"წლებია ვმეგობრობთ..." - კახი კალაძისა და ეროს რამაზოტის ემოციური შეხვედრა

"წლებია ვმეგობრობთ..." - კახი კალაძისა და ეროს რამაზოტის ემოციური შეხვედრა

ჩვენ მართლაც მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, იმის მიუხედავად, რომ ეროს რამაზოტი "იუვენტუსის" გულშემატკივარია, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს იტალიის ელჩის რეზიდენციაში მიღებაზე განუცხადა.

კახა კალაძის თქმით, ცნობილ იტალიელ მომღერალ ეროს რამაზოტისთან წლებია მეგობრობს.

"მართლაც მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, იმის მიუხედავად, რომ იგი "იუვენტუსის" გულშემატკივარია. ჩვენ წლებია ვმეგობრობთ. მე 11 წელი მილანში ვცხოვრობდი და თვითონაც მილანიდან არის. ჩვენ დიდი სამეგობრო წრე გვყავს. ეროს რამაზოტი განსაკუთრებით იტალიელ ახალგაზრდებს შორის ძალიან პოპულარულია", - აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძე ეროს რამაზოტის ხვალინდელ კონცერტს დაესწრება, თუმცა, როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მანამდე იტალიაში რამაზოტის კონცერტს არასდროს დასწრებია.

იხილეთ კადრები შეხვედრიდან

საქართველოში იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ იტალიელი მომღერლის ეროს რამაზოტისა და მისი ჯგუფის წევრებისთვის რეზიდენციაში მიღება გამართა, რომელზეც კულტურისა და ენერგეტიკის მინისტრები, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მომღერლები იყვნენ მიწვეული. კერძოდ, მსოფლიოში ცნობილი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, ჯაზის მომღერალი მაია ბარათაშვილი, რეპერი ბერა ივანიშვილი და სხვა პირები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია