აწყურის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველებმა ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ბინა, რომელშიც სამართალდაცველებმა ქალის გვამი იპოვეს, გაქირავებული იყო და ახალგაზრდა ოჯახი ცხოვრობდა.