სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რატომ უნდა იყოთ ფრთხილად სამსახურის ძიებისას - "მინდა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა გაიგონ, რომ ეს არის მახე"
რატომ უნდა იყოთ ფრთხილად სამსახურის ძიებისას - "მინდა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა გაიგონ, რომ ეს არის მახე"

და­საქ­მე­ბის სა­ი­ტებ­ზე ხში­რად შეხ­ვდე­ბით ვა­კან­სი­ებს, სა­დაც და­საქ­მე­ბას ძი­რი­თა­დად სტუ­დენ­ტებს სთა­ვა­ზო­ბენ გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბად. მსგავ­სი შე­მო­თა­ვა­ზე­ბით ქუ­ჩა­შიც არი­გე­ბენ ფლა­ე­რებს და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში გაკ­რუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბიც იწ­ვე­ვენ და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლებს. ერთი შე­ხედ­ვით სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი მი­სა­ღე­ბია: არ ითხო­ვენ გა­მოც­დი­ლე­ბას, გთა­ვა­ზო­ბენ სწავ­ლას­თან შე­სა­ბა­მის სა­მუ­შაო გრა­ფიკს. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ასე­თი კომ­პა­ნი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რი მხო­ლოდ მოჩ­ვე­ნე­ბი­თია და რე­ა­ლუ­რად და­საქ­მე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ანა ზუმ­ბა­ძე ერთ-ერ­თია, ვინც პიარ-მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მი­ვი­და ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში. რო­გორც გო­გო­ნა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, მას წი­ნას­წარ მოს­თხო­ვეს გარ­კვე­უ­ლი ოდე­ნო­ბის თან­ხის გა­დახ­და, რაც რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­და­სა­ხადს გუ­ლის­ხმობ­და.

"ამ კომ­პა­ნი­ა­ში ნაც­ნო­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­ვე­დი გა­სა­უბ­რე­ბა­ზე. ნა­ხეს ჩემი რე­ზი­უ­მე, გაც­ნო­ბი­თი ხა­სი­ა­თის შე­კი­თხვე­ბი და­მის­ვეს. სა­ეჭ­ვოა ის, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის გა­მოც­დი­ლე­ბა, არც უცხო ენის ცოდ­ნა, არც კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის ცოდ­ნა, თით­ქმის არა­ფერს ითხო­ვენ და და­საქ­მე­ბას ისე გპირ­დე­ბი­ან. თა­ვი­დან გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ უნდა გა­და­ი­ხა­დო 37 ლარი და გიხ­სნი­ან, რომ ეს არის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფა­სუ­რი. ზო­გა­დად, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ბევ­რჯერ გა­მი­ფორ­მე­ბია, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­და­მიხ­დია. უკვე მე­ო­რე მის­ვლა­ზე იდე­ბო­და სას­წავ­ლო ტრე­ნინ­გის წი­ნამ­დე­ბა­რე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში გარ­კვე­ვით წე­რია, რომ ეს არის ტრე­ნინ­გის სა­ფა­სუ­რი და მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ამ ტრე­ნინ­გის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­საც შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ, თუ და­თან­ხმდე­ბი, მერე გა­გი­ფორმ­დე­ბა შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა.

გი­ტა­რე­ბენ რამ­დე­ნი­მე­დღი­ან ტრე­ნინგს. ბოლო ტრე­ნინგზე ძა­ლი­ან გარ­კვე­ვით ით­ქვა, რომ თუ თვე­ში 77 ადა­მი­ანს მო­ვა­წე­რი­ნებ­დით ხელს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე, ხელ­ფა­სი იქ­ნე­ბო­და 470 ლარი, ანუ თუ 77 ადა­მი­ანს მო­ტყუ­ე­ბით გა­და­ვახ­დე­ვი­ნებ­დით 37 ლარს, მი­ვი­ღებ­დით ხელ­ფასს", - ამ­ბობს ანა ზუმ­ბა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, მსგავს ვა­კან­სი­ებ­ზე და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­თა უმე­ტე­სო­ბა სტუ­დენ­ტია, რომ­ლებ­მაც რო­გორც ანა ზუმ­ბა­ძე ამ­ბობს, სი­მარ­თლე არ იცი­ან და ასე­თი კომ­პა­ნი­ე­ბის მა­ხე­ში ებ­მე­ვი­ან: "ეს კომ­პა­ნი­ე­ბი არა­ლე­გა­ლუ­რად არა­ფერს აკე­თე­ბენ, უბ­რა­ლოდ ერ­თა­დერ­თი ის მინ­და ხალ­ხმა იცო­დეს, რომ რე­ა­ლუ­რად ვერ და­საქმდე­ბი­ან, არა­ვინ არა­ფერს გა­ძა­ლებს, მაგ­რამ გა­ტყუ­ე­ბენ. თან თან­ხას წი­ნას­წარ იხდი და მერე ან აგიყ­ვა­ნენ, ან არა.

მე რომ ვი­ცო­დი სი­ტუ­ა­ცია, იმი­ტომ ვთქვი უარი. მი­დი­ან სტუ­დენ­ტე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი, ან უბ­რა­ლოდ 17-დან 38 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი და­საქ­მე­ბის იმე­დით და ხვდე­ბათ სხვა სი­ტუ­ა­ცია - სთა­ვა­ზო­ბენ 4-დღი­ან ტრე­ნინგს, რა თქმა უნდა, წი­ნას­წარ უნდა გა­და­ი­ხა­დონ თან­ხა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლი პი­რო­ბე­ბი აქვთ და ითხო­ვენ შე­უძ­ლე­ბელს. უბ­რა­ლოდ მინ­და ხალ­ხმა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სტუ­დენ­ტებ­მა გა­ი­გონ, რომ ეს არის მახე და რე­ა­ლუ­რად არა­ვის ასაქ­მე­ბენ", - ამ­ბობს ანა ზუმ­ბა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა, თა­ვად სა­ა­გენ­ტოს, დუმ­ბა­ძის თქმით, ორ­გა­ნი­ზა­ცია ხში­რად იც­ვლის მი­სა­მართს და სა­ხელს: "ერთი თვის წინ იყ­ვნენ შარ­ტა­ვას 14ა კორ­პუს­ში და ერ­ქვათ "თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი", ახლა მი­სა­მარ­თი შე­იც­ვა­ლეს, გა­და­ვიდ­ნენ პე­კი­ნის 14 ნო­მერ­ში და სა­ხე­ლი "პრა­იმ ბიზ­ნეს ჯგუ­ფი" და­ირ­ქვეს. ამის მი­ზე­ზი ალ­ბათ ის არის, რომ უფრო მეტი და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლი მო­ი­ზი­დონ და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აი­ცი­ლონ თა­ვი­დან".

ჩვენ ვცა­დეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბა. მათი კონ­ტაქ­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე დას­მულ კი­თხვებ­ზე კი არა­ვინ გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რა.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რატომ უნდა იყოთ ფრთხილად სამსახურის ძიებისას - "მინდა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა გაიგონ, რომ ეს არის მახე"

რატომ უნდა იყოთ ფრთხილად სამსახურის ძიებისას - "მინდა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა გაიგონ, რომ ეს არის მახე"

დასაქმების საიტებზე ხშირად შეხვდებით ვაკანსიებს, სადაც დასაქმებას ძირითადად სტუდენტებს სთავაზობენ გაყიდვების მენეჯერებად. მსგავსი შემოთავაზებით ქუჩაშიც არიგებენ ფლაერებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაკრული განცხადებებიც იწვევენ დასაქმების მსურველებს. ერთი შეხედვით სამუშაო პირობები მისაღებია: არ ითხოვენ გამოცდილებას, გთავაზობენ სწავლასთან შესაბამის სამუშაო გრაფიკს. როგორც აღმოჩნდა, ასეთი კომპანიების უმეტესობის მიერ შემოთავაზებული სამსახური მხოლოდ მოჩვენებითია და რეალურად დასაქმება შეუძლებელია.

ანა ზუმბაძე ერთ-ერთია, ვინც პიარ-მენეჯერის პოზიციაზე გასაუბრებაზე მივიდა ერთ-ერთ კომპანიაში. როგორც გოგონა AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, მას წინასწარ მოსთხოვეს გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა, რაც როგორც თავად ამბობს, ხელშეკრულების გადასახადს გულისხმობდა.

"ამ კომპანიაში ნაცნობის რეკომენდაციით მივედი გასაუბრებაზე. ნახეს ჩემი რეზიუმე, გაცნობითი ხასიათის შეკითხვები დამისვეს. საეჭვოა ის, რომ სავალდებულო არ არის გამოცდილება, არც უცხო ენის ცოდნა, არც კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, თითქმის არაფერს ითხოვენ და დასაქმებას ისე გპირდებიან. თავიდან გეუბნებიან, რომ უნდა გადაიხადო 37 ლარი და გიხსნიან, რომ ეს არის ხელშეკრულების საფასური. ზოგადად, ხელშეკრულება ბევრჯერ გამიფორმებია, მაგრამ არაფერი გადამიხდია. უკვე მეორე მისვლაზე იდებოდა სასწავლო ტრენინგის წინამდებარე ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებაში გარკვევით წერია, რომ ეს არის ტრენინგის საფასური და მითითებულია, რომ ამ ტრენინგის განმავლობაში რასაც შემოგთავაზებენ, თუ დათანხმდები, მერე გაგიფორმდება შრომითი ხელშეკრულება.

გიტარებენ რამდენიმედღიან ტრენინგს. ბოლო ტრენინგზე ძალიან გარკვევით ითქვა, რომ თუ თვეში 77 ადამიანს მოვაწერინებდით ხელს ხელშეკრულებაზე, ხელფასი იქნებოდა 470 ლარი, ანუ თუ 77 ადამიანს მოტყუებით გადავახდევინებდით 37 ლარს, მივიღებდით ხელფასს", - ამბობს ანა ზუმბაძე.

მისივე თქმით, მსგავს ვაკანსიებზე დასაქმების მსურველთა უმეტესობა სტუდენტია, რომლებმაც როგორც ანა ზუმბაძე ამბობს, სიმართლე არ იციან და ასეთი კომპანიების მახეში ებმევიან: "ეს კომპანიები არალეგალურად არაფერს აკეთებენ, უბრალოდ ერთადერთი ის მინდა ხალხმა იცოდეს, რომ რეალურად ვერ დასაქმდებიან, არავინ არაფერს გაძალებს, მაგრამ გატყუებენ. თან თანხას წინასწარ იხდი და მერე ან აგიყვანენ, ან არა.

მე რომ ვიცოდი სიტუაცია, იმიტომ ვთქვი უარი. მიდიან სტუდენტები, მოსწავლეები, ან უბრალოდ 17-დან 38 წლამდე ასაკის ადამიანები დასაქმების იმედით და ხვდებათ სხვა სიტუაცია - სთავაზობენ 4-დღიან ტრენინგს, რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა გადაიხადონ თანხა, თუმცა მოგვიანებით გაურკვეველი პირობები აქვთ და ითხოვენ შეუძლებელს. უბრალოდ მინდა ხალხმა, განსაკუთრებით კი სტუდენტებმა გაიგონ, რომ ეს არის მახე და რეალურად არავის ასაქმებენ", - ამბობს ანა ზუმბაძე.

რაც შეეხება, თავად სააგენტოს, დუმბაძის თქმით, ორგანიზაცია ხშირად იცვლის მისამართს და სახელს: "ერთი თვის წინ იყვნენ შარტავას 14ა კორპუსში და ერქვათ "თავისუფალი არჩევანი'', ახლა მისამართი შეიცვალეს, გადავიდნენ პეკინის 14 ნომერში და სახელი ''პრაიმ ბიზნეს ჯგუფი'' დაირქვეს. ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ უფრო მეტი დასაქმების მსურველი მოიზიდონ და ვალდებულებები აიცილონ თავიდან".

ჩვენ ვცადეთ აღნიშნული სააგენტოს წარმომადგენლებთან დაკავშირება. მათი კონტაქტების მოპოვება შეუძლებელია, "ფეისბუქის" გვერდზე დასმულ კითხვებზე კი არავინ გამოგვეხმაურა.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია