ფოთიდან 2 კვირის წინ გაუჩინარებული 28 წლის გიგა გოგოხია ზღვამ გამორიყა

 ფოთიდან 2 კვირის წინ გაუჩინარებული 28 წლის გიგა გოგოხია ზღვამ გამორიყა

ფოთში დაკარგული 28 წლის გიგა გოგოხია გარდაცვლილი იპოვეს. "ინტერპრესნიუსთან" საუბარში გარდაცვლილის ახლობელი ხვიჩა შონია ამბობს, რომ ცხედარი ოჩამჩირეში ზღვამ გამორიყა. მისივე ინფორმაციით, გვამი სოხუმის პროზექტურაშია გადასვენებული და მას ექსპერტიზა უტარდება. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ხვიჩა შონიას ინფორმაციით, ოჯახის ახლობლები აფხაზეთის სოფელ საიბერიოში არიან და გარდაცვლილის გადმოსვენებას ელოდებიან.

28 წლის გიგა გოგოხია ფოთში 1-ელ აპრილს გაუჩინარდა და მას ამ დრომდე ეძებდნენ. გალის რაიონიდან ზუგდიდში პირად საქმეზე გადმოსული გიგა გოგოხია ფოთში გასართობად მეგობართან ერთად წავიდა. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში რესტორანში იმყოფებოდნენ, მოგვიანებით, მათ ზუგდიდში წასვლა ტაქსით გადაწყვიტეს, თუმცა, გიგას ტაქსის მძღოლთან შეკამათება მოუვიდა, რომელიც ბიჭებს პატრულის გამოძახებით დაემუქრა... სწორედ აქ დაიკარგება გიგა გოგოხიას კვალი, რომელსაც ორ კვირაზე მეტი ხნის მანძილზე ეძძებდნენ ოჯახის წევრები.

წაიკითხეთ: "28 წლის ბიჭი შუა ქალაქში დაიკარგა..."

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ