რატომ კრძალავს ეკლესია ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს? - პასუხები ყველაზე რთულ შეკითხვებზე

 რატომ კრძალავს ეკლესია ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს? - პასუხები ყველაზე რთულ შეკითხვებზე

როგორ გამოვკვებოთ შვილები ჩვენს დროში? როგორ მოიქცნენ ღარიბი მრავალშვილიანი მშობლები? რა ვქნათ, თუ აბორტი ერთადერთ გამოსავლად გვესახება? - ეკლესიის წარმომადგენელთა პასუხები ვებგვერდიდან ორტჰოდოხ.გე

"სხვადასხვა ადამიანებთან აბორტის თემაზე საუბრისას, ხშირად ვხვდები ტიპიურ სიტუაციაში: თანამოსაუბრე გულისყურით გისმენთ და გეთანხმებათ, რომ აბორტი ნამდვილად მკვლელობაა, თუმცა იმავე წამს ახსენდებათ გარემოებანი, რომელთა დროსაც ეს მკვლელობა გამართლებულია ან სულაც ერთადერთი გამოსავალია შექმნილი სიტუაციიდან გამოსასვლელად. შეკითხვები, რომლებიც ასეთ შემთხვევაში ისმება, როგორც წესი, არ იცვლება.

ყველა ეს შეკითხვა ნორმალური ფსიქიკისა და ლოგიკური აზროვნების მქონე ადამიანისათვის უბრალოდ, აბსურდულია, და მათზე პასუხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ ამ აბსურდულობის წინ წამოწევით, ასევე როგორც მათემატიკაში, იმისათვის, რომ დაამტკიცო ამა თუ იმ მტკიცებულების უზუსტობა, ზოგჯერ საჭიროა აბსურდამდე მიყვანის მეთოდის გამოყენება, აქაც, ეს არის ყველაზე გამოკვეთილი მეთოდი ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად.

დავიწყოთ ყველაზე გავრცელებული შეკითხვით:

რატომ ვამრავლოთ სიღარიბე? ანუ რატომ გავაჩინოთ შვილები, თუკი ვერ მივცემთ მათ იმას, რისი მიცემაც ჩვენ გვსურს, რადგან არ გაგვაჩნია ამის შესაძლებლობა?

წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: ადამიანი, რომელმაც მსუყედ ისადილა, დგება მაგიდიდან და მას ეუბნებიან: "მოდი ვისადილოთ". თუ იგი რაღაც ხელოვნური საშუალებით გამოდევნის ყველაფერს კუჭიდან და ისევ სადილობს, ვიტყვით, რომ ეს აბსურდია, იმიტომ რომ, მართალია, ადამიანთა უმრავლესობა ზედმეტ საკვებს ღებულობს, მაგრამ ამ სახით (საჭმელით) სიამოვნების მიღება უაზრობაა. ასეა ამ შეკითხვის შემთხვევაშიც: სხეული, იქნება ეს ქალის თუ მამაკაცის, ყველა შინაგანი ორგანო, მოწყობილია იმისთვის, რომ ორგანიზმმა მოახდინოს ბავშვის ჩასახვა და შობა. თუ ადამიანები ქორწინდებიან, ბუნებრივიც და ნორმალურიცაა, რომ ამ პროცესს მოჰყვება ბავშვის გაჩენა, ე.ი. თუ ადამიანს არ სურს სიღარიბის გამრავლება, მაშინ იგი არც უნდა დაქორწინდეს. მაშინ არავითარი სიღარიბე არ იქნება. მაგრამ ადამიანი ისწრაფვის მხოლოდ იმ ფიზიოლოგიური სიამოვნებისაკენ, რაც მოჰყვება ქორწინებას განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია