4 მითი პალმის ზეთზე - ის, რაც მის უნიკალურ თვისებებზე არ იცოდით

4 მითი პალმის ზეთზე - ის, რაც მის უნიკალურ თვისებებზე არ იცოდით

საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს, საზიანოა თუ არა პალმის ზეთი, განსაკუთრებით კი მოზარდებისთვის. იმის გასარკვევად, თუ რაში ადანაშაულებენ პალმის ზეთს, რამდენიმე ფორუმს ვესტუმრეთ, სადაც შემდეგი შინაარსის შეკითხვებს წავაწყდით.

ძირითადი შეკითხვა ეხება პალმის ზეთის მოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე, კერძოდ, შეიწოვება თუ არა პალმის ზეთი სხვა ცხიმების მსგავსად? მავნებელია თუ არა პალმის ზეთი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის?

პალმის ზეთის მიმართ ერთდროულად რამდენიმე პრეტენზიას გამოთქვამენ, მას მავნე ტრანსცხიმების დიდი რაოდენობით შემცველობას მიაწერენ, რომლებიც სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის, თუმცა ამ ბრალდებას აქარწყლებს ის, რომ პალმის ზეთს თავიდანვე ნახევრად მყარი კონსისტენცია გააჩნია, მისი ცხიმი არ იღვრება და მას არ ესაჭიროება ხელოვნური გამყარება, შესაბამისად შემცველობაში პალმის ზეთი ტრანსცხიმებს არ საჭიროებს.

მაშინ ისმის კითხვა: რატომ უჩნდება ამდენი შეკითხვა საზოგადოებას? აღმოჩნდა რომ ამის საფუძველი არსებობს. რაც შესაძლებელია შემდეგ ფაქტთან იყოს დაკავშირებული, მსხვილი საკვების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან პალმის ზეთზე მოთხოვნილება ყოველწლიურად იზრდება, რაც პირდაპირპროპორციულად გულისხმობს იმას, რომ იმატებს ტროპიკული ხეების გაჩეხვის ინტენსივობა იმ რეგიონებში, სადაც ზეთოვანი პალმის ხე ხარობს. ამ ფაქტს Greenpeace-ს გარემოს დამცველი ორგანიზაციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რადგანაც ბუნებრივი ტროპიკული ტყეების გაჩეხვას და მათ ადგილას ზეთოვანი პალმის მოშენებას თან სდევს იქ არსებული ფლორისა და ფაუნის, განსაკუთრებით ორანგუტანების განადგურება. სწორედ ამიტომ პალმის ზეთზე უარყოფითი ინფორმაციის საზოგადოებამდე მისატანად Greenpeace-მა საკმაოდ დიდი რესურსი დახარჯა და დღეს ადამიანების არასწორი, უარყოფითი დამოკიდებულება პალმის ზეთის მიმართ სწორედ მათი კამპანიის შედეგია.

რადგან საზოგადოებაში ხშირად ისმის ეს კითხვა, ჩვენც გამოვიკვლიეთ და ვეცადეთ კონკრეტული ფაქტებით გაგვექარწყლებინა ჩამოყალიბებული არასწორი მოსაზრებები პალმის ზეთზე. გთავაზობთ რამდენიმე გავრცელებულ მითს და მათ საპასუხო ფაქტებს პალმის ზეთის თვისებებთან დაკავშირებით.

1. მითი, რომ პალმის ზეთის მონელება ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ძალიან რთულია, რადგან იგი ადამიანის ორგანიზმის ტემპერატურაზე გაცილებით მაღალ გრადუსზე დნება.

რეალობა ისაა, რომ ცხიმების გადამუშავება ადამიანის ორგანიზმში ტემპერატურის ზემოქმედებით არ ხდება. რაც შესაბამისად გამორიცხავს იმას, რომ ადამიანის ორგანიზმი პალმის ზეთს ვერ ინელებს, პირიქით, პალმის ზეთი მდიდარია ტრიგლიცერინებით, რომელთა მონელება სწრაფად ხდება და ღვიძლში მოხვედრის შემდეგ ხმარდება ენერგიის გამომუშავებას სისხლის ნაკადში გადასვლის გარეშე.

2. მითი, რომ განვითარებულ ქვეყნებში (ევროპასა და ამერიკაში) პალმის ზეთი აკრძალულია

რეალობაა, რომ მას მოიხმარენ ყველა განვითარებულ ქვეყანაში. მაგალთად აშშ მსოფლიოში წარმოებული პალმის ზეთის 10%-ს მოიხმარს. ვეგეტარიანული საკვები პროდუქტების უმრავლესობაც სწორედ პალმის ზეთზე მზადდება.

3. მითია ისიც, რომ პალმის ზეთის გამოყენება მხოლოდ მეტალურგიულ და საპნის წარმოებაშია შესაძლებელი

რეალობაა, რომ პალმის ზეთის გამოყენების სფერო ძალზედ ფართოა და მას დაახლოებით 5000 წელია იყენებენ კვების მრეწველობაში.

4. მითია ის, რომ პალმის ზეთს აწარმოებენ ზეთოვანი პალმის ხის მერქნისგან

რეალობაში, მისი გამოხდა წარმოებს ზეთოვანი პალმის ხის ნაყოფის რბილობიდან.

საბოლოო ჯამში, პალმის ზეთი არათუ შეიცავს ტრანსცხიმებს, არამედ საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ პროდუქტებში სწორედ ტრანსცხიმების შემცველობა.

როგორც ექიმები ამბობენ, პალმის ზეთის გამოყენებას საკონდიტრო ნაწარმსა და პურ-ფუნთუშეულში შეუძლია შეამციროს ონკოლოგიური დაავადებების რისკი, ხოლო ზომიერ მოხმარებას კი - გულ-სისხლძარღთა დაავადებების შემცირება.

აღმოჩნდა, რომ პალმის ზეთის აკრძალვას არავითარი სიკეთე არ მოყვება, რადგან კვებით მრეწველობას ესაჭიროება მყარი ცხიმები, ამიტომ პალმის ზეთის აკრძალვის შემთხვევაში, საკვები პროდუქციის მწარმოებლები, ალტერნატივის სახით დაიწყებენ ჰიდროგენიზებული მცენარეული ზეთების გამოყნებას, რაც გამოიწვევს ჯანმრთელობისთვის სახიფათო ტრანსცხიმების მოხმარების გაზრდას.

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ

2020 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ვინ გამდიდრდება და ვინ უნდა უფრთხილდეს ვალებს

რატომ მივიდა "მასტერშეფში" და ვინ დააშორა დიმუ მენაბდე თინა მახარაძესთან - "მტკივნეული იყო დაშორება, ძალიან კარგად ვიყავით"