სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ირაკლი კაკაბაძის პასუხი მათ, ვინც სამსახურში სექსუალური ძალადობის შესახებ მის ისტორიაზე იქილიკა
ირაკლი კაკაბაძის პასუხი მათ, ვინც სამსახურში სექსუალური ძალადობის შესახებ მის ისტორიაზე იქილიკა

მწე­რა­ლი და პუბ­ლი­ცის­ტი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე იმ ადა­მი­ა­ნებს პა­სუ­ხობს, რომ­ლე­ბიც, სამ­სა­ხურ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლთა შე­სა­ხებ, მის გან­ცხა­დე­ბებს გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. სა­უ­ბა­რია გან­ცხა­დე­ბებ­ზე, სა­დაც მწე­რა­ლი წლე­ბის წინ ამე­რი­კა­ში მომ­ხდარ ამ­ბავს იხ­სე­ნებ­და.

"სულ ცოტა ხნის წინ სა­კუ­თარ გვერ­დზე დავ­წე­რე სა­მუ­შაო ად­გი­ლას და­ჩაგ­რულ ადა­მი­ა­ნებ­თან სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად უბ­რა­ლო მოკ­ლე სტა­ტუ­სი, სა­დაც ვამ­ბობ­დი რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ზე­წო­ლის აღ­მო­ჩე­ნა სამ­სა­ხურ­ში ქვემ­დგომ ადა­მი­ა­ნებ­ზე არის ძა­ლი­ან დიდი ბო­რო­ტე­ბა და ძა­ლა­დო­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა წევ­რი ამის­გან უნდა იყოს და­ცუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში ქა­ლე­ბი და რაღა თქმა უნდა კა­ცე­ბიც.

მერე მა­გა­ლი­თად მო­ვიყ­ვა­ნე დიდი ხნის წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი, რო­დე­საც ჩემი ერთ-ერთი უფ­რო­სის მიერ სექ­სუ­ა­ლუ­რი ზე­წო­ლის შემ­დეგ ის სამ­სა­ხუ­რი მი­ვა­ტო­ვე იძუ­ლე­ბით. მა­შინ მე - 25 წლის ასაკ­ში ვერ შევ­ძე­ლი რომ იუ­რი­დი­უ­ლად პა­სუ­ხი მო­მე­თხო­ვა იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის­თვის, რო­მელ­მაც ეს ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნა. დავ­წე­რე რომ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა საკ­მა­ოდ ტრავ­მა­ტუ­ლი იყო ჩემ­თვის მეთ­ქი და გა­მო­ვე­ცა­ლე იმ ადა­მი­ანს, რომ მეტი ტრავ­მა არ ყო­ფი­ლი­ყო სა­მუ­შაო ად­გი­ლას-მეთ­ქი.

ჯერ იყო და ჩემი სტა­ტუ­სის შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი 'ასა­ვალ-და­სა­ვალ­მა' გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ერთი პა­ტა­რა აბ­ზა­ცი სა­ერ­თო კონ­ტექ­სტი­დან ცოტა არ იყოს ამო­ი­ღო - მაგ­რამ ეს არა­ფე­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც მერე მოხ­და. ჯერ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბამ შავფრ­თი­ან დე­და­კაც­თა აქ­ტივ­მა, კარ­გად ცნო­ბი­ლი ნანა დურ­გლიშ­ვი­ლის და თეა თუთ­ბე­რი­ძის თა­მა­დო­ბით სა­კუ­თა­რი სადო-მა­ზო­ხის­ტუ­რი ფან­ტა­ზი­ე­ბის სა­მიზ­ნედ უკვე მე­რან­დე­მედ ამო­მი­ღო და თა­ვის ხელ­ფა­სი­ან ტრო­ლებს გა­და­უგ­ზავ­ნა ეს სტა­ტუ­სი. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მიჩ­ვე­უ­ლი ვარ და­გე­შილ ყე­ფას და კბე­ნა­საც - ეს არა­ფე­რია. თეა თუთ­ბე­რი­ძეს რომ ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბა და შე­უ­რა­ცხყო­ფა 'გმი­რო­ბად' მი­აჩ­ნია და აგერ უკვე 4 წე­ლია გაჰ­ყვი­რის ხალ­ხის გა­მა­უ­პა­ტი­უ­რებ­ლე­ბი გმი­რე­ბი არი­ან და სას­წრა­ფოდ ცი­ხი­დან გა­მო­უშ­ვი­თო - ეს ყვე­ლამ ვი­ცით. თა­ვად ნა­ცის­ტუ­რი პარ­ტი­ის ერთი ნა­წი­ლი რომ სა­დის­ტუ­რად შე­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში - ეს მე­ო­რეა.

მაგ­რამ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ბევ­რი მო­ქა­ლა­ქის - არა ნა­ცის­ტის და არა ქო­ცის­ტის რე­აქ­ცია. ერთი შე­ხედ­ვით და­უ­ინ­ტე­რე­სე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სექ­სუ­ა­ლუ­რი ზე­წო­ლის მსხვერ­პლს აქეთ ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. სა­უ­ბე­დუ­როა, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ჰო­ლო­კოს­ტში ისევ ებ­რა­ე­ლებს ადა­ნა­შა­უ­ლებს - მო­დით პირ­და­პირ ვთქვათ, ხომ მოგ­ვის­მე­ნია იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის­გან 'ჰიტ­ლერს თა­ვი­სი ერი მა­ინც უყ­ვარ­და'-ს მაგ­ვა­რი ფრა­ზე­ბი ბევ­რი. დიახ, ეს ის ხალ­ხია, რო­მე­ლიც სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებს ამარ­თლებს და სქე­სობ­რივ ძალ­და­ტა­ნე­ბა­ზე რას იტყო­და.

მოკ­ლედ, საქ­მე იმა­შია, რომ სა­ნამ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი თვლის, რომ ზემ­დგო­მის მიერ ქვე­შემრდომ­ზე (არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სქესს) ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ბერ­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მოხ­დე­ბა ამ უკა­ნას­კნე­ლის იძუ­ლე­ბის­თვის - მა­ნამ ჩვენ ბარ­ბა­რო­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვიქ­ნე­ბით. და პირ­ველ რიგ­ში ასე­თი საქ­ცი­ე­ლის­გან ქა­ლე­ბი ზა­რალ­დე­ბი­ან. ახალ­გაზ­რდა ქა­ლებს მათი 'ბი­ძი­კო უფ­რო­სე­ბი' ისე უყუ­რე­ბენ რო­გორც მო­სახ­მარ ნივთს. ტყუ­ი­ლად არ არის რომ ჩვენს ენა­ში - ჩვენს ამ ბარ­ბა­რო­სულ დღე­ვან­დელ ენა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სი­ტყვა 'ვიხ­მა­რე', რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ამ­ცი­რებს ქა­ლე­ბის ღირ­სე­ბას და სრუ­ლი­ად უღირ­სი ადა­მი­ა­ნე­ბის ხრო­ვის და არა კულ­ტუ­რის მქო­ნე ერის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბაა. გარ­და ამი­სა, ქა­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფი­სათ­ვის იხ­მა­რე­ბა სი­ტყვა 'მის­ცა' - ასე­ვე ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის სა­ქო­ნელ­თან გა­ტო­ლე­ბა. და ამის მერე ჩვენ ისევ და ისევ 'დიდი კულ­ტუ­რის' ერად ვრა­ცხავთ თავს? რა კულ­ტუ­რაა ეს? აღებ-მი­ცე­მო­ბის ვაჭ­რუ­კა­ნულ დის­კურ­სში ადა­მი­ა­ნის გა­სა­ქონ­ლე­ბა სწო­რე­დაც რომ სა­ქონ­ლე­ბის კულ­ტუ­რის ნი­შა­ნია - და ამის მერე კი­დევ ვლა­პა­რა­კობთ რომ რა­მე­ზე გვაქვს პრე­ტენ­ზია?

დიახ, ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა ყველ­გან ხდე­ბა - ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში. მაგ­რამ სხვა­ო­ბა იმა­შია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა რამ­დე­ნად იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ასე­თი საქ­ცი­ე­ლი წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი იქ­ნას. დღეს სა­უ­ბე­დუ­როდ ჩვენ­თან ქა­ლის და კა­ცის ჩაგ­ვრაც წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია - ანუ ყვე­ლა­ნა­ი­რი იერ­არ­ქი­აა და­ცუ­ლი. რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჩაგ­ვრის ასე­თი კულ­ტია - ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნორ­მა­ლუ­რად ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა. დიახ, ჩვენ არ უნდა გვე­წყი­ნოს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბი, რომ ჩვე­ნი ერი 'გა­მო­დე­ბი­ლე­ბის' გზა­ზე დად­გა. უფრო მეტს ვი­ტყვი მე - ჩვე­ნი ერი არ არ­სე­ბობს - არ­სე­ბობს რა­მო­დე­ნი­მე მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი - ღმერ­თმა კარ­გად ამ­ყო­ფოს ისი­ნი, რო­მელ­თაც პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ვინ უს­მენს - და არ­სე­ბობს დიდი ხრო­ვა, რო­მე­ლიც არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა ჰიტ­ლე­რის ამომ­რჩევ­ლის­გან. ბა­ნა­ლუ­რი ბო­რო­ტე­ბის მომ­წო­ნე­ბე­ლი ხალ­ხის­გან. და ეს ხრო­ვა გა­მოხ­ტე­ბა და რო­გორც კი ძა­ლა­დო­ბის, შან­ტა­ჟის, ზე­წო­ლის მსხვერ­პლს და­ი­ნა­ხავს, მა­შინ­ვე მას­ვე ამ­ტყუ­ნებს ამ ყვე­ლა­ფერ­ში.

ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბა თუ ვცდე­ბი და არ ვარ სწო­რი, მაგ­რამ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა - მისი 90 პრო­ცენ­ტი დღეს სწო­რედ ამ იერ­არ­ქი­ულ პრინ­ციპ­ზე დგას, სა­დაც არაფ­რად ით­ვლე­ბა თა­ნამ­შრო­მე­ლი გო­გოს შე­უ­რა­ცხყო­ფა, სუს­ტის და­ჩაგ­ვრა. თავს კი ჩვე­ნი მთხლე სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმით იმარ­თლებს, რომ თურ­მე 'ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა ბო­რო­ტი ყო­ფი­ლა'. არა, ბა­ტო­ნო - ეს არ არის მარ­თა­ლი. ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა არ არის ბო­რო­ტი - ეს არის დიდი ცდო­მი­ლე­ბა. და ამ ცდო­მი­ლე­ბას ისი­ნი ამ­კვიდ­რე­ბენ, ვი­საც უნდა ღმერ­თის მიერ თა­ვის სა­ხე­ბად გა­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის­გან თეა თუთ­ბე­რი­ძე ან რამე მისი მსგავ­სი გა­მო­იყ­ვა­ნოს. არა, ადა­მი­ა­ნი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის სა­წა­მებ­ლად არ იბა­დე­ბა - და არც თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის.

დიახ, ძა­ლა­დო­ბა და მო­ნო­ბა რო­გორც ეტყო­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბად წო­დე­ბუ­ლი ხრო­ვის­თვის სის­ხლშია გამ­ჯდა­რი. ბი­ო­პო­ლი­ტი­კამ უკვე მო­ახ­დი­ნა ის, რომ სადო-მა­ზო­ხის­ტურ ინ­სტიქ­ტებს და­უ­მორ­ჩი­ლა არა მარ­ტო თუთ­ბე­რი­ძის მაგ­ვა­რი არ­სე­ბე­ბი - მარ­ტო ეგ პა­ტა­რა პრო­ცენ­ტი რომ იყოს რა უშავს - არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა. ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი უბე­დუ­რე­ბა.

ქარ­თვე­ლი ერი - ეს ცნე­ბა ცა­რი­ე­ლი ცნე­ბა იქ­ნე­ბა მა­ნამ­დე - სა­ნამ ეს ხრო­ვა არ გა­და­იქ­ცე­ვა ინ­დი­ვიდ­თა ერ­თო­ბად, რო­მელ­საც შე­უძ­ლია გა­ი­გოს 'გლა­ხის ნა­ამ­ბო­ბიც', 'ოთა­რა­ანთ ქვრი­ვიც', 'სტუ­მარ მას­პინ­ძე­ლიც' და 'ალუ­და ქე­თა­ლა­უ­რიც'. სხვა ავ­ტო­რებ­ზე აღარ გავ­ჩერ­დე­ბი. დიახ - უნდა გა­ვი­გოთ ეს ნა­წე­რე­ბი. უნდა და­ვი­ნა­ხოთ, რომ ძლი­ე­რი სუსტს უნდა იცავ­დეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხო­ლოდ მა­შინ არის ღი­რე­ბუ­ლი. დღეს ჩვენ ამას ვერ ვხე­დავთ.

ჩემი ეს პოს­ტი იმ ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის იყო, ვინც უსა­მარ­თლოდ იჩაგ­რე­ბა სამ­სა­ხურ­ში თუ სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში. რო­გორც ვა­ტყობ ძა­ლი­ან ბევ­რი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო, რომ ეს სა­კუ­თა­რი ბარ­ბა­რო­სო­ბა გა­დავ­ლა­ხოთ. მუ­შა­ო­ბა­ზე მე­ტად კი გრძნო­ბა უნდა ავა­მა­მუ­შა­ვოთ - უნდა ვიგ­რძნოთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ჭირ­ვე­ბა, რო­მელ­საც ეს და­უნ­დო­ბე­ლი სის­ტე­მა ყო­ველ დღე აწა­მებს. მათი რი­ცხვი მი­ლი­ონ­ზე მე­ტია მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში. და ჩვენ თუ ერ­თმა­ნეთ­ზე არ ვი­ფიქ­რეთ და სო­ლი­და­რუ­ლე­ბი არ ვი­ქე­ნით - არა­ფე­რი გა­მო­ვა ამ ჭა­ო­ბი­დან".

იხი­ლეთ ასე­ვე: რო­გორ გახ­და ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე 25 წლის ასაკ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი: "ამ ქა­ლის უკან უზარ­მა­ზა­რი ძა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ცია იდგა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ირაკლი კაკაბაძის პასუხი მათ, ვინც სამსახურში სექსუალური ძალადობის შესახებ მის ისტორიაზე იქილიკა

ირაკლი კაკაბაძის პასუხი მათ, ვინც სამსახურში სექსუალური ძალადობის შესახებ მის ისტორიაზე იქილიკა

მწერალი და პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც, სამსახურში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა შესახებ, მის განცხადებებს გამოეხმაურნენ. საუბარია განცხადებებზე, სადაც მწერალი წლების წინ ამერიკაში მომხდარ ამბავს იხსენებდა.

"სულ ცოტა ხნის წინ საკუთარ გვერდზე დავწერე სამუშაო ადგილას დაჩაგრულ ადამიანებთან სოლიდარობის ნიშნად უბრალო მოკლე სტატუსი, სადაც ვამბობდი რომ სექსუალური ზეწოლის აღმოჩენა სამსახურში ქვემდგომ ადამიანებზე არის ძალიან დიდი ბოროტება და ძალადობა და საზოგადოების ყველა წევრი ამისგან უნდა იყოს დაცული. პირველ რიგში ქალები და რაღა თქმა უნდა კაცებიც.

მერე მაგალითად მოვიყვანე დიდი ხნის წინანდელი ამბავი, როდესაც ჩემი ერთ-ერთი უფროსის მიერ სექსუალური ზეწოლის შემდეგ ის სამსახური მივატოვე იძულებით. მაშინ მე - 25 წლის ასაკში ვერ შევძელი რომ იურიდიულად პასუხი მომეთხოვა იმ თანამდებობის პირისთვის, რომელმაც ეს ზეწოლა მოახდინა. დავწერე რომ ეს გამოცდილება საკმაოდ ტრავმატული იყო ჩემთვის მეთქი და გამოვეცალე იმ ადამიანს, რომ მეტი ტრავმა არ ყოფილიყო სამუშაო ადგილას-მეთქი.

ჯერ იყო და ჩემი სტატუსის შემოკლებული ვარიანტი 'ასავალ-დასავალმა' გამოაქვეყნა. ერთი პატარა აბზაცი საერთო კონტექსტიდან ცოტა არ იყოს ამოიღო - მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მერე მოხდა. ჯერ ნაციონალური მოძრაობამ შავფრთიან დედაკაცთა აქტივმა, კარგად ცნობილი ნანა დურგლიშვილის და თეა თუთბერიძის თამადობით საკუთარი სადო-მაზოხისტური ფანტაზიების სამიზნედ უკვე მერანდემედ ამომიღო და თავის ხელფასიან ტროლებს გადაუგზავნა ეს სტატუსი. ამ ადამიანებისგან მიჩვეული ვარ დაგეშილ ყეფას და კბენასაც - ეს არაფერია. თეა თუთბერიძეს რომ ადამიანების წამება და შეურაცხყოფა 'გმირობად' მიაჩნია და აგერ უკვე 4 წელია გაჰყვირის ხალხის გამაუპატიურებლები გმირები არიან და სასწრაფოდ ციხიდან გამოუშვითო - ეს ყველამ ვიცით. თავად ნაცისტური პარტიის ერთი ნაწილი რომ სადისტურად შევიდა საქართველოს ისტორიაში - ეს მეორეა.

მაგრამ, ძალიან საინტერესო იყო ბევრი მოქალაქის - არა ნაცისტის და არა ქოცისტის რეაქცია. ერთი შეხედვით დაუინტერესებელი ადამიანები სექსუალური ზეწოლის მსხვერპლს აქეთ ადანაშაულებენ. საუბედუროა, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ჰოლოკოსტში ისევ ებრაელებს ადანაშაულებს - მოდით პირდაპირ ვთქვათ, ხომ მოგვისმენია იგივე ადამიანებისგან 'ჰიტლერს თავისი ერი მაინც უყვარდა'-ს მაგვარი ფრაზები ბევრი. დიახ, ეს ის ხალხია, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებს ამართლებს და სქესობრივ ძალდატანებაზე რას იტყოდა.

მოკლედ, საქმე იმაშია, რომ სანამ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ზემდგომის მიერ ქვეშემრდომზე (არა აქვს მნიშვნელობა სქესს) ფსიქოლოგიური ბერკეტების გამოყენება მოხდება ამ უკანასკნელის იძულებისთვის - მანამ ჩვენ ბარბაროსული საზოგადოება ვიქნებით. და პირველ რიგში ასეთი საქციელისგან ქალები ზარალდებიან. ახალგაზრდა ქალებს მათი 'ბიძიკო უფროსები' ისე უყურებენ როგორც მოსახმარ ნივთს. ტყუილად არ არის რომ ჩვენს ენაში - ჩვენს ამ ბარბაროსულ დღევანდელ ენაში გავრცელებულია სიტყვა 'ვიხმარე', რომელიც მთლიანად ამცირებს ქალების ღირსებას და სრულიად უღირსი ადამიანების ხროვის და არა კულტურის მქონე ერის დამახასიათებელი თვისებაა. გარდა ამისა, ქალის შეურაცხყოფისათვის იხმარება სიტყვა 'მისცა' - ასევე ხდება ადამიანის საქონელთან გატოლება. და ამის მერე ჩვენ ისევ და ისევ 'დიდი კულტურის' ერად ვრაცხავთ თავს? რა კულტურაა ეს? აღებ-მიცემობის ვაჭრუკანულ დისკურსში ადამიანის გასაქონლება სწორედაც რომ საქონლების კულტურის ნიშანია - და ამის მერე კიდევ ვლაპარაკობთ რომ რამეზე გვაქვს პრეტენზია?

დიახ, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ყველგან ხდება - ყველა ქვეყანაში. მაგრამ სხვაობა იმაშია, საზოგადოება რამდენად იძლევა საშუალებას, რომ ასეთი საქციელი წახალისებული იქნას. დღეს საუბედუროდ ჩვენთან ქალის და კაცის ჩაგვრაც წახალისებულია - ანუ ყველანაირი იერარქიაა დაცული. როდესაც საზოგადოებაში ჩაგვრის ასეთი კულტია - ის საზოგადოება ნორმალურად ვერ განვითარდება. დიახ, ჩვენ არ უნდა გვეწყინოს გიორგი მარგველაშვილის სიტყვები, რომ ჩვენი ერი 'გამოდებილების' გზაზე დადგა. უფრო მეტს ვიტყვი მე - ჩვენი ერი არ არსებობს - არსებობს რამოდენიმე მოაზროვნე ადამიანი - ღმერთმა კარგად ამყოფოს ისინი, რომელთაც პრაქტიკულად არავინ უსმენს - და არსებობს დიდი ხროვა, რომელიც არაფრით განსხვავდება ჰიტლერის ამომრჩევლისგან. ბანალური ბოროტების მომწონებელი ხალხისგან. და ეს ხროვა გამოხტება და როგორც კი ძალადობის, შანტაჟის, ზეწოლის მსხვერპლს დაინახავს, მაშინვე მასვე ამტყუნებს ამ ყველაფერში.

ძალიან გამიხარდება თუ ვცდები და არ ვარ სწორი, მაგრამ ჩვენი საზოგადოება - მისი 90 პროცენტი დღეს სწორედ ამ იერარქიულ პრინციპზე დგას, სადაც არაფრად ითვლება თანამშრომელი გოგოს შეურაცხყოფა, სუსტის დაჩაგვრა. თავს კი ჩვენი მთხლე საზოგადოება იმით იმართლებს, რომ თურმე 'ადამიანის ბუნება ბოროტი ყოფილა'. არა, ბატონო - ეს არ არის მართალი. ადამიანის ბუნება არ არის ბოროტი - ეს არის დიდი ცდომილება. და ამ ცდომილებას ისინი ამკვიდრებენ, ვისაც უნდა ღმერთის მიერ თავის სახებად გაჩენილი ადამიანისგან თეა თუთბერიძე ან რამე მისი მსგავსი გამოიყვანოს. არა, ადამიანი სხვა ადამიანების საწამებლად არ იბადება - და არც თანამდებობის ბოროტად გამოყენებისათვის.

დიახ, ძალადობა და მონობა როგორც ეტყობა ჩვენი საზოგადოებად წოდებული ხროვისთვის სისხლშია გამჯდარი. ბიოპოლიტიკამ უკვე მოახდინა ის, რომ სადო-მაზოხისტურ ინსტიქტებს დაუმორჩილა არა მარტო თუთბერიძის მაგვარი არსებები - მარტო ეგ პატარა პროცენტი რომ იყოს რა უშავს - არამედ საზოგადოების უმრავლესობა. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება.

ქართველი ერი - ეს ცნება ცარიელი ცნება იქნება მანამდე - სანამ ეს ხროვა არ გადაიქცევა ინდივიდთა ერთობად, რომელსაც შეუძლია გაიგოს 'გლახის ნაამბობიც', 'ოთარაანთ ქვრივიც', 'სტუმარ მასპინძელიც' და 'ალუდა ქეთალაურიც'. სხვა ავტორებზე აღარ გავჩერდები. დიახ - უნდა გავიგოთ ეს ნაწერები. უნდა დავინახოთ, რომ ძლიერი სუსტს უნდა იცავდეს და საზოგადოება მხოლოდ მაშინ არის ღირებული. დღეს ჩვენ ამას ვერ ვხედავთ.

ჩემი ეს პოსტი იმ ახალგაზრდა ქალების მხარდაჭერისთვის იყო, ვინც უსამართლოდ იჩაგრება სამსახურში თუ სამუშაო გარემოში. როგორც ვატყობ ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ ეს საკუთარი ბარბაროსობა გადავლახოთ. მუშაობაზე მეტად კი გრძნობა უნდა ავამამუშავოთ - უნდა ვიგრძნოთ იმ ადამიანების გაჭირვება, რომელსაც ეს დაუნდობელი სისტემა ყოველ დღე აწამებს. მათი რიცხვი მილიონზე მეტია მარტო საქართველოში. და ჩვენ თუ ერთმანეთზე არ ვიფიქრეთ და სოლიდარულები არ ვიქენით - არაფერი გამოვა ამ ჭაობიდან".

იხილეთ ასევე: როგორ გახდა ირაკლი კაკაბაძე 25 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი: "ამ ქალის უკან უზარმაზარი ძალის ორგანიზაცია იდგა"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს