სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
GWP აბანოების მეპატრონეებს - არ გაბედოთ აბანოების დახურვა!
GWP აბანოების მეპატრონეებს - არ გაბედოთ აბანოების დახურვა!

"ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" იუ­რი­დი­უ­ლი მრჩე­ვე­ლი იმე­და დვა­ლი­ძე გო­გირ­დის აბა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და აცხა­დებს, რომ შპს "ნა­რი­ყა­ლას" დი­რექ­ტო­რის ნო­დარ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მო­რი­გი მცდე­ლო­ბაა. მისი თქმით, გუ­შინ გავ­რცელ­და გო­გირ­დის აბა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც იგი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას აა­ნონ­სებს და "ჯორ­ჯი­ან უო­ო­თერ ენდ ფა­უ­ერს" ბრალს სდებს მათ­თვის წყა­ლა­რი­ნე­ბის (სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო) სის­ტე­მის მოხ­მა­რე­ბის­თვის უსა­მარ­თლო ტა­რი­ფის და­წე­სე­ბა­ში.

"მათი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, თუ "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" მხრი­დან, სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მი­მარ­თა­ვენ უკი­დუ­რეს ზო­მებს, რაც უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა აბა­ნო­ე­ბის მუ­შა­ო­ბა­ზე და გა­მო­იწ­ვევს მათ სა­ბო­ლო­ოდ და­ხურ­ვას. ვა­ცხა­დებ, რომ მსგავ­სი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შან­ტა­ჟი, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა არა მხო­ლოდ "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის", არა­მედ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის, სე­მე­კის და სა­სა­მარ­თლოს მი­მართ ზე­წო­ლას. აბა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მივ­მარ­თავ სა­ჯა­როდ, მკა­ფი­ოდ და გა­სა­გე­ბად – არ გა­ბე­დოთ აბა­ნო­ე­ბის და­ხურ­ვა! – მსგავ­სი ქმე­დე­ბა, მა­შინ, როცა დავა სა­სა­მარ­თლო­შია და დღე–დღე­ზე ჩა­ნიშ­ნუ­ლია მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სხდო­მა, სხვას არა­ფერს ემ­სა­ხუ­რე­ბა, თუ არა შან­ტაჟ­სა და ზე­წო­ლას. შან­ტაჟ­ზე კი, რო­გორც წესი, მა­შინ მი­დი­ან, როცა არ­გუ­მენ­ტე­ბი არ აქვთ", – აცხა­დებს დვა­ლი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, აბა­ნო­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი, ანუ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კერ­ძო ბიზ­ნეს-სუ­ბი­ექ­ტე­ბი, "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის­გან", ანუ ასე­თი­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კერ­ძო სუ­ბი­ექ­ტის­გან, უა­პე­ლა­ცი­ოდ ითხო­ვენ მათ­თვის შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ტა­რი­ფის და­წე­სე­ბას.

"ოპო­ნენ­ტი მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის­გან" ელო­დე­ბი­ან სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მათ ვუ­პა­სუ­ხებ, რომ კომ­პა­ნი­ამ უკვე მი­ი­ღო სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, როცა მათ წყა­ლა­რი­ნე­ბის სის­ტე­მით სარ­გებ­ლო­ბა­ზე ზუს­ტად ისე­თი­ვე გა­და­სა­ხა­დი და­უ­წე­სა, რა­საც იხ­დის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ბიზ­ნეს–სუ­ბი­ექ­ტი დე­და­ქა­ლაქ­ში, ყო­ველ­გვა­რი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გა­რე­შე. კომ­პა­ნი­ის ტა­რი­ფებს, რამ­დე­ნა­დაც იგი ბუ­ნებ­რივ მო­ნო­პო­ლისტს წარ­მო­ად­გენს, არე­გუ­ლი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სია. "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" ახა­ლი მე­ნე­ჯმენ­ტი გო­გირ­დის აბა­ნო­ებს სთხოვს ზუს­ტად ამ გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დას, არც ერთი თეთ­რით მეტს", – აცხა­დებს დვა­ლი­ძე.

მისი თქმით, მარ­თა­ლია, ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი, როცა ამ­ბობს, რომ "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" მათ მხო­ლოდ დაგ­რო­ვი­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ა­ზე ელა­პა­რა­კე­ბა.

"დიახ, ასეა, და ესეც კომ­პა­ნი­ის კე­თი­ლი ნე­ბაა გო­გირ­დის აბა­ნო­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­თა მი­მართ. ისი­ნი ან უნდა და­თან­ხმდნენ შე­თა­ვა­ზე­ბულ პი­რო­ბებს და­ვა­ლი­ა­ნე­ბის რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე, ან თა­ვი­ან­თი არ­გუ­მენ­ტე­ბით უნდა წარ­სდგნენ სა­სა­მარ­თლო­ში, რო­მელ­საც, სხვა­თა შო­რის, ჩვენ მივ­მარ­თეთ და არა მათ. ყვე­ლა სხვა შემ­თხვე­ვა, იქ­ნე­ბა ეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი აბა­ნო­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის ფონ­ზე, აბა­ნო­ე­ბის და­ხურ­ვის მუ­ქა­რა თუ სხვა, ბუ­ნებ­რი­ვია, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ შან­ტა­ჟის მცდე­ლო­ბა. ჩვე­ნი კომ­პა­ნია შან­ტაჟს არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, შან­ტა­ჟით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ მი­ი­ღე­ბა. სი­მარ­თლე ერ­თია, ის ცხა­დია და ის არ არის გო­გირ­დის აბა­ნო­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­თა მხა­რე­ზე. სწო­რედ, ამი­ტო­მაც გა­ურ­ბის მას უარ­გუ­მენ­ტო ოპო­ნენ­ტი მხა­რე და ცდი­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას. კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თავ მათ, – დაბ­რუნ­დნენ სა­მარ­თლებ­რივ სივ­რცე­ში, სა­კუ­თა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი (თუკი ასე­თი გა­აჩ­ნი­ათ) წარ­მო­ად­გი­ნონ სა­სა­მარ­თლო­ში, თავი და­ა­ნე­ბონ შან­ტაჟს და არ გა­ბე­დონ აბა­ნო­ე­ბის და­ხურ­ვა", – აცხა­დებს "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" იუ­რი­დი­უ­ლი მრჩე­ვე­ლი, იმე­და დვა­ლი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

GWP აბანოების მეპატრონეებს - არ გაბედოთ აბანოების დახურვა!

GWP აბანოების მეპატრონეებს - არ გაბედოთ აბანოების დახურვა!

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ იურიდიული მრჩეველი იმედა დვალიძე გოგირდის აბანოების წარმომადგენლების განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შპს „ნარიყალას“ დირექტორის ნოდარ ტოტოღაშვილის საჯარო გამოსვლა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა. მისი თქმით, გუშინ გავრცელდა გოგირდის აბანოების წარმომადგენლის განცხადება, სადაც იგი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებს და „ჯორჯიან უოოთერ ენდ ფაუერს“ ბრალს სდებს მათთვის წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის მოხმარებისთვის უსამართლო ტარიფის დაწესებაში.

”მათი განცხადების თანახმად, თუ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან, სამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მიმართავენ უკიდურეს ზომებს, რაც უარყოფითად აისახება აბანოების მუშაობაზე და გამოიწვევს მათ საბოლოოდ დახურვას. ვაცხადებ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება არის ჩვეულებრივი შანტაჟი, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, არამედ დედაქალაქის მერიის, სემეკის და სასამართლოს მიმართ ზეწოლას. აბანოების წარმომადგენლებს მივმართავ საჯაროდ, მკაფიოდ და გასაგებად – არ გაბედოთ აბანოების დახურვა! – მსგავსი ქმედება, მაშინ, როცა დავა სასამართლოშია და დღე–დღეზე ჩანიშნულია მოსამზადებელი სხდომა, სხვას არაფერს ემსახურება, თუ არა შანტაჟსა და ზეწოლას. შანტაჟზე კი, როგორც წესი, მაშინ მიდიან, როცა არგუმენტები არ აქვთ“, – აცხადებს დვალიძე.

მისივე თქმით, აბანოების მეპატრონეები, ანუ ჩვეულებრივი კერძო ბიზნეს-სუბიექტები, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან“, ანუ ასეთივე ჩვეულებრივი კერძო სუბიექტისგან, უაპელაციოდ ითხოვენ მათთვის შეღავათიანი ტარიფის დაწესებას.

„ოპონენტი მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან“ ელოდებიან სამართლიან გადაწყვეტილებას. მათ ვუპასუხებ, რომ კომპანიამ უკვე მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, როცა მათ წყალარინების სისტემით სარგებლობაზე ზუსტად ისეთივე გადასახადი დაუწესა, რასაც იხდის აბსოლუტურად ყველა ბიზნეს–სუბიექტი დედაქალაქში, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე. კომპანიის ტარიფებს, რამდენადაც იგი ბუნებრივ მონოპოლისტს წარმოადგენს, არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი მენეჯმენტი გოგირდის აბანოებს სთხოვს ზუსტად ამ გადასახადის გადახდას, არც ერთი თეთრით მეტს“, – აცხადებს დვალიძე.

მისი თქმით, მართალია, ტოტოღაშვილი, როცა ამბობს, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მათ მხოლოდ დაგროვილი დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე ელაპარაკება.

”დიახ, ასეა, და ესეც კომპანიის კეთილი ნებაა გოგირდის აბანოების მეპატრონეთა მიმართ. ისინი ან უნდა დათანხმდნენ შეთავაზებულ პირობებს დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე, ან თავიანთი არგუმენტებით უნდა წარსდგნენ სასამართლოში, რომელსაც, სხვათა შორის, ჩვენ მივმართეთ და არა მათ. ყველა სხვა შემთხვევა, იქნება ეს საპროტესტო აქციები აბანოების მომსახურე პერსონალის ფონზე, აბანოების დახურვის მუქარა თუ სხვა, ბუნებრივია, როგორც აღვნიშნე, არის მხოლოდ და მხოლოდ შანტაჟის მცდელობა. ჩვენი კომპანია შანტაჟს არ ექვემდებარება, შანტაჟით გადაწყვეტილებები არ მიიღება. სიმართლე ერთია, ის ცხადია და ის არ არის გოგირდის აბანოების მეპატრონეთა მხარეზე. სწორედ, ამიტომაც გაურბის მას უარგუმენტო ოპონენტი მხარე და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, – დაბრუნდნენ სამართლებრივ სივრცეში, საკუთარი არგუმენტები (თუკი ასეთი გააჩნიათ) წარმოადგინონ სასამართლოში, თავი დაანებონ შანტაჟს და არ გაბედონ აბანოების დახურვა“, – აცხადებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ იურიდიული მრჩეველი, იმედა დვალიძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია