არც არის სა­ჭი­რო.  გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"გაუფრთხილდით თქვენს ტრადიციებს, სულიერებას, ნუ დაკარგავთ ღმერთამდე მისასვლელ გზას!"

"გაუფრთხილდით თქვენს ტრადიციებს, სულიერებას, ნუ დაკარგავთ ღმერთამდე მისასვლელ გზას!"

რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო. მან წარმატებული ფსიქოთერაპევტის კარიერა და კომფორტული მოსკოვური ცხოვრება მიატოვა და არც ისე ცოტა ხანია, სვანეთში ცხოვრობს. ძალიან შეუყვარდა ეს მხარე, მესტიაში ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს და კიდევ უფრო მეტს ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გადარჩება ჯერ ამ კუთხის კულტურა და სულიერება, და მერე სრულიად კაცობრიობის. მისი მოსმენა ალბათ ღირს.

- რა იყო იქამდე, სანამ სვანეთში აღმოჩნდებოდით?

- სვანეთამდე იყო რთული და გრძელი გზა. მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, ბიოლოგიის ფაკულტეტი. სამეცნიერო ნაშრომიც დავწერე. შემდეგ კი მეორე ინსტიტუტში ჩავაბარე "სციალური ფსიქოლოგიის" განხრით. კიდევ დიდხანს ვსწავლობდი, რომ გავმხდარიყავი ფსიქოთერაპევტი, ვმუშაობდი ჯგუფებთან და ინდივიდუალურ კონსულტაციებს ვატარებდი. საინტერესო იყო ეს ეტაპები, რადგან პირველ უნივერსიტეტში ვისწავლე, როგორ არის აგებული ეს სამყარო, შემდეგ კი უფრო საინტერესო აღმოჩნდა, როგორ არიან აგებული ადამიანები და ურთიერთობები, ამის ამოცნობაში ფსიქოლოგია დამეხმარა. კიდევ ერთი დიდი აღმოჩენა იყო მართლმადიდებლობა და უნივერსიტეტის ეკლესიაში სიარული. იქ მივხვდი, რომ ბოლოს და ბოლოს, შინ ვიყავი.

ჩვეულებრივი საბჭოთა ურწმუნო ოჯახი გვქონდა, ამიტომ სულიერი თვალსაწიერის განვრცობა ნულიდან დავიწყე. მართლმადიდებლობამ ბევრი რამ სხვაგვარად დამანახა. წარმოდგენაც არ მინდა, რა იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში უამისოდ.

სტუდენტობის დროს მთარგმნელად ვმუშაობდი, ვასწავლიდი - უფრო შემოსავლისთვის. ბევრს ვმოგზაურობდი, ვკითხულობდი, ვურთიერთობდი, ვფიქრობდი. ბევრი კარგი მეგობარი მყავს, ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი საერთო საქმეები ჩემი და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

- როგორ აღმოჩნდით საქართველოში, სვანეთში... რით მიგიზიდათ აქაურობამ ასე, რომ საცხოვრებლადაც დარჩით?

- საქართველოში ტურისტად ჩამოვედი. პირველად ვიყავი თბილისში, კახეთში, ყაზბეგში - ჩვეულებრივი ტური იყო. მეორედ უკვე სვანეთში გავემგზავრე. მთები მიყვარს. მართალი გითხრათ, სვანეთზე, ჩემდა სამარცხვინოდ, მანამდე არაფერი ვიცოდი. მხოლოდ ის, რომ იქ ლამაზი ბუნებაა. როცა ჩავედი და ყველაფერი დანარჩენი ვნახე, თავბრუ დამეხვა. აქ დღემდე იგრძნობა უდიდესი კულტურის სული, ადამიანის რაღაც გიგანტური აღმასვლა ზევით, სინათლისკენ, ღმერთისკენ. მაინც რატომ ეზიდებოდნენ სვანები ქვებს მთების მწვერვალებზე, იქ აგებდნენ ტაძრებს, ხატავდნენ მათ საოცარი ფრესკებით, რთავდნენ ძვირფასი ხატებით, ნივთებით - ეს ხომ ასე ძნელია, აქ ისეთი რთული, მკაცრი ცხოვრებაა? რატომ? მე ეს ცოტათი მაგონებს ჩვენს რუს ჩრდილოელ პილიგრიმებს, რომლებმაც ვალაამის გრანიტის მწვერვალებზე ნამდვილი სამოთხე მოაწყვეს: განსაცვიფრებელი მონასტრები, ბაღები, თუმცა იქ არაფერია და მიწასაც კი ქვემოდან ეზიდებოდნენ, ნავებით მიჰქონდათ. ეს თითქოს ადამიანისთვის არაბუნებრივი ქმედებაა. მაგრამ სწორედ ამაში იკვეთება ადამიანი... აქაც მსგავსია, სვანეთში. ირაკლი აბაშიძეს აქვს ლექსი "შორეული შხელდა". მე ბელა ახმადულინას თარგმანში მაქვს წაკითხული. იქ არის სტრიქონები, რომლებიც მე პირადად ყველაფერს მიხსნიან სვანეთზე და იმაზე, რატომ არის ჩემთვის აქ ყველაფერი ინტუიტიურად გასაგები და რატომ მომწონს: «Неистовый дух, вечно жаждущий света, молящийся, страждущий и дерзновенный…» ეს მშვენიერია!

მახსოვს, ჯერ კიდევ როგორც ტურისტი, ვიჯექი მთაზე და ვფიქრობდი ყოველივე ამაზე. და უცებ მივხვდი, რომ დარჩენა მინდოდა. შეიძლება ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი ადგილი ახლა აქ არის. რაციონალურად ამის ახსნა შეუძლებელია და შეიძლება, არც არის საჭირო.  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია