26 წლის თუშმა ნატურალური ღვინის მეურნეობა ჩამოაყალიბა და ბრენდი "ლაგაზი" შექმნა

26 წლის თუშმა ნატურალური ღვინის მეურნეობა ჩამოაყალიბა და ბრენდი "ლაგაზი" შექმნა

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში, 26 წლის შოთა ლაგაზიძეს ნატურალური ღვინის მეურნეობა აქვს. მან საკუთარი ბრენდი "ლაგაზი" შექმნა. შოთა ლაგაზიძის თქმით, მისი ღვინო გამორჩეული იმით არის, რომ ყურძენს ქიმიური შხამქიმიკატების გარეშე, მხოლოდ ბორდოს ნაყენით (შაბიამანი და კირი) წამლავს. მიღებულ მოსავალს კი ქვევრში, ტრადიციული მეთოდით აყენებენ. ღვინის დეგუსტაცია პირველად 14 მაისს, ახალი ღვინის ფესტივალზე მოხდება.

ღვინოს გასაყიდად ივნისში ჩამოასხამენ, რის შემდეგაც ღვინო "ლაგაზი" თბილისის ღვინის ბარებსა და ნატურალური პროდუქტების რესტორნებში გაიყიდება.

"ზემო ალვანში გავიზარდე, სადაც არის პირობები, რომ ვენახი გააშენო და ღვინო მოიყვანო. თუშებს ღვინოსთან განსაკუთრებული კავშირი არ აქვთ, ამიტომ ჩემს სოფელში ღვინოს ქვევრში რამდენიმე ადამიანი აყენებს. ყოველთვის მაინტერესებდა ქვევრში დაყენებულ ღვინოს როგორი გემო ჰქონდა. მარანიც და ნატურალური ღვინოც ოჯახისთვის მინდოდა რომ მქონოდა. ჩემი სურვილი 2 წლის წინ, ჩემს მეგობარ დავით ფახურიძეს გავუზიარე. მეც და დათოც პროფესიით ტურიზმის სპეციალისტები ვართ და 5 წელია გიდებად ვმუშაობთ. ჩვენი დანაზოგიდან ნახევარი ჰექტარი რქაწითელის ჯიშის ვენახი შევიძინეთ, ქვევრები ვიყიდეთ და პატარა მარანი გავაკეთეთ. ვაზს თავად ვუვლით. კომერციული გათვლა არასდროს გვქონია. პირველი მოსავალი 2015 წელს ავიღეთ და მაშინვე გაჩნდა იდეა, რომ ღვინო "ლაგაზი" ჩამოგვესხა. ახლა 1 200 ლიტრი ღვინო გვაქვს", -  უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს შოთა ლაგაზიძემ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა