სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა ახალი რეგულაციები ამოქმედდება ტაქსის მძღოლებისთვის არჩევნების შემდეგ
 რა ახალი რეგულაციები ამოქმედდება ტაქსის მძღოლებისთვის არჩევნების შემდეგ

არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ თბი­ლის­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­თვის ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ "სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით მეს­ხიშ­ვილ­მა "რა­დიო პა­ლიტ­რის" გა­და­ცე­მა "საქ­მე­ში" გა­ნა­ცხა­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მეს­ხიშ­ვი­ლი იმ სა­მუ­შაო ჯგუ­ფის წევ­რია, რო­მე­ლიც მე­რი­ას­თან ერ­თად ტაქ­სე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე მუ­შა­ობს.

"პირ­ველ ეტაპ­ზე იგეგ­მე­ბა ტაქ­სე­ბის რე­გის­ტრა­ცია, რის­თვი­საც ტაქ­სის მძღო­ლებს არა­ნა­ი­რი თან­ხის გა­დახ­და არ მო­უ­წევთ. ეს სა­ჭი­როა რათა ვი­ცო­დეთ, რამ­დე­ნი ტაქ­სი გა­და­ად­გილ­დე­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში. კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა. ალ­ბათ, წლის ბო­ლოს ან 2017 წლის და­სა­წყის­ში", - გა­ნა­ცხა­და და­ვით მეს­ხიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამ ეტაპ­ზე მუ­შა­ო­ბა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს: "ტაქ­სი უნდა იყოს ტექ­ნი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლი და არ წარ­მო­ად­გენ­დეს საფრ­თხეს; სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა უნდა იყოს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი; უნდა ვი­ყოთ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი, რომ ტაქ­სის მძღოლს აქვს კვა­ლი­ფი­კა­ცია იმის­თვის, რომ ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე ად­გი­ლამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს; მძღო­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უნდა იყოს შე­მოწ­მე­ბუ­ლი. ეს არის ძი­რი­თა­დი მო­ნა­ხა­ზი", - აღ­ნიშ­ნა და­ვით მეს­ხიშ­ვილ­მა გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა ახალი რეგულაციები ამოქმედდება ტაქსის მძღოლებისთვის არჩევნების შემდეგ

 რა ახალი რეგულაციები ამოქმედდება ტაქსის მძღოლებისთვის არჩევნების შემდეგ

არჩევნების შემდეგ თბილისში, სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ამის შესახებ "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა "რადიო პალიტრის" გადაცემა "საქმეში" განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მესხიშვილი იმ სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელიც მერიასთან ერთად ტაქსების რეგულაციებზე მუშაობს.

"პირველ ეტაპზე იგეგმება ტაქსების რეგისტრაცია, რისთვისაც ტაქსის მძღოლებს არანაირი თანხის გადახდა არ მოუწევთ. ეს საჭიროა რათა ვიცოდეთ, რამდენი ტაქსი გადაადგილდება დედაქალაქში. კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ დაიწყება. ალბათ, წლის ბოლოს ან 2017 წლის დასაწყისში", - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს: "ტაქსი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და არ წარმოადგენდეს საფრთხეს; სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა უნდა იყოს მოწესრიგებული; უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ტაქსის მძღოლს აქვს კვალიფიკაცია იმისთვის, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე მიგვიყვანოს; მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს შემოწმებული. ეს არის ძირითადი მონახაზი", - აღნიშნა დავით მესხიშვილმა განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია