ვეტერანი ფეხბურთელის კაკო (აკაკი) დევაძის ამბავი საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ შეიტყო.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის მდგომარეობა 2015 წლის ოქტომბრიდან გაუარესდა.
თურქულ კლინიკაში მას უთხრეს, რომ სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ოპერაცია და ადგილზე 3-თვიანი რეაბილიტაციის კურსი. მის დასახმარებლად ქართული საფეხბურთო სამყარო და კერძო პირები რამდენიმე კვირის განმავლობაში აგროვებდნენ თანხებს.
ამჟამად ყოფილი მეკარე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. როგორც ირკვევა, დევაძე კვლავ უმძიმეს მდგომარეობაშია. ის იმყოფება თურქეთში ღვიძლის გადანერგვის ოპერაციაზე, თუმცა ღვიძლის დონორი არ გამოადგა. მისი მეუღლე მანონი დევაძე სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს:
"სასწრაფოდ... აღარ არის ლოდინის დრო... გვესაჭიროება ღვიძლის დონორი... სისხლის პირველი ჯგუფის მქონე... გთხოვთ ყველას, დამეხმაროთ ინფორმაციის მოპოვებაში... გადამირჩინოთ დევა..." - წერს ვეტერანი ფეხბურთელის მეუღლე.
მისივე ინფორმაციით, რეზუსს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, დონორის სისხლის ჯგუფი იყოს პირველი. მათ ვისაც დახმარების სურვილი აქვთ, შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე 555 44 59 13