სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დავით სერგეენკო - პრობლემაა დაგვიანებული მიმართვა ექიმთან, მედიკამენტების მაღალი ფასი და მკურნალობის ხარისხი
დავით სერგეენკო - პრობლემაა დაგვიანებული მიმართვა ექიმთან, მედიკამენტების მაღალი ფასი და მკურნალობის ხარისხი

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია. რო­გორც მი­ნის­ტრმა პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გან­მარ­ტა, იდე­ა­ლურ შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენ­ტმა სა­მე­დი­ცი­ნო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თვის თავ­და­პირ­ვე­ლად პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგოლს (ოჯა­ხის ექი­მი, პე­დი­ატ­რი, თე­რა­პევ­ტი) უნდა მი­მარ­თოს, ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცია ვერ ხერ­ხდე­ბა - ჰოს­პი­ტა­ლურ მკურ­ნა­ლო­ბას.

"ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, ეს პი­რუ­კუა და შე­იძ­ლე­ბა, 80 %-ზე მე­ტა­დაც პა­ცი­ენ­ტე­ბი უკვე გარ­თუ­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბით მი­დი­ან ექიმ­თან. ეს არის ერთ-ერთი საკ­ვან­ძო სა­კი­თხი, რა­საც ჰქვია პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­თაც პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, სამ­წუ­ხა­როდ, დაგ­ვიგ­ვი­ან­და და და­ვი­წყეთ შარ­შან ზა­ფხულ­ში, თუმ­ცა ეს არის ჩვე­ნი ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი",- გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რი­სას, და­ვით სერ­გე­ენ­კომ აღ­ნიშ­ნა, რომ პრობ­ლე­მაა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თვა ექიმ­თან, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­ღა­ლი ფასი და მკურ­ნა­ლო­ბის ხა­რის­ხი. რო­გორც მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რას ემ­სა­ხუ­რე­ბა პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მა და სა­მე­დი­ცი­ნო მოვ­ლის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის ელე­მენ­ტე­ბის და­ნერგვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დავით სერგეენკო - პრობლემაა დაგვიანებული მიმართვა ექიმთან, მედიკამენტების მაღალი ფასი და მკურნალობის ხარისხი

დავით სერგეენკო - პრობლემაა დაგვიანებული მიმართვა ექიმთან, მედიკამენტების მაღალი ფასი და მკურნალობის ხარისხი

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. როგორც მინისტრმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, იდეალურ შემთხვევაში, პაციენტმა სამედიცინო საჭიროებებისთვის თავდაპირველად პირველადი ჯანდაცვის რგოლს (ოჯახის ექიმი, პედიატრი, თერაპევტი) უნდა მიმართოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაავადების პრევენცია ვერ ხერხდება - ჰოსპიტალურ მკურნალობას.

"ჩვენს შემთხვევაში, ეს პირუკუა და შეიძლება, 80 %-ზე მეტადაც პაციენტები უკვე გართულებული დაავადებით მიდიან ექიმთან. ეს არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რასაც ჰქვია პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელება, რა მიმართულებებითაც პირველი ნაბიჯების გადადგმა, სამწუხაროდ, დაგვიგვიანდა და დავიწყეთ შარშან ზაფხულში, თუმცა ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი",- განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ პრობლემაა დაგვიანებული მიმართვა ექიმთან, მედიკამენტების მაღალი ფასი და მკურნალობის ხარისხი. როგორც მინისტრმა განაცხადა, ამ პრობლემების გადაჭრას ემსახურება პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და სამედიცინო მოვლის ხარისხის კონტროლის ელემენტების დანერგვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."