სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"კლასში დაჩაგრული" სირიის პრეზიდენტის გზა დოქტორიდან დიქტატორამდე
"კლასში დაჩაგრული" სირიის პრეზიდენტის გზა დოქტორიდან დიქტატორამდე

სი­რი­ის ლი­დერს, რო­მელ­საც ძა­ლა­უფ­ლე­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბას უპი­რებ­და ამე­რი­კა და და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი, მათ შო­რის სა­უ­დის არა­ბე­თი და თურ­ქე­თი, ახლა სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რა აქვს რუ­სე­თის­გან და ირა­ნის­გან. ეს მხარ­და­ჭე­რა მას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, უარი თქვას სი­რი­ის მმარ­თვე­ლის პოს­ტი­დან წას­ვლა­ზე. გა­დავ­ხე­დოთ, რო­გორ მი­აღ­წია ქვეყ­ნის ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას ბა­შარ ასად­მა.

ბა­შარ ასა­დი გავ­ლე­ნი­ან ოჯახ­ში იზ­რდე­ბო­და. მისი მამა ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და, რო­დე­საც ბა­შა­რი ხუთი წლის იყო, თუმ­ცა თა­ვად არა­სო­დეს გეგ­მავ­და სი­რი­ის მმარ­თვე­ლის პოსტზე ყოფ­ნას. მას სურ­და ექი­მი გამ­ხდა­რი­ყო.

ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, 1988 წელს ად­გი­ლობ­რივ სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ობ­და, სა­ნამ ლონ­დონ­ში წა­ვი­დო­და ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. შემ­დეგ მო­მა­ვალ ცოლს შეხ­ვდა, ნა­ხევ­რად ბრი­ტა­ნელ, ნა­ხევ­რად სი­რი­ელ ასმა ახ­რას და ორი წელი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა ცხოვ­რობ­და.

ასა­დი ჯერ კი­დევ ლონ­დონ­ში ცხოვ­რობ­და, რო­დე­საც 1994 წელს მო­უ­ლოდ­ნე­ლი ზარი მი­ი­ღო. მისი უფ­რო­სი ძმა ბა­ზე­ლი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა. ბა­შა­რი და­მას­კო­ში და­ი­ბა­რეს გარ­დაც­ვლი­ლი ძმის ად­გი­ლის და­სა­კა­ვებ­ლად. მა­მა­მისს სურ­და ბა­შა­რის ლე­გი­ტი­მუ­რი მმარ­თვე­ლის როლი და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნა სა­ხელ­მწი­ფო­ში.

2000 წელს, მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი თვით ადრე ბა­შარ ასა­დი უკონ­კუ­რენ­ტოდ აირ­ჩი­ეს პრე­ზი­დენ­ტად. სი­რი­ი­დან მო­შო­რე­ბით, და­სავ­ლეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბის გამო ბევ­რს იმე­დი ჰქონ­და, რომ ახა­ლი ლი­დე­რი ქვეყ­ნის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას და­ი­წყებ­და.

ასად­მა რე­ა­ლუ­რად მო­ახ­დი­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი და მე­დი­ის სა­სი­კე­თო რე­ფორ­მე­ბი პრე­ზი­დენ­ტად და­ნიშ­ვნის პირ­ველ თვე­ებ­ში, რა­საც შემ­დგომ და­მას­კოს გა­ზა­ფხუ­ლი ეწო­და. რე­ფორ­მე­ბის სე­ზო­ნი მოკ­ლე გა­მოდ­გა. მა­ვა­ნი მა­მა­მი­სის ძლი­ე­რი რე­ჟი­მის ერ­თგულ ჩი­ნოვ­ნი­კებს აბ­რა­ლებ­დნენ ბა­შა­რის ლი­ბე­რა­ლუ­რი რე­ფორ­მე­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბას.

2003 წელს ის აქ­ტი­უ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ამე­რი­კის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ერაყ­ში შეჭ­რას და 2006 წელს მხარს უჭერ­და ლი­ბა­ნელ ის­ლა­მის­ტურ სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა ჰეზ­ბო­ლას ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.

2007 წელს ასა­დი მე­ო­რე ვა­დით აირ­ჩი­ეს ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტად. პი­როვ­ნუ­ლი კულ­ტი სრუ­ლი დი­დე­ბით დამ­კვიდ­რდა. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით იმარ­თე­ბო­და აღ­ლუ­მე­ბი, კონ­ცე­ტე­ბი, ყველ­გან იყო ასა­დის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი პოს­ტე­რე­ბი და ბა­ნე­რე­ბი.

2011 წელს ასა­დის ძა­ლა­უფ­ლე­ბას ბზა­რი გა­უჩ­ნდა. ავ­ტოკ­რა­ტი ლი­დე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მთელს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის ტალ­ღა აგორ­და, რო­მელ­საც არა­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლი ეწო­და. 2011 წელს ორი ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი მმარ­თვე­ლი რე­გი­ონ­ში - ტუ­ნი­სის პრე­ზი­დენ­ტი ზინე ელ აბე­დი­ნე ბენ ალი და ეგ­ვიპ­ტის პრე­ზი­დენ­ტი ჰოს­ნი მუ­ბა­რა­კი პოს­ტი­დან გა­და­ა­ყე­ნეს.

იმა­ვე თვეს პრო­ტეს­ტე­ბის ტალ­ღა და­ი­წყო სი­რი­ის ქა­ლაქ და­რა­ა­ში, მას შემ­დეგ რაც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ვო­ლუ­ცი­ურ სლო­გა­ნებს წერ­დნენ კედ­ლებ­ზე, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს. ასა­დის რე­ჟიმ­მა პრო­ტესტს ტან­კე­ბით უპა­სუ­ხა, ამ­ბო­ხე­ბა ჩა­ახ­შო და ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბი და­ი­ჭი­რა.

ასა­დი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დად­გა: გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა სას­ტი­კი წნე­ხი ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბის მი­მართ, თუ შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ასა­დი პარ­ლა­მენ­ტში გა­მო­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ რე­ფორ­მე­ბი არ გა­ტარ­დე­ბო­და, კრი­ზი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რის­ტულ შეთ­ქმუ­ლე­ბას და­აბ­რა­ლა და პი­რო­ბა დადო, რომ ამ­ბო­ხე­ბუ­ლებს გა­ა­ნად­გუ­რებ­და.

2011 წლის აგ­ვის­ტო­ში მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­მა და­უ­რე­კეს ასადს და ურ­ჩი­ეს, უკან და­ე­ხია და პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის გზა მი­ე­ცა. ამა­სო­ბა­ში სი­რია ის­ლა­მის­ტე­ბის მაგ­ნი­ტი ხდე­ბო­და, ათი ათა­სო­ბით ჯი­ჰა­დის­ტი ხელ­ში ია­რაღს იღებ­და. ასა­დი ცდი­ლობ­და მა­მას არ დამ­სგავ­სე­ბო­და, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, ბევრ სა­კი­თხში "გახ­და კი­დე­ვაც მა­მა­მი­სი".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია nbcnews.com-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"კლასში დაჩაგრული" სირიის პრეზიდენტის გზა დოქტორიდან დიქტატორამდე

"კლასში დაჩაგრული" სირიის პრეზიდენტის გზა დოქტორიდან დიქტატორამდე

სირიის ლიდერს, რომელსაც ძალაუფლებიდან ჩამოშორებას უპირებდა ამერიკა და დასავლელი პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის საუდის არაბეთი და თურქეთი, ახლა სამხედრო მხარდაჭერა აქვს რუსეთისგან და ირანისგან. ეს მხარდაჭერა მას საშუალებას აძლევს, უარი თქვას სირიის მმართველის პოსტიდან წასვლაზე. გადავხედოთ, როგორ მიაღწია ქვეყნის ლიდერის პოზიციას ბაშარ ასადმა.

ბაშარ ასადი გავლენიან ოჯახში იზრდებოდა. მისი მამა ძალაუფლებაში მოვიდა, როდესაც ბაშარი ხუთი წლის იყო, თუმცა თავად არასოდეს გეგმავდა სირიის მმართველის პოსტზე ყოფნას. მას სურდა ექიმი გამხდარიყო.

ოფთალმოლოგიის კურსის დასრულების შემდეგ, 1988 წელს ადგილობრივ სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა,  სანამ ლონდონში წავიდოდა ხარისხის გასაუმჯობესებლად. შემდეგ მომავალ ცოლს შეხვდა, ნახევრად ბრიტანელ, ნახევრად სირიელ ასმა ახრას და ორი წელი საზოგადოებრივი ყურადღების მიღმა ცხოვრობდა.

ასადი ჯერ კიდევ ლონდონში ცხოვრობდა, როდესაც 1994 წელს მოულოდნელი ზარი მიიღო. მისი უფროსი ძმა ბაზელი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ბაშარი დამასკოში დაიბარეს გარდაცვლილი ძმის ადგილის დასაკავებლად. მამამისს სურდა ბაშარის ლეგიტიმური მმართველის როლი დაემკვიდრებინა სახელმწიფოში.

2000 წელს, მამის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ბაშარ ასადი უკონკურენტოდ აირჩიეს პრეზიდენტად. სირიიდან მოშორებით, დასავლეთში გატარებული წლების გამო ბევრს იმედი ჰქონდა, რომ ახალი ლიდერი ქვეყნის მოდერნიზაციას დაიწყებდა.

ასადმა რეალურად მოახდინა პოლიტიკური და მედიის სასიკეთო რეფორმები პრეზიდენტად დანიშვნის პირველ თვეებში, რასაც შემდგომ დამასკოს გაზაფხული ეწოდა. რეფორმების სეზონი მოკლე გამოდგა. მავანი მამამისის ძლიერი რეჟიმის ერთგულ ჩინოვნიკებს აბრალებდნენ ბაშარის ლიბერალური რეფორმებიდან ჩამოშორებას.

2003 წელს ის აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ამერიკის სამხედრო ძალების ერაყში შეჭრას და 2006 წელს მხარს უჭერდა ლიბანელ ისლამისტურ სამხედრო დაჯგუფება ჰეზბოლას ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში.

2007 წელს ასადი მეორე ვადით აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. პიროვნული კულტი სრული დიდებით დამკვიდრდა. ქვეყნის მასშტაბით იმართებოდა აღლუმები, კონცეტები, ყველგან იყო ასადის გამოსახულებიანი პოსტერები და ბანერები.

2011 წელს ასადის ძალაუფლებას ბზარი გაუჩნდა. ავტოკრატი ლიდერების წინააღმდეგ მთელს ახლო აღმოსავლეთში პოპულარული რევოლუციის ტალღა აგორდა, რომელსაც არაბული გაზაფხული ეწოდა. 2011 წელს ორი ყველაზე ხანგრძლივი მმართველი რეგიონში - ტუნისის პრეზიდენტი ზინე ელ აბედინე ბენ ალი და ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი პოსტიდან გადააყენეს.

იმავე თვეს პროტესტების ტალღა დაიწყო სირიის ქალაქ დარააში, მას შემდეგ რაც სკოლის მოსწავლეები, რომლებიც რევოლუციურ სლოგანებს წერდნენ კედლებზე, პოლიციელებმა დააკავეს. ასადის რეჟიმმა პროტესტს ტანკებით უპასუხა, ამბოხება ჩაახშო და ამბოხებულები დაიჭირა.

ასადი არჩევანის წინაშე დადგა: გაეგრძელებინა სასტიკი წნეხი ამბოხებულების მიმართ, თუ შეეთავაზებინა თანამშრომლობა. ასადი პარლამენტში გამოვიდა და განაცხადა, რომ რეფორმები არ გატარდებოდა, კრიზისი საერთაშორისო ტერორისტულ შეთქმულებას დააბრალა და პირობა დადო, რომ ამბოხებულებს გაანადგურებდა.

2011 წლის აგვისტოში მსოფლიო ლიდერებმა დაურეკეს ასადს და ურჩიეს, უკან დაეხია და პოლიტიკური ცვლილებებისთვის გზა მიეცა. ამასობაში სირია ისლამისტების მაგნიტი ხდებოდა, ათი ათასობით ჯიჰადისტი ხელში იარაღს იღებდა. ასადი ცდილობდა მამას არ დამსგავსებოდა, მაგრამ რეალურად, ბევრ საკითხში "გახდა კიდევაც მამამისი".

მომზადებულია nbcnews.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა