ჯარისკაცი, კლოუნი, მსახიობი - 7 უცნობი ფაქტი იური ნიკულინის ცხოვრებიდან

ჯარისკაცი, კლოუნი, მსახიობი - 7 უცნობი ფაქტი იური ნიკულინის ცხოვრებიდან

იური ნიკულინი, 1921 წლის 18 დეკემბერს დაიბადა.

იური ნიკულინის საფირმო იუმორი, საყოველთაოდაა ცნობილი. გარშემომყოფები ხშირად საუბრობდნენ, რომ ეს თვისება მსახიობს მემკვიდრეობით ერგო.

როცა ოჯახი სმოლენსკის ქალაქ დემიდოვში ცხოვრობდა, იურის მამა, ვლადიმერ ნიკულინი, ადგილობრივ დრამატულ თეატრში თამაშობდა, სადაც ნამდვილი რევოლუციური იუმორი შექმნა, სპექტაკლებსაც თავად დგამდა და მოსკოვში, წლების განმავლობაში, ესტრადისა და ცირკისთვისაც წერდა.

1925 წელს, როცა იური მხოლოდ 4 წლის იყო, ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

1939 წელს, სკოლის დამთავრებისთანავე ნიკულინი ფრონტზე აღმოჩნდა. იური სამამულო ომში, 1943 წლამდე დარჩა - რამდენჯერმე დაიჭრა, საავადმყოფოში იწვა, ტვინის შერყევა მიიღო, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ომში დაბრუნდა და ბოლომდე იმსახურა.

ნიკულინს სამი მედალი გადასცეს: "სიმამაცისთვის", "ლენინგრადის დაცვისთვის", "გერმანიასთან გამარჯვებისთვის".

წაიკითხეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება