სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბაღდათის გამგებელი 227 ათასის ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს
 ბაღდათის გამგებელი 227 ათასის ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბაღ­და­თის გამ­გე­ბე­ლი ირაკ­ლი გე­გე­ში­ძე და­ა­კა­ვეს. სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო გამ­გე­ბელს 227 654,80 ლა­რის სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვა­ში ედა­ვე­ბა. ირაკ­ლი გე­გე­ში­ძის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სუს-ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა. რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტეს, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი ირაკ­ლი გე­გე­ში­ძე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ სსიპ "თვით­მმარ­თვე­ლი ერ­თე­უ­ლი ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა" 2015 წლის 26 თე­ბერ­ვალს გა­მო­ა­ცხა­და გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი

ელექტრო­ნუ­ლი ტენ­დე­რი ბაღ­და­თი - ზე­გა­ნი - საკ­რა­უ­ლას და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის ნა­წი­ლის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე, რო­მელ­შიც გა­ი­მარ­ჯვა შპს "ქვე­ნიფ­ნელ­მა" და რო­მელ­თა­ნაც ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბელ­მა 2015 წლის 20 აპ­რილს, 950 000 ლა­რის სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე N48 ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა.

შპს "ქვე­ნიფ­ნე­ლის" მიერ სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბელ­მა ირაკ­ლი გე­გე­ში­ძემ, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის სა­ბო­ლოო მი­ღე­ბა - ჩა­ბა­რე­ბა მო­ახ­დი­ნა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვით, კერ­ძოდ, ას­ფალ­ტის სა­მუ­შა­ო­ე­ბის უხა­რის­ხოდ და სტან­დარ­ტებ­თან შე­უ­სა­ბა­მოდ შეს­რუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მიერ გა­ცე­მუ­ლი უარ­ყო­ფი­თი დას­კვნის მი­უ­ხე­და­ვად, მან შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის სა­ბო­ლოო მი­ღე­ბა - ჩა­ბა­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ერ­თპი­როვ­ნუ­ლად, მი­ღე­ბა - ჩა­ბა­რე­ბის მუდ­მივ­მოქ­მე­დი კო­მი­სი­ის გვერ­დის ავ­ლით და შპს "ქვე­ნიფ­ნელს" გა­და­უ­რი­ცხა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის გა­და­სახ­დე­ლი მთლი­ა­ნი თან­ხის დარ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლი 227 654,80 ლარი, რაც გაფ­ლან­გა.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა ირაკ­ლი გე­გე­ში­ძის მიერ შპს "ქვე­ნიფ­ნელ­თან" წარ­მო­ე­ბუ­ლი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით, რის შემ­დე­გაც გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის გა­ი­ზარ­დოს გაფ­ლან­გუ­ლი თან­ხე­ბის ოდე­ნო­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 332-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი­თა და სსკ-ის 182-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "დ" და მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით 7 დან 11 წლამ­დე).

გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო", - გა­ნა­ცხა­დეს სუს-ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბაღდათის გამგებელი 227 ათასის ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს

 ბაღდათის გამგებელი 227 ათასის ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს

სამართალდამცავებმა ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე დააკავეს. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო გამგებელს 227 654,80 ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ედავება. ირაკლი გეგეშიძის დაკავებასთან დაკავშირებით სუს-ში რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გაიმართა. როგორც უწყებაში განმარტეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგენილია, რომ სსიპ "თვითმმართველი ერთეული ბაღდათის მუნიციპალიტეტმა" 2015 წლის 26 თებერვალს გამოაცხადა გამარტივებული

ელექტრონული ტენდერი ბაღდათი - ზეგანი - საკრაულას დამაკავშირებელი გზის ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე, რომელშიც გაიმარჯვა შპს "ქვენიფნელმა" და რომელთანაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2015 წლის 20 აპრილს, 950 000 ლარის სამუშაოების შესრულებაზე N48 ხელშეკრულება გააფორმა.

შპს "ქვენიფნელის" მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ, ზემოხსენებული სამუშაოების საბოლოო მიღება - ჩაბარება მოახდინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, კერძოდ, ასფალტის სამუშაოების უხარისხოდ და სტანდარტებთან შეუსაბამოდ შესრულების თაობაზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, მან შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება - ჩაბარება განახორციელა ერთპიროვნულად, მიღება - ჩაბარების მუდმივმოქმედი კომისიის გვერდის ავლით და შპს "ქვენიფნელს" გადაურიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისათვის გადასახდელი მთლიანი თანხის დარჩენილი ნაწილი 227 654,80 ლარი, რაც გაფლანგა.

გამოძიება გრძელდება ირაკლი გეგეშიძის მიერ შპს "ქვენიფნელთან" წარმოებული ანგარიშსწორების მიზანშეწონილობის შემოწმების მიზნით, რის შემდეგაც გამორიცხული არ არის გაიზარდოს გაფლანგული თანხების ოდენობა. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 დან 11 წლამდე).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო", - განაცხადეს სუს-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ