11 წლის თეკლა ჯაოშვილი ბევრი თანატოლისგან გამორჩეული ბავშვია. როგორც ის ამბობს, ესმის ხეების ენა, ასევე შეუძლია წარსული და მომავალი დაინახოს. ყველაფერი კი დედის მუცლად ყოფნის პერიოდში დაიწყო. ექიმებმა თეკლას ხერხემლის მიდამოში ზრდადი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ერთადერთი, ვინც იმედი არ დაკარგა გოგონას ბებია იყო, რომელმაც თქვა, რომ ბავშვი აუცილებლად გადარჩებოდა. საკუთარი ბინა გაყიდა, მაგრამ თანხა მკურნალობისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. მალევე მათ ცხოვრებაში "კეთილი ჯადოქარი" გამოჩნდა. სრულიად უცხო ადამიანმა გოგონას მკურნალობისთვის ერთი მილიონი ევრო გაიღო.
იხილეთ palitratv.ge-ს მიერ მომზადებული სიუჟეტი თეკლა ჯაოშვილის შესახებ
"ყველანაირ სამედიცინო ძალას აღემატებოდა ნაყოფის დიაგნოზი, მაგრამ ნუმეროლოგიური გათვლებით ვთქვი, რომ ის გადარჩებოდა... მე ერთი რამ ვიცი, კონკიას ზღაპარივით, დღესაც არ მჯერა ეს ყველაფერი და სხვას როგორ დავაჯერო. როდესაც ეს ამბავი გავიგეთ, ჩალის ფასად გავყიდე ბინა და გავფრინდით გერმანიაში. შემდეგ ტელევიზიაში გავიდა რეკლამა, რომ 10 დღის ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დახმარება. ერთ-ერთმა პიროვნებამ ეს მოისმინა და თქვა, რომ მე ამ ბავშვს დავეხმარებიო. ეს იყო მარტოხელა კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრების დანაზოგი დაუდო თეკლას, ეს იყო ერთი მილიონი ევრო", - ამბობს თეკლას ბებია ნატო ხარებავა.