სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქართველი არქიტექტორი, რომელსაც აშშ-ში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, გაათავისუფლეს
ქართველი არქიტექტორი, რომელსაც აშშ-ში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, გაათავისუფლეს

ქარ­თვე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი კოკა (ნი­კო­ლოზ) გე­გეჭ­კო­რი, რო­მე­ლიც უკვე 21 წე­ლია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მკვლე­ლო­ბის­თვის იხ­დის სას­ჯელს, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ­ქი­ტექ­ტო­რის და ნინო გე­გეჭ­კო­რი, ასე­ვე ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი წე­რენ.

ნინო გე­გეჭ­კო­რი (კოკა გე­გეჭ­კო­რის და) - გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ე­ე­ე­ეს! მალე ჩა­მო­ვა!!!!

ნინო ფურ­ცე­ლა­ძე (ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი) - მთელ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ე­ხარ­დე­ბა ვიცი და გა­ტყო­ბი­ნებთ, რომ კოკა გე­გეჭ­კო­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს!

კოკა გე­გეჭ­კო­რი ნიუ-იორ­კის ცნო­ბილ ცი­ხე­ში, სინგ-სინ­გში 1994 წლი­დან პა­ტიმ­რო­ბა­ში იყო იმ და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რო­მე­ლიც მას არ ჩა­უ­დე­ნია. ამ­ბო­ბენ, რომ სას­ჯელს სხვის გამო იხ­დი­და. რო­დე­საც ახ­ლობ­ლებს უკი­თხავთ, რა­ტომ? უპა­სუ­ხა, რომ სიყ­ვა­რუ­ლის გამო. ცნო­ბი­ლია, რომ ქარ­თველ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა პა­ტიმ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში ფრანგ ქალ­ზე იქორ­წი­ნა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ფრან­გმა მე­უღ­ლემ კო­კას არა მხო­ლოდ მო­რა­ლუ­რი, არა­მედ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გე­გეჭ­კო­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის თხოვ­ნით უამ­რა­ვი ხელ­მო­წე­რა შეგ­როვ­და, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. 21-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, 60 წლის არ­ქი­ტექ­ტო­რი ახლა უკვე თა­ვი­სუ­ფა­ლია.

არ­ქი­ტექ­ტორ გე­გეჭ­კო­რის ის­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ჟი­სორ­მა და­ვით კან­დე­ლაკ­მა დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი "ამე­რი­კა ერთ ოთახ­ში" გა­და­ი­ღო. ფილ­მის პრე­მი­ე­რა 2007 წლის დე­კემ­ბერ­ში თბი­ლი­სის მერ­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქართველი არქიტექტორი, რომელსაც აშშ-ში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, გაათავისუფლეს

ქართველი არქიტექტორი, რომელსაც აშშ-ში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, გაათავისუფლეს

ქართველი არქიტექტორი კოკა (ნიკოლოზ) გეგეჭკორი, რომელიც უკვე 21 წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს, გაათავისუფლეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში არქიტექტორის და ნინო გეგეჭკორი, ასევე ამერიკაში მცხოვრები ქართველები წერენ.

ნინო გეგეჭკორი (კოკა გეგეჭკორის და) - გაათავისუფლეეეეეს! მალე ჩამოვა!!!!

ნინო ფურცელაძე (ამერიკაში მცხოვრები ქართველი) - მთელ საქართველოს გაეხარდება ვიცი და გატყობინებთ, რომ კოკა გეგეჭკორი გაათავისუფლეს!

კოკა გეგეჭკორი ნიუ-იორკის ცნობილ ციხეში, სინგ-სინგში 1994 წლიდან პატიმრობაში იყო იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. ამბობენ, რომ სასჯელს სხვის გამო იხდიდა. როდესაც ახლობლებს უკითხავთ, რატომ? უპასუხა, რომ სიყვარულის გამო. ცნობილია, რომ ქართველმა არქიტექტორმა პატიმრობის პერიოდში ფრანგ ქალზე იქორწინა. როგორც ამბობენ, ფრანგმა მეუღლემ კოკას არა მხოლოდ მორალური, არამედ, მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება გაუწია.

წლების განმავლობაში გეგეჭკორის გათავისუფლებისა და საქართველოში დაბრუნების თხოვნით უამრავი ხელმოწერა შეგროვდა, თუმცა უშედეგოდ. 21-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 60 წლის არქიტექტორი ახლა უკვე თავისუფალია.

არქიტექტორ გეგეჭკორის ისტორიასთან დაკავშირებით რეჟისორმა დავით კანდელაკმა დოკუმენტური ფილმი "ამერიკა ერთ ოთახში" გადაიღო. ფილმის პრემიერა 2007 წლის დეკემბერში თბილისის მერვე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ