მძღოლების აქციაზე ერთი პირი დააკავეს

მძღოლების აქციაზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ ორთაჭალის ავტოსადგურზე აქციის ერთი მონაწილე დააკავა. ავტობუსების მძღოლებს გადაკეტილი ჰქონდათ გზა და კომპანია "მეტროს" ავტობუსს მარშუტზე გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. საპატრულო პოლიციის ჩარევის შედეგად აქციის მონაწილეებს გზა გაახსნევინეს, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისთვის ერთი პირი დააკავეს.

კომპანია "მეტროს" ავტობუსმა ორთაჭალის სადგური უკვე დატოვა და 12:00 საათზე დაგეგმილი მარშუტი - თბილისი-ბათუმი საპროტესტო აქციის გამო, ნახევარი საათით დაგვიანდა.

სადგურის ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან აქციის მონაწილე მძღოლები. ისინი კომპანია "მეტროს" საქართველოს ბაზრიდან გასვლას მოითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია