სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ყველაზე ხანგრძლივი ქირურგიული ოპერაციები საქართველოში
ყველაზე ხანგრძლივი ქირურგიული ოპერაციები საქართველოში

სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი გან­ცდაა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვის შიში, ნერ­ვი­უ­ლო­ბა ოპე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას და სა­ა­ვად­მყო­ფოს დე­რე­ფან­ში ბოლ­თის ცემა ექი­მის­გან ახა­ლი ამ­ბის გა­გე­ბის მო­ლო­დინ­ში. ეს ღელ­ვა კი­დევ უფრო მძაფ­რდე­ბა მა­შინ, როცა ქი­რურ­გის მუ­შა­ო­ბა ხან­გრძლი­ვად გრძელ­დე­ბა. იმ დროს, როცა წუ­თე­ბიც კი სა­უ­კუ­ნედ გეჩ­ვე­ნე­ბა, ძა­ლი­ან რთუ­ლია ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბას 8-9 და ზოგ­ჯერ 12 სა­ა­თიც კი ელო­დო. თუმ­ცა, ასეც ხდე­ბა. ხან­გრძლი­ვი ოპე­რა­ცი­ე­ბის რი­ცხვი, რთუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საკ­მა­ოდ ხში­რია. დიდი ხანი არაა, რაც მსგავ­სი სირ­თუ­ლის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ხან­გრძლი­ვი ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ტე­ლე­წამ­ყვან შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის შვილს, ევა ბარ­ბა­ქა­ძეს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ხერ­ხე­მალ­ზე ჩა­უ­ტარ­და ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც 9 სა­ათს გაგ­რძელ­და. ოპე­რა­ცი­ას იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ექი­მე­ბი, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი ლადო წი­ქა­რიშ­ვი­ლი და ტრამ­ვა­ტო­ლო­გი ირაკ­ლი ვარ­ძუ­კაშ­ვი­ლი უძღვე­ბოდ­ნენ.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რო­მე­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი ტარ­დე­ბა ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვად სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კებ­ში. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტა­ვენ, ოპე­რა­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის სირ­თუ­ლე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ქი­რურ­გე­ბის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა შე­საძ­ლოა, 12 სა­ათ­საც კი გაგ­რძელ­დეს.

ტრამ­ვა­ტო­ლო­გი­უ­რი და ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი, ტრან­სპლან­ტა­ცია, გუ­ლის ოპე­რა­ცი­ა­თა ნა­წი­ლი - ტექ­ნი­კუ­რად რთუ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბელ იმ ოპე­რა­ცი­ა­თა ჩა­მო­ნათ­ვალს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან, რო­მელ­თა ხან­გრძლი­ვო­ბა 8-12 სა­ა­თამ­დე შე­საძ­ლოა გაგ­რძელ­დეს.

"ოპე­რა­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მიკ­რო­ქი­რურ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბაა სა­ჭი­რო, დიდ დროს მო­ი­თხოვს. ხერ­ხე­მალ­ზე მუ­შა­ო­ბამ ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვით შე­საძ­ლოა, 11 სა­ათ­ზე მეტ­ხანს გას­ტა­ნოს" - აღ­ნიშ­ნავს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მი მაკა ბუ­ლე­იშ­ვი­ლი. მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოპე­რა­ცია შე­საძ­ლოა, ასე­თი ხან­გრძლი­ვი აღ­მოჩ­ნდეს, მთელ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ის საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად სრულ­დე­ბა.

"მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­ვი­და გან­წი­რუ­ლი პა­ცი­ენ­ტი, ჩაზ­რდი­ლი კუ­ჭის სიმ­სივ­ნე ჰქონ­და, მუც­ლის ღრუს საკ­მა­ოდ დიდ ნა­წილ­ზე მო­დე­ბუ­ლი. ზუს­ტად 8 სა­ა­თი გრძელ­დე­ბო­და ოპე­რა­ცია, მაგ­რამ მან ათი დღის შემ­დეგ თვი­თონ­ვე და­ტო­ვა კლი­ნი­კა. წარ­მა­ტე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი არა ერთი, არა­მედ ძა­ლი­ან ბევ­რია. რა თქმა უნდა, ოპე­რა­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბა­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი მისი შე­დე­გი. ხან­გრძლი­ვო­ბა გა­მომ­დი­ნა­რე­ობს და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­დან" - აღ­ნიშ­ნავს მაკა ბუ­ლე­იშ­ვი­ლი.

რო­გორც AMBEBI.GE-ს გ. ჩა­ფი­ძის სა­ხე­ლო­ბის გა­და­უ­დე­ბელ კარ­დი­ო­ლო­გი­ურ ცენ­ტრში გა­ნუ­მარ­ტეს, კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლო ხან­გრძლი­ვო­ბა 4-5 სა­ა­თია. მაგ­რამ ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა საქ­მეა გა­ურ­თუ­ლე­ბელ და მსუ­ბუქ-სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის შემ­თხვე­ვებ­თან.

"ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი ოპე­რა­ცია შე­იძ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს მა­ნამ, სა­ნამ პა­ცი­ენ­ტი ცო­ცხა­ლია. გვქო­ნია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც 12 სა­ათს გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა ოპე­რა­ცია და მისი შე­დე­გი ყო­ფი­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი. თუმ­ცა­ღა, ცხა­დია, რაც დრო მა­ტუ­ლობს მით უფრო კლე­ბუ­ლობს პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი", - აღ­ნიშ­ნავს ჩა­ფი­ძის ცენ­ტრის კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ექი­მი.

მისი თქმით, ასე­თი მძი­მე და ხან­გრძლი­ვი ძი­რი­თა­დად არის ოპე­რა­ცი­ე­ბი აღ­მა­ვალ აორ­ტა­ზე. და­ა­ვა­დე­ბას აღ­მა­ვა­ლი აორ­ტის დი­სექ­ცია, ხოლო ოპე­რა­ცი­ას აღ­მა­ვა­ლი აორ­ტის პრო­ტე­ზი­რე­ბა-გა­მოც­ვლა ჰქვია. ოპე­რა­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბა ხში­რად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია არ­სე­ბუ­ლი სის­ხლდე­ნე­ბით. ქი­რურ­გის გან­მარ­ტე­ბით, ასე­თი ხან­გრძლი­ვო­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბი იშ­ვი­ა­თია, რად­გან მსგავ­სი პა­ცი­ენ­ტე­ბის 80% კლი­ნი­კამ­დე ვერ აღ­წევს.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ყველაზე ხანგრძლივი ქირურგიული ოპერაციები საქართველოში

ყველაზე ხანგრძლივი ქირურგიული ოპერაციები საქართველოში

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანისთვის კარგად ნაცნობი განცდაა საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში, ნერვიულობა ოპერაციის მიმდინარეობისას და საავადმყოფოს დერეფანში ბოლთის ცემა ექიმისგან ახალი ამბის გაგების მოლოდინში. ეს ღელვა კიდევ უფრო მძაფრდება მაშინ, როცა ქირურგის მუშაობა ხანგრძლივად გრძელდება. იმ დროს, როცა წუთებიც კი საუკუნედ გეჩვენება, ძალიან რთულია ოპერაციის დასრულებას 8-9 და ზოგჯერ 12 საათიც კი ელოდო. თუმცა, ასეც ხდება. ხანგრძლივი ოპერაციების რიცხვი, რთული მიმდინარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ ხშირია. დიდი ხანი არაა, რაც მსგავსი სირთულის ყველაზე გახმაურებული ხანგრძლივი ოპერაცია წარმატებით დასრულდა. რამდენიმე კვირის წინ ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილის შვილს, ევა ბარბაქაძეს იაშვილის კლინიკაში ხერხემალზე ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 9 საათს გაგრძელდა. ოპერაციას იაშვილის კლინიკის ექიმები, ნეიროქირურგი ლადო წიქარიშვილი და ტრამვატოლოგი ირაკლი ვარძუკაშვილი უძღვებოდნენ.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რომელი ოპერაციები ტარდება ყველაზე ხანგრძლივად საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში. როგორც სპეციალისტები ჩვენთან საუბარში განმარტავენ, ოპერაციის ხანგრძლივობა მიმდინარეობის სირთულეზეა დამოკიდებული და ქირურგების კომბინირებული მუშაობა შესაძლოა, 12 საათსაც კი გაგრძელდეს.

ტრამვატოლოგიური და ნეიროქირურგიული ოპერაციები, ტრანსპლანტაცია, გულის ოპერაციათა ნაწილი - ტექნიკურად რთულად შესასრულებელ იმ ოპერაციათა ჩამონათვალს მიეკუთვნებიან, რომელთა ხანგრძლივობა 8-12 საათამდე შესაძლოა გაგრძელდეს.

"ოპერაციები, რომელთა მიმდინარეობისას მიკროქირურგიის გამოყენებაა საჭირო, დიდ დროს მოითხოვს. ხერხემალზე მუშაობამ ნეიროქირურგიული ჩარევით შესაძლოა, 11 საათზე მეტხანს გასტანოს" - აღნიშნავს AMBEBI.GE-სთან საუბარში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი მაკა ბულეიშვილი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია შესაძლოა, ასეთი ხანგრძლივი აღმოჩნდეს, მთელ რიგ შემთხვევებში ის საკმაოდ წარმატებულად სრულდება.

"მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მოვიდა განწირული პაციენტი, ჩაზრდილი კუჭის სიმსივნე ჰქონდა, მუცლის ღრუს საკმაოდ დიდ ნაწილზე მოდებული. ზუსტად 8 საათი გრძელდებოდა ოპერაცია, მაგრამ მან ათი დღის შემდეგ თვითონვე დატოვა კლინიკა. წარმატებული შემთხვევები არა ერთი, არამედ ძალიან ბევრია. რა თქმა უნდა, ოპერაციის ხანგრძლივობაზე არ არის დამოკიდებული მისი შედეგი. ხანგრძლივობა გამომდინარეობს დაავადების მიმდინარეობიდან" - აღნიშნავს მაკა ბულეიშვილი.

როგორც AMBEBI.GE-ს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრში განუმარტეს, კარდიოქირურგიული ოპერაციების საშუალო ხანგრძლივობა 4-5 საათია. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, როცა საქმეა გაურთულებელ და მსუბუქ-საშუალო სიმძიმის შემთხვევებთან.

"ყველაზე ხანგრძლივი ოპერაცია შეიძლება მიმდინარეობდეს მანამ, სანამ პაციენტი ცოცხალია. გვქონია შემთხვევები, როდესაც 12 საათს გაგრძელებულა ოპერაცია და მისი შედეგი ყოფილა წარმატებული. თუმცაღა, ცხადია, რაც დრო მატულობს მით უფრო კლებულობს პაციენტის გადარჩენის შანსი", - აღნიშნავს ჩაფიძის ცენტრის კარდიოქირურგიული განყოფილების ექიმი.

მისი თქმით, ასეთი მძიმე და ხანგრძლივი ძირითადად არის ოპერაციები აღმავალ აორტაზე. დაავადებას აღმავალი აორტის დისექცია, ხოლო ოპერაციას აღმავალი აორტის პროტეზირება-გამოცვლა ჰქვია. ოპერაციის ხანგრძლივობა ხშირად განპირობებულია არსებული სისხლდენებით. ქირურგის განმარტებით, ასეთი ხანგრძლივობის ოპერაციები იშვიათია, რადგან მსგავსი პაციენტების 80% კლინიკამდე ვერ აღწევს.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია