სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია, რომელიც სააღდგომო პასკების შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია, რომელიც სააღდგომო პასკების შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ურჩევს, ქუჩაში, გარევაჭრობის პირობებში გამოტანილი სააღდგომო პასკების შეძენისგან თავი შეიკავონ. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კახა სოხაძემ "PalitraNews"-ის ეთერში განაცხადა, შესაბამისი რეგულირების არარსებობის გამო ქუჩაში განთავსებული პროდუქცია არ კონტროლდება, რაც მის უვნებლობასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის.

მისივე განმარტებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა ქსელები უკვე შეამოწმა და საკონდიტრო ნაწარმთან დაკავშირებით გარკვეული, მათ შორის ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოვლინდა.

"ასეთი დღესასწაულებისას ქაოსის ელემენტებს შეიცავს გარევაჭრობები. ქაოსურად ხდება ასეთი პროდუქციის რეალიზება და სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები არის. სასურველი იქნება მოსახლეობამ თავი შეიკავოს, პირველ რიგში, გარევაჭრობების ადგილებზე, ქუჩაში ასეთი პროდუქციის შეძენისგან, ვინაიდან ისინი აბსოლუტურად დაუცველია ჯანმრთელობის რისკების გათვალისწინებით", - განაცხადა კახა სოხაძემ.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია