სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ბავშვი ღრმა ძილს ეძლეოდა დედის ვიზიტის შემდეგ..." - იაშვილის კლინიკაში მომხდარი გაუგონარი ფაქტის შესახებ ინტერნეტმომხმარებელი წერს
"ბავშვი ღრმა ძილს ეძლეოდა დედის ვიზიტის შემდეგ..." - იაშვილის კლინიკაში მომხდარი გაუგონარი ფაქტის შესახებ ინტერნეტმომხმარებელი წერს

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ ნეს­ტან აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლის პი­რად გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა პოსტმა, ფე­ის­ბუქ­ში დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია. საქ­მე ეხე­ბა იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ცოტა ხნის წინ მომ­ხდარ ფაქტს, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკვე შე­ა­ფა­სეს, რო­გორც "პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის მიერ გახ­სნი­ლი შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ის­ტო­რია":

"ბოლო წლებ­ში ზედ­მე­ტად გახ­შირ­და ექი­მებ­ზე აგ­დე­ბუ­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ლა­პა­რა­კი - თუ რო­გო­რი უცო­დი­ნა­რი, უგუ­ლო, ფულ­ზე გა­ყი­დუ­ლი ხალ­ხია. მშობ­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი აშე­ა­რე­ბენ ღვთის იმე­დად დარ­ჩე­ნი­ლი მო­მაკ­ვდა­ვი ბავ­შვე­ბის ფო­ტო­ებს. ისე "წა­აკ­ლა­ვენ" ხოლ­მე ექიმს ნე­ბის­მი­ერ პრობ­ლე­მას, უკან არ მო­ი­ხე­და­ვენ. თუ ავად­მყო­ფი გა­მო­ჯან­მრთელ­და - "დი­დე­ბა უფალს", მაგ­რამ თუ საქ­მე ცუ­დად წა­ვი­და - მი­დის ექი­მებ­ზე ლა­ფის დას­ხმა.

სულ ცოტა ხნის წინ იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პატ­რა­მენ­ტში მო­თავ­სდა 10 წლის ბავ­შვი უჩ­ვე­უ­ლო ძი­ლი­ა­ნო­ბით. ძილი გრძელ­დე­ბო­და მთე­ლი დღე და ღამე - ირ­ღვე­ო­და სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცი­ე­ბი და თან ახ­ლდა მხედ­ვე­ლო­ბი­თი ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი. ბავ­შვს ჩა­უ­ტარ­და მრა­ვალ­მხრი­ვი გა­მოკ­ვლე­ვა რო­გორც აქ, ისე ევ­რო­პა­ში, მაგ­რამ მი­ზე­ზი ვერ იქნა ნა­ნა­ხი.

პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში დედა და ნა­თე­სა­ვე­ნი ახ­დენ­დნენ მედ­პერ­სო­ნა­ლის ტე­რო­რი­ზე­ბას... იყო წი­ვილ-კი­ვი­ლი, რომ უცო­დი­ნა­რი ექი­მე­ბი დი­აგ­ნოზს ვერ ად­გე­ნენ, რომ ბავ­შვს უკ­ლა­ვენ... პე­რი­ო­დუ­ლად იძა­ხებ­დნენ პატ­რულს, მო­ყავ­დათ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, ხან­გა­მოშ­ვე­ბით მღვდლე­ბი აკურ­თხევ­დნენ გან­ყო­ფი­ლე­ბის კედ­ლებს, მუდ­მივ რე­ჟიმ­ში იხ­დი­დე­ნენ პა­რაკ­ლი­სებს. ეს გრძელ­დე­ბო­და თვე­ე­ბი. აგ­რე­სი­უ­ლი გან­წყო­ბა გა­და­ე­დო სხვა მშობ­ლებ­საც. მო­საც­დე­ლებ­ში და გა­სას­ვლე­ლებ­ში ხვდე­ბო­დი უძი­ლო, გა­დაღ­ლილ, დათ­რგუ­ნულ ექი­მებს და "სა­მარ­თლი­ა­ნი მრის­ხა­ნე­ბით" აღ­სავ­სე მშობ­ლებს.

მაგ­რამ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს "გია ექიმ­მა" (გუ­ლის­ხმობს რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ გია ბი­ბი­ლაშ­ვილს) მი­აგ­ნო ერთ უც­ნა­ურ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბას - ბავ­შვი ღრმა ძილს ეძ­ლე­ო­და უშუ­ა­ლოდ დე­დის ვი­ზი­ტის შემ­დეგ. უჩუმ­რად ჩა­ტარ­და ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი სკრი­ნინ­გი და აღ­მოჩ­ნდა რომ... ამ უჩ­ვე­უ­ლო ძილს იწ­ვევ­და დედა... რო­მე­ლიც შვილს "კვე­ბავ­და" დიდი რა­ო­დე­ნო­ბით დი­მედ­რო­ლით...

და­ის­ვა დი­აგ­ნო­ზი Munchausen's syndrome by proxy. რა­ტომ, რის­თვის აძი­ნებ­და დედა შვილს, ეგ პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მეა. ექი­მე­ბის­თვის ბო­დი­ში არა­ვის მო­უხ­დია. ისე და, რა თქმა უნდა "დი­დე­ბა უფალს". მაგ­რამ იქ­ნებ მა­ინც, ექიმ­საც არ აწყენ­და მად­ლო­ბა, ზოგ­ჯერ კაი გრძნო­ბაა მად­ლი­ე­რე­ბა" - წერს აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლი პოს­ტში.

პოსტს უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და გა­ზი­ა­რე­ბა მოჰ­ყვა. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ გა­არ­კვი­ონ, რამ უბიძ­გა დე­დას ასე­თი გა­უ­გო­ნა­რი საქ­ცი­ე­ლის­კენ. AMBEBI.GE ცდი­ლობს და­უ­კავ­შირ­დეს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კას და მი­ი­ღოს მათ­გან ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე გა­არ­კვი­ოს, ნამ­დვი­ლად გა­და­ე­ცა თუ არა საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ბავშვი ღრმა ძილს ეძლეოდა დედის ვიზიტის შემდეგ..." - იაშვილის კლინიკაში მომხდარი გაუგონარი ფაქტის შესახებ ინტერნეტმომხმარებელი წერს

"ბავშვი ღრმა ძილს ეძლეოდა დედის ვიზიტის შემდეგ..." - იაშვილის კლინიკაში მომხდარი გაუგონარი ფაქტის შესახებ ინტერნეტმომხმარებელი წერს

ინტერნეტმომხმარებელ ნესტან აბდუშელიშვილის პირად გვერდზე გამოქვეყნებულმა პოსტმა, ფეისბუქში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საქმე ეხება იაშვილის კლინიკაში ცოტა ხნის წინ მომხდარ ფაქტს, რომელიც სოციალურ ქსელში უკვე შეაფასეს, როგორც "პროფესიონალის მიერ გახსნილი შემაძრწუნებელი კრიმინალური ისტორია":

"ბოლო წლებში ზედმეტად გახშირდა ექიმებზე აგდებული და შეურაცხმყოფელი ლაპარაკი - თუ როგორი უცოდინარი, უგულო, ფულზე გაყიდული ხალხია. მშობლები და ახლობლები აშეარებენ ღვთის იმედად დარჩენილი მომაკვდავი ბავშვების ფოტოებს. ისე "წააკლავენ" ხოლმე ექიმს ნებისმიერ პრობლემას, უკან არ მოიხედავენ. თუ ავადმყოფი გამოჯანმრთელდა - "დიდება უფალს", მაგრამ თუ საქმე ცუდად წავიდა - მიდის ექიმებზე ლაფის დასხმა.

სულ ცოტა ხნის წინ იაშვილის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპატრამენტში მოთავსდა 10 წლის ბავშვი უჩვეულო ძილიანობით. ძილი გრძელდებოდა მთელი დღე და ღამე - ირღვეოდა სასიცოცხლო ფუნქციები და თან ახლდა მხედველობითი ჰალუცინაციები. ბავშვს ჩაუტარდა მრავალმხრივი გამოკვლევა როგორც აქ, ისე ევროპაში, მაგრამ მიზეზი ვერ იქნა ნანახი.

პარალელურ რეჟიმში დედა და ნათესავენი ახდენდნენ მედპერსონალის ტერორიზებას... იყო წივილ-კივილი, რომ უცოდინარი ექიმები დიაგნოზს ვერ ადგენენ, რომ ბავშვს უკლავენ... პერიოდულად იძახებდნენ პატრულს, მოყავდათ ტელევიზიები, ხანგამოშვებით მღვდლები აკურთხევდნენ განყოფილების კედლებს, მუდმივ რეჟიმში იხდიდენენ პარაკლისებს. ეს გრძელდებოდა თვეები. აგრესიული განწყობა გადაედო სხვა მშობლებსაც. მოსაცდელებში და გასასვლელებში ხვდებოდი უძილო, გადაღლილ, დათრგუნულ ექიმებს და "სამართლიანი მრისხანებით" აღსავსე მშობლებს.

მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს "გია ექიმმა" (გულისხმობს რეანიმატოლოგ გია ბიბილაშვილს) მიაგნო ერთ უცნაურ კანონზომიერებას - ბავშვი ღრმა ძილს ეძლეოდა უშუალოდ დედის ვიზიტის შემდეგ. უჩუმრად ჩატარდა ტოქსიკოლოგიური სკრინინგი და აღმოჩნდა რომ... ამ უჩვეულო ძილს იწვევდა დედა... რომელიც შვილს "კვებავდა" დიდი რაოდენობით დიმედროლით...

დაისვა დიაგნოზი Munchausen's syndrome by proxy. რატომ, რისთვის აძინებდა დედა შვილს, ეგ პროკურატურის საქმეა. ექიმებისთვის ბოდიში არავის მოუხდია. ისე და, რა თქმა უნდა "დიდება უფალს". მაგრამ იქნებ მაინც, ექიმსაც არ აწყენდა მადლობა, ზოგჯერ კაი გრძნობაა მადლიერება" - წერს აბდუშელიშვილი პოსტში.

პოსტს უამრავი გამოხმაურება და გაზიარება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები ცდილობენ გაარკვიონ, რამ უბიძგა დედას ასეთი გაუგონარი საქციელისკენ. AMBEBI.GE ცდილობს დაუკავშირდეს იაშვილის კლინიკას და მიიღოს მათგან ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე გაარკვიოს, ნამდვილად გადაეცა თუ არა საქმე პროკურატურას.

"ასე ვამარცხებთ COVID-19-ს..." - თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში წვიმს

როგორ ეხმაურებიან ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს ცნობილი ქართველები

"მინდა, ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო", - რას წერს შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილზე