სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მე ვარ ეკონომიკის მინისტრი და არა ემოციებზე, არამედ ციფრებზე ვისაუბრებ" - რატომ გათიშეს დიმიტრი ქუმსიშვილი "არჩევანის" ეთერიდან
"მე ვარ ეკონომიკის მინისტრი და არა ემოციებზე, არამედ ციფრებზე ვისაუბრებ" - რატომ გათიშეს დიმიტრი ქუმსიშვილი "არჩევანის" ეთერიდან

"მე ვარ ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი და ემო­ცი­ებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ, მო­გახ­სე­ნებთ ციფ­რებს" - ასე მი­მარ­თა ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვა­ნი­სა" და "ბიზ­ნეს­კუ­რი­ე­რის" წამ­ყვა­ნებს.

რო­გორც ქუმ­სიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, რის შე­სა­ხე­ბაც მან მო­სახ­ლე­ო­ბას დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

იხი­ლეთ| რა ხდე­ბო­და გა­და­ცე­მა­ში იქამ­დე, სა­ნამ მი­ნისტრს "ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის გამო" ეთე­რი­დან გა­იყ­ვან­დნენ - ხმა­უ­რი­ა­ნი "არ­ჩე­ვა­ნის" სრუ­ლი ჩა­ნა­წე­რი

"მო­დით და­ვი­წყოთ უმუ­შევ­რო­ბით. მინ­და და­გის­ვათ კი­თხვა - თქვენ თუ იცით, რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი იყო უმუ­შევ­რო­ბის დონე 2012 წლის ბო­ლოს და ჩვე­ნი რამ­დე­ნი მო­ქა­ლა­ქე იყო უმუ­შე­ვა­რი? - მე მო­გეხ­მა­რე­ბით და გე­ტყვით, რომ 2012 წლის ბო­ლოს უმუ­შევ­რო­ბა იყო 15 პრო­ცენ­ტი, ეს კი ნიშ­ნავს, რომ ჩვენ 300 ათა­სი უმუ­შე­ვა­რი გვყავ­და. 2014 წლის ბო­ლოს უმუ­შევ­რო­ბა იყო 12,4 პრო­ცენ­ტი და ეს იყო მი­ნი­მუ­მი ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში.

ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ - თუ შევ­ხე­დავთ 2004-2012 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩვენს მე­გო­ბარ­თა ჯგუფ­ში არ­სე­ბულ ზრდას, ნა­ხავთ, რომ 2004-2012 წლებ­ში აზერ­ბა­ი­ჯან­ში ზრდა იყო 13,7 პრო­ცენ­ტი, სომ­ხეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში 6,5 პრო­ცენ­ტი, თურ­ქეთ­ში 5 პრო­ცენ­ტი და ა.შ. ახლა 2013-2015 წლე­ბი ავი­ღოთ - ჩვენ­თან არის 3,6 პრო­ცენ­ტი, თურ­ქეთ­ში ასე­ვე 3,6 პრო­ცენ­ტი, სომ­ხეთ­ში 3,3, აზერ­ბა­ი­ჯან­ში 3,2 პრო­ცენ­ტი, რუ­სეთ­ში -0,6 პრო­ცენ­ტი და უკ­რა­ი­ნა­ში -5,5 პრო­ცენ­ტი. ამი­ტომ რო­დე­საც ჩვენ ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ზე ვსა­უბ­რობთ, არ შე­იძ­ლე­ბა რომ ქვე­ყა­ნა, მი­თუ­მე­ტეს, ღია ეკო­ნო­მი­კით გან­ვი­ხი­ლოთ და­მო­უ­კი­დებ­ლად და ვთქვათ, რომ იცით რა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში რა­ღაც ხდე­ბა და ჩვენს გარ­შე­მო მდგო­მა­რე­ო­ბას არ ვით­ვა­ლის­წი­ნებთ.

იხი­ლეთ კად­რე­ბი გა­და­ცე­მი­დან

ახლა მინ­და შე­და­რე­ბი­თი ანა­ლიკ­ზი გა­ვა­კე­თო პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­კი­თხზე - 2009-2012 წლებ­ში, მა­შინ რო­დე­საც, მათ შო­რის 4 მი­ლი­არ­დი დახ­მა­რე­ბა გვქონ­და ჩვენ სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან, სა­შუ­ა­ლოდ, ყო­ველ­წლი­უ­რად, პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­ხით ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­დი­ო­და 872 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი. ახლა ვნა­ხოთ 2013-2016 წლე­ბის საპ­როგ­ნო­ზო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - ჩვენ ვე­ლო­დე­ბით, რომ სა­შუ­ა­ლოდ ეს იქ­ნე­ბა მი­ლი­არდ 418 მი­ლი­ო­ნი წლი­უ­რად, რაც არის 62 %-იანი ზრდა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, 2013 წელს ჩვენ გქვონ­და 941 მი­ლი­ო­ნის ოდე­ნო­ბის პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცია, 2014 წელს - მი­ლი­არდ 758 მი­ლი­ო­ნი, 2015-ში - მი­ლი­არდ 351 მი­ლი­ო­ნი, წელს ვე­ლო­დე­ბით მი­ლი­არდ 600 მი­ლი­ონს. რომც და­ვუშ­ვათ, რომ მი­ლი­არდ 600 მი­ლი­ო­ნი ვერ შეს­რულ­და (თუმ­ცა გა­დათ­ვლი­ლი გვაქვს და ვე­ლო­დე­ბით) და შეს­რულ­და მი­ლი­არდ 350 მი­ლი­ო­ნი, რაც იყო შარ­შან, ამ შემ­თხვე­ვა­შიც კი სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლით - 54 %-ით მეტი გვექ­ნე­ბა ყო­ველ წელს.

შემ­დე­გი ფიც­რი: სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი და­ნა­ხარ­ჯი ავ­ტო­ბა­ნის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით - 2006-2013 წლებ­ში სა­შუ­ა­ლოდ, წლი­უ­რად, წინა ხე­ლუ­ი­სუფ­ლე­ბა ავ­ტო­ბან­ზე ხარ­ჯავ­და 116 მი­ლი­ონს, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში, 2013 წლი­დან 2015 წლამ­დე სა­შუ­ა­ლოდ ვხარ­ჯავთ 280 მი­ლი­ონ ლარს. აქვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ის, რომ 2006-2012 წლებ­ში, სა­შუ­ა­ლოდ ერთი კი­ლო­მეტ­რის და­გე­ბა ჯდე­ბო­და 11,5 მი­ლი­ო­ნი ლარი, მა­შინ, როცა ჩვე­ნი ხე­ლი­სიფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ჯდე­ბა 9,9 მი­ლი­ო­ნი ლარი და 14 პრო­ცენ­ტი­თაა გა­ი­ა­ფე­ბუ­ლი. ამას­თან, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად, სა­შუ­ა­ლოდ იგე­ბო­და გზის 10 კი­ლო­მეტ­რი, მა­შინ, რო­დე­საც ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში იგე­ბა 28 კი­ლო­მეტ­რი გზა", - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა.

ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტორ­ში არ­სე­ბულ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­შუ­ა­ლოდ 5,3 პრო­ცენ­ტი­ა­ნი ზრდა ფიქ­სირ­დე­ბა.

"სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში 2004 წლი­დან 2012 წლამ­დე იყო კლე­ბა - სა­შუ­ა­ლოდ ეს არის -1,7 პრო­ცენ­ტი, მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ პე­რი­ოდ­ში ფიქ­სირ­დე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 5,3 პრო­ცენ­ტი­ა­ნი ზრდა. ასე­ვე მინ­და მო­გახ­სე­ნოთ და ესეც კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რე­ბია, რომ ადრე იხ­ვნე­ბო­და 260 ათა­სი მი­წის ფარ­თო­ბი, ახლა იხ­ვნე­ბა 307 ათა­სი. ირი­გა­ცი­ას, მე­ლო­რა­ცი­ა­სა და მორ­წყვას ჰქონ­და 45 ათა­სი, ახლა არის 105 ათა­სი ანუ ზრდა გვაქვს 133 პრო­ცენ­ტი.

ახლა მინ­და ვი­სა­უბ­რო მშე­ნებ­ლო­ბა­ზე გა­ცე­მულ ნე­ბარ­თვებ­ზე - 2010-2012 წლებ­ში მშე­ნებ­ლო­ბა­ზე იყო გა­ცე­მუ­ლი 15 081 ნე­ბარ­თვა, 2013-2015 წლებ­ში გა­ი­ცა 23 473 ნე­ბარ­თვა, რაც არის 56 %-ით მეტი. ავი­ღოთ მშე­ნებ­ლო­ბე­ბი ფარ­თო­ბე­ბის მი­ხედ­ვით: თბი­ლის­ში მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ნე­ბარ­თვე­ბი გაზ­რდი­ლია 63 პრო­ცენ­ტით, აჭა­რა­ში - 70 პრო­ცენ­ტით და როცა ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პრო­ექ­ტე­ბი არ და­წყე­ბუ­ლა და ჩვენ ინერ­ცი­ით მივ­დი­ვართ, მა­შინ რო­გორ არის, რომ ჩვენ 73 %-ით მეტი გვაქვს?

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "თქვენ ხართ მხა­რე" - დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლის ცხა­რე კა­მა­თი გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ა­სა და აკა­კი გო­გი­ჩა­იშ­ვილ­თან

რაც შე­ე­ხე­ბა ტუ­რიზმს - 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით 37 პრო­ცენ­ტი­თაა გაზ­რდი­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი. ასე­ვე, ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტორ­ზე და­ნა­ხარ­ჯე­ბი გაზ­რდი­ლია 526 ლა­რი­დან 744 ლა­რამ­დე. ასე­ვე მინ­და გი­თხრათ, რომ 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით, მგზავ­რთა ნა­კა­დი გაზ­რდი­ლია 61 პრო­ცენ­ტით - ეს არის ჩა­მომფრე­ნი მგზავ­რე­ბი.

სას­ტუმ­რო­ე­ბი: 2014-2015 წლებ­ში 93 ახა­ლი გან­თავ­სე­ბის ობი­ექ­ტი გა­იხ­სნა და ეს იყო 6 803 სა­წო­ლი. 2016-2017 წლებ­ში გა­იხ­სნე­ბა და­მა­ტე­ბით კი­დევ 60-ზე მეტი", - გა­ნა­ცხა­და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა.

დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა აქ­ცენ­ტი ბიზ­ნეს და სა­ბან­კო სექ­ტორ­ზეც გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ თუკი ადრე ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა არა­ვის უნ­დო­და, ახლა ვი­თა­რე­ბა შეც­ვლი­ლია. "ძა­ლი­ან კონ­კრე­ტულ ციფ­რებს მო­გიყ­ვანთ. სა­შუ­ა­ლო საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი კო­მერ­ცი­ულ სეს­ხებ­ზე 2008-2012 წლებ­ში იყო 16,2 პრო­ცენ­ტი, 2013-2015 წლებ­ში - 12,01 პრო­ცენ­ტი ანუ 25 %-იანი კლე­ბა გვაქვს. იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბი დო­ლარ­ში 2012 წელს, სავ­რა­უ­დოდ, იყო 12,5 პრო­ცენ­ტი, 2015 წელს დო­ლარ­ში - 8,5 პრო­ცენ­ტი.

2012 წლის სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ ბიზ­ნეს­სექ­ტორ­ზე გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბი არის 90 %-ით გაზ­რდი­ლი - 8 მი­ლი­არ­დი­დან 15 მი­ლი­არდ ლა­რამ­დე. წა­დით, გა­და­ა­მოწ­მეთ ეს ინ­ფორ­მა­ცია და ნა­ხეთ. ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი მა­ტე­ბა არის აგ­რო­სექ­ტორ­ში, სა­დაც 6,5-ჯერ არის გაზ­რდი­ლი. 7-ჯერ არის გაზ­რდი­ლი სეს­ხე­ბი სას­ტუმ­რო­ებ­ზე - 68 მი­ლი­ო­ნი­დან 485 მი­ლი­ო­ნამ­დე. რო­გორ არის მა­შინ ეს? რა ინერ­ცი­ა­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბით? ხალ­ხი ბიზ­ნესს არ აკე­თებ­და, აღარ უნ­დო­და ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა, დღეს კი აი, ეს მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბია. რა­ტომ? - იმი­ტომ რომ ბან­კებ­მაც და­ი­ნა­ხეს, რომ ქვე­ყა­ნა­ში შე­იძ­ლე­ბა ბიზ­ნე­სი აკე­თოს ბიზ­ნეს­მენ­მა და ბიზ­ნეს­მენ­მაც და­ი­ნა­ხა, რომ სეს­ხის აღე­ბა შე­უძ­ლია", - გან­მარ­ტა ქუმ­სიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მე ვარ ეკონომიკის მინისტრი და არა ემოციებზე, არამედ ციფრებზე ვისაუბრებ" - რატომ გათიშეს დიმიტრი ქუმსიშვილი "არჩევანის" ეთერიდან

"მე ვარ ეკონომიკის მინისტრი და არა ემოციებზე, არამედ ციფრებზე ვისაუბრებ" - რატომ გათიშეს დიმიტრი ქუმსიშვილი "არჩევანის" ეთერიდან

"მე ვარ ეკონომიკის მინისტრი და ემოციებზე ვერ ვისაუბრებ, მოგახსენებთ ციფრებს" - ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა "არჩევანისა" და "ბიზნესკურიერის" წამყვანებს.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, წინა წლებთან შედარებით მაჩვენებლები ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებულია, რის შესახებაც მან მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

იხილეთ| რა ხდებოდა გადაცემაში იქამდე, სანამ მინისტრს "ტექნიკური ხარვეზის გამო" ეთერიდან გაიყვანდნენ - ხმაურიანი "არჩევანის" სრული ჩანაწერი

"მოდით დავიწყოთ უმუშევრობით. მინდა დაგისვათ კითხვა - თქვენ თუ იცით, რამდენი პროცენტი იყო უმუშევრობის დონე 2012 წლის ბოლოს და ჩვენი რამდენი მოქალაქე იყო უმუშევარი? - მე მოგეხმარებით და გეტყვით, რომ 2012 წლის ბოლოს უმუშევრობა იყო 15 პროცენტი, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ 300 ათასი უმუშევარი გვყავდა. 2014 წლის ბოლოს უმუშევრობა იყო 12,4 პროცენტი და ეს იყო მინიმუმი ჩვენს ისტორიაში.

ეკონომიკურ ზრდაზე ვილაპარაკოთ - თუ შევხედავთ 2004-2012 წლებში საქართველოსა და ჩვენს მეგობართა ჯგუფში არსებულ ზრდას, ნახავთ, რომ 2004-2012 წლებში აზერბაიჯანში ზრდა იყო 13,7 პროცენტი, სომხეთსა და საქართველოში 6,5 პროცენტი, თურქეთში 5 პროცენტი და ა.შ. ახლა 2013-2015 წლები ავიღოთ - ჩვენთან არის 3,6 პროცენტი, თურქეთში ასევე 3,6 პროცენტი, სომხეთში 3,3, აზერბაიჯანში 3,2 პროცენტი, რუსეთში -0,6 პროცენტი და უკრაინაში -5,5 პროცენტი. ამიტომ როდესაც ჩვენ ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება რომ ქვეყანა, მითუმეტეს, ღია ეკონომიკით განვიხილოთ დამოუკიდებლად და ვთქვათ, რომ იცით რა, ჩვენს ქვეყანაში რაღაც ხდება და ჩვენს გარშემო მდგომარეობას არ ვითვალისწინებთ.

იხილეთ კადრები გადაცემიდან

ახლა მინდა შედარებითი ანალიკზი გავაკეთო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკითხზე - 2009-2012 წლებში, მაშინ როდესაც, მათ შორის 4 მილიარდი დახმარება გვქონდა ჩვენ საზღვარგარეთიდან, საშუალოდ, ყოველწლიურად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით ქვეყანაში შემოდიოდა 872 მილიონი დოლარი. ახლა ვნახოთ 2013-2016 წლების საპროგნოზო მაჩვენებელი - ჩვენ ველოდებით, რომ საშუალოდ ეს იქნება მილიარდ 418 მილიონი წლიურად, რაც არის 62 %-იანი ზრდა. უფრო კონკრეტულად, 2013 წელს ჩვენ გქვონდა 941 მილიონის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, 2014 წელს - მილიარდ 758 მილიონი, 2015-ში - მილიარდ 351 მილიონი, წელს ველოდებით მილიარდ 600 მილიონს. რომც დავუშვათ, რომ მილიარდ 600 მილიონი ვერ შესრულდა (თუმცა გადათვლილი გვაქვს და ველოდებით) და შესრულდა მილიარდ 350 მილიონი, რაც იყო შარშან, ამ შემთხვევაშიც კი საშუალო წლიური მაჩვენებლით - 54 %-ით მეტი გვექნება ყოველ წელს.

შემდეგი ფიცრი: საშუალო წლიური დანახარჯი ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით - 2006-2013 წლებში საშუალოდ, წლიურად, წინა ხელუისუფლება ავტობანზე ხარჯავდა 116 მილიონს, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, 2013 წლიდან 2015 წლამდე საშუალოდ ვხარჯავთ 280 მილიონ ლარს. აქვე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ 2006-2012 წლებში, საშუალოდ ერთი კილომეტრის დაგება ჯდებოდა 11,5 მილიონი ლარი, მაშინ, როცა ჩვენი ხელისიფლების პერიოდში ჯდება 9,9 მილიონი ლარი და 14 პროცენტითაა გაიაფებული. ამასთან, წინა ხელისუფლების პერიოდში ყოველწლიურად, საშუალოდ იგებოდა გზის 10 კილომეტრი, მაშინ, როდესაც ჩვენი ხელისუფლების პერიოდში იგება 28 კილომეტრი გზა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში აღნიშნული მიმართულებით საშუალოდ 5,3 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება.

"სოფლის მეურნეობაში საქართველოში 2004 წლიდან 2012 წლამდე იყო კლება - საშუალოდ ეს არის -1,7 პროცენტი, მაშინ, როდესაც ჩვენ პერიოდში ფიქსირდება საშუალოდ 5,3 პროცენტიანი ზრდა. ასევე მინდა მოგახსენოთ და ესეც კონკრეტული ციფრებია, რომ ადრე იხვნებოდა 260 ათასი მიწის ფართობი, ახლა იხვნება 307 ათასი. ირიგაციას, მელორაციასა და მორწყვას ჰქონდა 45 ათასი, ახლა არის 105 ათასი ანუ ზრდა გვაქვს 133 პროცენტი.

ახლა მინდა ვისაუბრო მშენებლობაზე გაცემულ ნებართვებზე - 2010-2012 წლებში მშენებლობაზე იყო გაცემული 15 081 ნებართვა, 2013-2015 წლებში გაიცა 23 473 ნებართვა, რაც არის 56 %-ით მეტი. ავიღოთ მშენებლობები ფართობების მიხედვით: თბილისში მშენებლობების ნებართვები გაზრდილია 63 პროცენტით, აჭარაში - 70 პროცენტით და როცა ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ პროექტები არ დაწყებულა და ჩვენ ინერციით მივდივართ, მაშინ როგორ არის, რომ ჩვენ 73 %-ით მეტი გვაქვს?

ასევე წაიკითხეთ: "თქვენ ხართ მხარე" - დიმიტრი ქუმსიშვილის ცხარე კამათი გიორგი გაბუნიასა და აკაკი გოგიჩაიშვილთან

რაც შეეხება ტურიზმს - 2012 წელთან შედარებით 37 პროცენტითაა გაზრდილი შემოსავლები. ასევე, ერთ საერთაშორისო ვიზიტორზე დანახარჯები გაზრდილია 526 ლარიდან 744 ლარამდე. ასევე მინდა გითხრათ, რომ 2012 წელთან შედარებით, მგზავრთა ნაკადი გაზრდილია 61 პროცენტით - ეს არის ჩამომფრენი მგზავრები.

სასტუმროები: 2014-2015 წლებში 93 ახალი განთავსების ობიექტი გაიხსნა და ეს იყო 6 803 საწოლი. 2016-2017 წლებში გაიხსნება დამატებით კიდევ 60-ზე მეტი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა აქცენტი ბიზნეს და საბანკო სექტორზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ თუკი ადრე ბიზნესის კეთება არავის უნდოდა, ახლა ვითარება შეცვლილია. "ძალიან კონკრეტულ ციფრებს მოგიყვანთ. საშუალო საპროცენტო განაკვეთი კომერციულ სესხებზე 2008-2012 წლებში იყო 16,2 პროცენტი, 2013-2015 წლებში - 12,01 პროცენტი ანუ 25 %-იანი კლება გვაქვს. იპოთეკური სესხები დოლარში 2012 წელს, სავრაუდოდ, იყო 12,5 პროცენტი, 2015 წელს დოლარში - 8,5 პროცენტი.

2012 წლის სექტემბრის შემდეგ ბიზნესსექტორზე გაცემული სესხები არის 90 %-ით გაზრდილი - 8 მილიარდიდან 15 მილიარდ ლარამდე. წადით, გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია და ნახეთ. ყველაზე შთამბეჭდავი მატება არის აგროსექტორში, სადაც 6,5-ჯერ არის გაზრდილი. 7-ჯერ არის გაზრდილი სესხები სასტუმროებზე - 68 მილიონიდან 485 მილიონამდე. როგორ არის მაშინ ეს? რა ინერციაზე მელაპარაკებით? ხალხი ბიზნესს არ აკეთებდა, აღარ უნდოდა ბიზნესის კეთება, დღეს კი აი, ეს მაჩვენებლებია. რატომ? - იმიტომ რომ ბანკებმაც დაინახეს, რომ ქვეყანაში შეიძლება ბიზნესი აკეთოს ბიზნესმენმა და ბიზნესმენმაც დაინახა, რომ სესხის აღება შეუძლია", - განმარტა ქუმსიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."