აჭარული კერძები, რომლებიც უნდა დააგემოვნოთ

აჭარული კერძები, რომლებიც უნდა დააგემოვნოთ

აჭარას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილმდებარეობა აქვს საქართველოში. იგი საზაფხულო კურორტების გამო განსაკუთრებით პოპულარულია, თუმცა, ეს რეგიონი განსაკუთრებულია ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულოთიც. არსებობს კერძები, რომლებიც მხოლოდ აქ უნდა დააგემოვნოთ.

აჭარაში ძირითადად მეცხოველეობას მისდევენ. მისმა მდებარეობამ გავლენა მოახდინა მათ ტრადიციულ საკვებზეც. აქაური შეჭამანდი ძირითადად რძის პროდუქტებისგან მზადდება და ძალიან ნოყიერია.

ყველაზე ცნობილი კერძი აჭარული ხაჭაპურია. თითქმის ყველა ტურისტი, რომელიც ბათუმს ეწვევა, პირველ რიგში, ამ კერძს აგემოვნებს ხოლმე. მას ნავის ფორმა აქვს, კეთდება ყველით, კარაქითა და კვერცხით.

არსებობს მისი შექმნის ვერსია, ზღვისპირა მცხოვრებ ლაზებს ცომისთვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი თითქოს ჩამავალ მზეს განასახიერებს.

ბორანო - ეს კერძი ძალიან კალორიულია, რადგან მზადდება გამდნარი კარაქითა და ყველით. კარაქს იმდენ ხანს ადუღებენ, რომ შავი წერტილები გაუჩნდეს და ასეც ეძახიან - დამწვარ კარაქს. ცხელ სითხეს ასხამენ წინასწარ დაჭრილ ყველს და მჭადთან ერთად მიირთმევენ.

წაიკითხეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია