სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მაიკლ კარპენტერი - ვარშავის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს
მაიკლ კარპენტერი - ვარშავის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს

ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრსაც ეს­მით, რომ ვარ­შა­ვის სა­მიტ­ზე სა­ქარ­თვე­ლო გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მას ვერ მი­ი­ღებს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მე­ქა­ნიზ­მი გა­აჩ­ნია, რათა ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი გა­აგ­რძე­ლოს, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის თავ­დაც­ვის მდივ­ნის მე­ო­რე მო­ად­გი­ლე მა­იკლ კარ­პენ­ტე­რიმ "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მე­ქა­ნიზ­მი გა­აჩ­ნია, რათა ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი გა­აგ­რძე­ლოს.

თავ­დაც­ვის მდივ­ნის მე­ო­რე მო­ად­გი­ლე მი­იჩ­ნევს, რომ ყო­ველ­წლი­უ­რი სა­მოქ­მე­დო პროგ­რა­მი­სა და თავ­დაც­ვის სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მე­ბის სა­ხით, სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სში ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სათ­ვის ყვე­ლა მე­ქა­ნიზ­მი ხელთ აქვს.

"ნატო-სა და სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მე­ო­რე უმ­სხვი­ლე­სი კონ­ტრი­ბუ­ტო­რია. მან იქ 850 ჯა­რის­კა­ცი წი­ნა­პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე გა­აგ­ზავ­ნა. ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი ძა­ლი­ან უნა­რი­ა­ნი მე­ომ­რე­ბი არი­ან. დი­დად ვა­ფა­სებთ სა­ქარ­თვე­ლოს წვლილს ავ­ღა­ნეთ­ში და იქამ­დე ერაყ­ში. სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს ერ­თა­დერ­თი არა­წევ­რი მო­კავ­ში­რეა, რო­მე­ლიც ნატო-ს სამ­ხედ­რო მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. ამ­გვა­რად, სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს სხვა­დას­ხვა ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი. ვე­ლო­დე­ბი, რომ ვარ­შა­ვის სა­მი­ტის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ივ­ლის­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა, ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს ყოვ­ლის­მომ­ცელ პა­კეტ­ზეც იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი, ნატო-ელი მო­კავ­ში­რე­ე­ბი კი ორ­მხრივ ფორ­მა­ტებ­ში ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს­თან", - აღ­ნიშ­ნა კარ­პენ­ტე­რიმ.

მი­სი­ვე თქმით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან უფრო მეტ ერ­თობ­ლივ წვრთნებს გა­მარ­თავს.

კი­თხვა­ზე, რას ურ­ჩევს თავ­დაც­ვის მდივ­ნის მო­ად­გი­ლე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, კარ­პენ­ტე­რიმ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო თავ­დაც­ვის რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით კარგ საქ­მეს აკე­თებს.

"რე­ფორ­მა პრო­ცე­სია. შე­ვეც­დე­ბით, და­ვეხ­მა­როთ სა­ქარ­თვე­ლოს, მათ შო­რის, თავ­დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლომ გრძე­ლი გზა გა­ი­ა­რა. დღეს ის ბევ­რად უფრო თავ­სე­ბა­დია ნატო-სთან, რა­საც ნატო-ს მი­სი­ებ­ში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ადას­ტუ­რებს. ეჭვგა­რე­შეა, რომ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებს, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას და­ვუ­ჭერთ მხარს", - აღ­ნიშ­ნა თავ­დაც­ვის მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მაიკლ კარპენტერი - ვარშავის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს

მაიკლ კარპენტერი - ვარშავის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს

ვფიქრობ, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრსაც ესმით, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს, მაგრამ საქართველოს ყველა მექანიზმი გააჩნია, რათა ინტეგრაციის პროცესი გააგრძელოს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე მაიკლ კარპენტერიმ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, თუმცა საქართველოს ყველა მექანიზმი გააჩნია, რათა ინტეგრაციის პროცესი გააგრძელოს.

თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე მიიჩნევს, რომ ყოველწლიური სამოქმედო პროგრამისა და თავდაცვის სხვადასხვა პროგრამების სახით, საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისათვის ყველა მექანიზმი ხელთ აქვს.

"ნატო-სა და საქართველოს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. საქართველო ნატო-ს ავღანეთის მისიაში შეიარაღებული ძალების მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია. მან იქ 850 ჯარისკაცი წინაპირობების გარეშე გააგზავნა. ქართველი ჯარისკაცები ძალიან უნარიანი მეომრები არიან. დიდად ვაფასებთ საქართველოს წვლილს ავღანეთში და იქამდე ერაყში. საქართველო ნატო-ს ერთადერთი არაწევრი მოკავშირეა, რომელიც ნატო-ს სამხედრო მისიაში მონაწილეობს. ამგვარად, საქართველო ნატო-ს სხვადასხვა ინიციატივებში აქტიურადაა ჩართული. ველოდები, რომ ვარშავის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც ივლისში გამოქვეყნდება, ნატო-საქართველოს ყოვლისმომცელ პაკეტზეც იქნება საუბარი, ნატო-ელი მოკავშირეები კი ორმხრივ ფორმატებში ითანამშრომლებენ საქართველოსთან", - აღნიშნა კარპენტერიმ.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან უფრო მეტ ერთობლივ წვრთნებს გამართავს.

კითხვაზე, რას ურჩევს თავდაცვის მდივნის მოადგილე საქართველოს მთავრობას, კარპენტერიმ აღნიშნა, რომ საქართველო თავდაცვის რეფორმის განხორციელებით კარგ საქმეს აკეთებს.

"რეფორმა პროცესია. შევეცდებით, დავეხმაროთ საქართველოს, მათ შორის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში. საქართველომ გრძელი გზა გაიარა. დღეს ის ბევრად უფრო თავსებადია ნატო-სთან, რასაც ნატო-ს მისიებში მისი მონაწილეობა ადასტურებს. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას დავუჭერთ მხარს", - აღნიშნა თავდაცვის მდივნის მოადგილემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."