სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თაღლითური სქემა, რომლითაც საქართველოს და ლატვიის მოქალაქეები განსაკუთრებით დიდ თანხებს შოულობდნენ
თაღლითური სქემა, რომლითაც საქართველოს და ლატვიის მოქალაქეები განსაკუთრებით დიდ თანხებს შოულობდნენ

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე ლატ­ვი­ის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი - ვლა­დის­ლავს ბო­რი­სოვ­სი, ევ­გე­ნის კალნმა­ლი­სი და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და­ვით გაგ­ნი­ძე და­ა­კა­ვეს.

რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი თაღ­ლი­თუ­რად და­ე­უფლნენ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნილ ფუ­ლად თან­ხებს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ მიზ­ნით მათ შე­ი­მუ­შა­ვეს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს თაღ­ლი­თუ­რი გეგ­მა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­რე­გის­ტრი­რეს კომ­პა­ნია სა­ხელ­წო­დე­ბით "ჯორ­ჯი­აფ­რუ­ტი 16" და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ რამ­დე­ნი­მე კო­მერ­ცი­ულ ბან­კში გახ­სნეს სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი, რე­ა­ლუ­რად კი, სა­წარ­მოს შექ­მნა და სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის გახ­სნა გან­ხორ­ცი­ელ­და ფიქ­ტი­უ­რად და მიზ­ნად ისა­ხავ­და დიდი ოდე­ნო­ბით სხვი­სი კუთ­ვნი­ლი ფუ­ლა­დი თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბას.

"და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის მიერ აშშ-ში მოქ­მე­დი ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად, 2016 წლის 20 აპ­რილს ფიქ­ტი­უ­რი კომ­პა­ნი­ის - შპს "ჯორ­ჯი­აფ­რუ­ტი 16"-ის სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე მო­ტყუ­ე­ბით გად­მო­ი­რი­ცხა 449 994 აშშ დო­ლა­რი.

იმა­ვე დღეს, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა ვლა­დის­ლავს ბო­რი­სოვსმა, ევ­გე­ნის კალნმა­ლის­მა და და­ვით გაგ­ნი­ძემ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ერთ-ერთი კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კი­დან გა­მო­ი­ტა­ნეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი 440 000 აშშ დო­ლა­რი, რა დრო­საც გან­ხორ­ცი­ელ­და მათი და­კა­ვე­ბა. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ სრუ­ლად იქნა ამო­ღე­ბუ­ლი მი­თი­თე­ბუ­ლი თან­ხა.

ვლა­დის­ლავს ბო­რი­სოვ­სის, ევ­გე­ნის კალნმა­ლისს და და­ვით გაგ­ნი­ძეს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და მე-3 ნა­წი­ლის "ბ’’ ქვე­პუნ­ქტე­ბით წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ექ­ვსი­დან ცხრა წლამ­დე ვა­დით.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ე­ფარ­დათ პა­ტიმ­რო­ბა", - ნათ­ქვა­მია მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხ­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თაღლითური სქემა, რომლითაც საქართველოს და ლატვიის მოქალაქეები განსაკუთრებით დიდ თანხებს შოულობდნენ

თაღლითური სქემა, რომლითაც საქართველოს და ლატვიის მოქალაქეები განსაკუთრებით დიდ თანხებს შოულობდნენ

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქეები - ვლადისლავს ბორისოვსი, ევგენის კალნმალისი და საქართველოს მოქალაქე დავით გაგნიძე დააკავეს.

როგორც ”ამბები.გე”-ს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ფულად თანხებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ მიზნით მათ შეიმუშავეს და განახორციელეს თაღლითური გეგმა, რომლის თანახმადაც, საქართველოში დაარეგისტრირეს კომპანია სახელწოდებით „ჯორჯიაფრუტი 16“ და საქართველოში მოქმედ რამდენიმე კომერციულ ბანკში გახსნეს საბანკო ანგარიშები, რეალურად კი, საწარმოს შექმნა და საბანკო ანგარიშების გახსნა განხორციელდა ფიქტიურად და მიზნად ისახავდა დიდი ოდენობით სხვისი კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებას.

”დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ აშშ-ში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის შედეგად, 2016 წლის 20 აპრილს ფიქტიური კომპანიის - შპს „ჯორჯიაფრუტი 16“-ის საბანკო ანგარიშზე მოტყუებით გადმოირიცხა 449 994 აშშ დოლარი.

იმავე დღეს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვლადისლავს ბორისოვსმა, ევგენის კალნმალისმა და დავით გაგნიძემ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან გამოიტანეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 440 000 აშშ დოლარი, რა დროსაც განხორციელდა მათი დაკავება. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, გამოძიების მიერ სრულად იქნა ამოღებული მითითებული თანხა.

ვლადისლავს ბორისოვსის, ევგენის კალნმალისს და დავით გაგნიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა”, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

იხლეთ ვიდეო