ავტორი:

ცოლმა სახლიდან მთელი ძვირფასეულობა გაზიდა და ლომბარდში ჩააბარა... - ამბავი თბილისელი მილიონერისა, რომელიც სიღატაკეში მოკვდა

ცოლმა სახლიდან მთელი ძვირფასეულობა გაზიდა და ლომბარდში ჩააბარა... - ამბავი თბილისელი მილიონერისა, რომელიც სიღატაკეში მოკვდა

1919 წლის 14 მაისს ტფილისის რუსულენოვანმა გაზეთმა "გრუზიამ" კრიმინალური ქრონიკის სვეტში ერთი პატარა ინფორმაცია დაბეჭდა, რომელიც გატაცებას ეხებოდა. მაშინ ასეთი ინფორმაცია თითქმის ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ... ქაოსით მოცულ ქვეყანაში, სადაც ბოროტმოქმედები თავს ესხმოდნენ მატარებლებს, ძარცვავდნენ გემებს, ხოლო ქუჩაში ყაჩაღობა ღიად და დაუფარავად ხდებოდა, ადამიანის გატაცებით ვერავის გააკვირვებდი.

თუმცა, ეს ცნობა მაინც სცდებოდა ჩვეულებრივი კრიმინალური ამბის ფარგლებს. საქმე ისაა, რომ ბანდიტებმა ტფილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვაჭარი - მიქაელ არამიანცი გაიტაცეს. სწორედ ის არამიანცი, რომლის სახელსაც თბილისელები პირველ კლინიკურ საავადმყოფოს ეძახიან.

გატაცების შემთხვევას გაზეთი შემდეგნაირად აღწერს:

"12 მაისს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, სერგის ქუჩაზე (დღევანდელი მაჩაბელი) საკუთარი სახლიდან გამოვიდა ვაჭარი არამიანცი, რომელიც საქმეებზე მიემართებოდა. ლერმონტოვისა და სერგის ქუჩების კვეთაზე იგი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. უცნობმა პირებმა არამიანცს ხელი სტაცეს და იქვე გაჩერებულ ავტომობილში შეაგდეს. შემდეგ ავტომობილი სწრაფად გაქანდა და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.

როგორც შემთხვევის ადგილას მისულ მილიციელებს თვითმხილველებმა განუცხადეს, გამტაცებელთა ბანდამ არამიანცი მანქანაში იარაღის მუქარით ჩასვა. ჯერჯერობით, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ყაჩაღები სამნი იყვნენ. მოქალაქეებმა ისიც შენიშნეს, რომ ავტომობილის ნომერი იყო 19".

მიქაელ არამიანცი ქალაქის ყველაზე მდიდარი ვაჭრების რიგს მიეკუთვნებოდა. იგი ტფილისის ვაჭრების უმაღლესი გილდიის წევრი იყო და დავით სარაჯიშვილთან, ალექსანდრე მანთაშოვთან, ევგენი ზემელთან, აკაკი ხოშტარიასთან და მელიქ აზარიანცთან ერთად, ქალაქის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

არამიანცი წარმოშობით მთიანი ყარაბაღიდან იყო. კომერციის მიმართ მიდრეკილება ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა, ჯერ კიდევ 15 წლისამ. საქმის სასწავლებლად იგი ცნობილ ვაჭარს თარუმანიანს თანაშემწედ მიაბარეს, რომელიც კომერციას ყარაბაღის გარდა, საზღვარგარეთაც ეწეოდა. ცოტა ხანში არამიანცმა ისეთი ნიჭი გამოავლინა, რომ ფირმის წარმომადგენლად დანიშნეს თავრიზში.

4 წელიწადში მიქაელმა თავისი პირველი კაპიტალი დააგროვა - 3 ათასი მანეთი. ეს საკმაოდ დიდი ქონება იყო. შედარებისთვის შეიძლება შემდეგი მაგალითი მოვიყვანოთ: იმ პერიოდში კარგი ჯიშის ძროხა სამი მანეთი ღირდა.

1871 წელს, 28 წლის ასაკში, არამიანცმა ტფილისს მიაშურა - კავკასიის რეგიონის აღიარებულ ცენტრს.

28 წლისამ შეაგროვა პირველი მილიონიც. ვაჭრობდა ქსოვილებით, აბრეშუმით, შალით. ჩართული იყო შაქრის ტრანზიტულ კომერციაში მარსელთან, თავრიზთან, თეირანთან, მაგრამ დიდი ქონება ნავთობის სფეროში დააგროვა. 1884 წელს ბაქოში ჩავიდა და ცნობილ კომერსანტ ალექსანდრე მანთაშოვთან ერთად, სანავთობო კომპანია დააფუძნა. ამ კომპანიაში არამიანცი 25%-იან წილს ფლობდა.

არამიანცის ბიზნესიმპერია უზარმაზარი გახდა. აფშერონის ნახევარკუნძულზე კომპანიის საკუთრებაში იყო ნავთობით მდიდარი 173 დესეტინა (1 დესეტინა 1.09 ჰექტარს უდრიდა) მიწის ფართობი. მასვე ეკუთვნოდა: ნავთობის ქარხანა, საქაჩი სადგურები, სპეციალურად მოწყობილი ნავმისადგომი, უამრავი სახელოსნო. არამიანცის ფირმას წარმომადგენლობა ჰქონდა გახსნილი სმირნაში, სალონიკში, კონსტანტინოპოლში, ალექსანდრიაში, კაიროში, პორტ-საიდში, მარსელში, ლონდონში, ბომბეისა და შანხაიში.

კომერციაში წარმატებულ არამიანცს, პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. ჯერ კიდევ ტფილისში ყოფნისას მას ცნობილი კომერსანტის, შოლკოიანცის 18 წლის ქალიშვილი - ეხისაპეტი შეუყვარდა. მალე არამიანცმა იგი ცოლად მოიყვანა და ახალშექმნილი ოჯახი ბაქოში გაემგზავრა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეხისაპეტი ერთგული მეუღლე არ იყო. არამიანცის სახლში ჩხუბი და აყალმაყალი ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ.

ეხისაპეტი თავქარიანი, აღვირახსნილი და გარყვნილი ქალი აღმოჩნდა, რომელსაც უამრავი საყვარელი ჰყავდა. ოჯახის ნაცვლად, მთელ დროს კლუბებსა და რესტორნებში ატარებდა. მიქაელმა ცოლის შეზღუდვა სცადა და სახარჯო ფულის გაცემა შეუწყვიტა, მაგრამ ქალი მაინც ვერ შეაჩერა - მან იცოდა, რომ ქმარი ფულს კარადაში ინახავდა და ყოველდღე იპარავდა. არამიანცმა კარადას დიდი ბოქლომი დაადო. ესეც უშედეგო აღმოჩნდა. ცოლმა სახლიდან მთელი ძვირფასეულობა გაზიდა და ლომბარდში ჩააბარა... წაიკითხეთ ვრცლად

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე; მფლობელი - ლეონ ჩიდილიანი

"ფეისბუქში“ შევედი, ეტყობა დამეჭირა ხელი რაღაცაზე და ეს იყო "დაქორწინდა"...ვინ აღარ მომილოცა" - ელისო ბოლქვაძე

ხარაგაულის სოფელ ლაშის სკოლაში ბოლო ზარი მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის დაირეკა - როგორია სკოლის ბოლო დღე, როცა კლასში მარტო ხარ

როგორ აქცია მამაკაცმა პოლიეთილენის ბოთლები მდიდრულ სასტუმროდ - ამის ნახვის შემდეგ მიხვდებით, რომ შეუძლებელი არაფერია