ქართველ ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილს ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი ბოლო წამებზე აართვეს.
შავდათუაშვილი ფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჟოვს შეხვდა, 15 წამში ვაზარი აუღო, თუმცა მსაჯებმა გაუუქმეს. შემდეგ მეორედ დააგდო მეტოქე ვაზარით და ამჯერად ჩაუთვალეს. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კი, როცა ჩვენებურს შეხვედრა გამარჯვებისკენ მიჰყავდა, შავდათუაშვილი მსაჯებმა მეოთხედ გააფრთხილეს.
ოლიმპიური ჩემპიონი არბიტრების გადაწყვეტილებამ შოკში ჩააგდო და ის რამდენიმე წამის განმავლობაში ფეხზე არ დგებოდა.
გამომდინარე აქედან, ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლს დასჯერდა.