სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თბილისში ცნობილი ნოტარიუსი პასუხისგებაში მისცეს
თბილისში ცნობილი ნოტარიუსი პასუხისგებაში მისცეს

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მი­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, ნო­ტა­რი­უ­სი ნუნუ გინ­ტუ­რი და და­ნა­შა­ულ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ია იაშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ნო­ტა­რი­უს­მა ნუნუ გინ­ტურ­მა და მის­მა თა­ნამ­ზრახ­ველ­მა, ია იაშ­ვილ­მა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბით, ერთ-ერთი ბი­ნათმშე­ნებ­ლო­ბის ამ­ხა­ნა­გო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს და კი­დევ ერთ მო­ქა­ლა­ქეს მის­ცეს პი­რო­ბა, რომ და­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სეს­ხის მი­ღე­ბა­ში, რის­თვი­საც მო­ტყუ­ე­ბით, სა­სურ­ველ პირ­ზე გა­ა­ცე­მი­ნეს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მინ­დო­ბი­ლო­ბე­ბი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში, ოჟი­ოს ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის გან­კარ­გვის შე­სა­ხებ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"რე­ა­ლუ­რად, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ნაც­ვლად გა­ა­ფორ­მეს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რის შემ­დე­გაც უკა­ნო­ნოდ გა­ყი­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. სა­ერ­თო ჯამ­ში, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა მი­მართ მი­ყე­ნე­ბულ­მა ზი­ან­მა შე­ად­გი­ნა 604 736 აშშ დო­ლა­რი. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ნუნუ გინ­ტურს ჩა­მორ­თმე­უ­ლი აქვს სა­ნო­ტა­რო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 3 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თბილისში ცნობილი ნოტარიუსი პასუხისგებაში მისცეს

თბილისში ცნობილი ნოტარიუსი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამისილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ნოტარიუსი ნუნუ გინტური და დანაშაულში თანამონაწილე ია იაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

როგორც AMBEBI.GE-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ ნოტარიუსმა ნუნუ გინტურმა და მისმა თანამზრახველმა, ია იაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ერთ-ერთი ბინათმშენებლობის ამხანაგობის თავმჯდომარეს და კიდევ ერთ მოქალაქეს მისცეს პირობა, რომ დაეხმარებოდნენ შეღავათიანი სესხის მიღებაში, რისთვისაც მოტყუებით, სასურველ პირზე გააცემინეს უძრავი ქონების მინდობილობები, მათ შორის, თბილისში, ოჟიოს ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის განკარგვის შესახებ.

იხილეთ ვიდეო

"რეალურად, ბრალდებულებმა სესხის ხელშეკრულების ნაცვლად გააფორმეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც უკანონოდ გაყიდეს აღნიშნული უძრავი ქონება. საერთო ჯამში, დაზარალებულთა მიმართ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 604 736 აშშ დოლარი. დღეის მდგომარეობით ნუნუ გინტურს ჩამორთმეული აქვს სანოტარო უფლებამოსილება", - ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ