სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სტუდენტების პროტესტი გრძელდება - აქციის მონაწილეების ნაწილი ღამით უნივერსიტეტში დარჩება
სტუდენტების პროტესტი გრძელდება - აქციის მონაწილეების ნაწილი ღამით უნივერსიტეტში დარჩება

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლი ღა­მით უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დარ­ჩე­ბა. "აუ­დი­ტო­რია 115"-ის ერთ-ერთი წევ­რის მა­რი­ამ ბე­გო­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, "აუ­დი­ტო­რია 115"-ის სტუ­დენ­ტე­ბის და მე­ექ­ვსე კორ­პუს­ში მყო­ფი სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რჩე­ბა.

"ბოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "აუ­დი­ტო­რია 115" პრო­ტესტს აგ­რძე­ლებს იმ სა­ხით, რა სა­ხი­თაც დღეს დი­ლით და­ი­წყო. სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლი დარ­ჩე­ბა მე-6 კორ­პუს­ში იქამ­დე ვიდ­რე ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი არ შეს­რულ­დე­ბა და პრე­მი­ე­რის­გან არ მი­ვი­ღებთ პი­რო­ბას, რომ ჩვენს მო­თხოვ­ნებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ასე­ვე ბოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "აუ­დი­ტო­რია 115"-ის ნა­წი­ლი დარ­ჩე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ ბე­გო­ი­ძემ.

მისი თქმით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ხვალ აქ­ცია-კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თოს.

სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლი დღეს დი­ლი­დან თსუ-ს მე-6 კორ­პუს­თან შე­იკ­რიბ­ნენ. სტუ­დენ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი ფა­სა­დუ­რია და არ ასა­ხავს იმ მო­თხოვ­ნებს, რა­საც ისი­ნი აყე­ნე­ბენ. სტუ­დენ­ტე­ბი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რას ითხო­ვენ.

ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სტუდენტების პროტესტი გრძელდება - აქციის მონაწილეების ნაწილი ღამით უნივერსიტეტში დარჩება

სტუდენტების პროტესტი გრძელდება - აქციის მონაწილეების ნაწილი ღამით უნივერსიტეტში დარჩება

აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილი ღამით უნივერსიტეტში დარჩება. "აუდიტორია 115"-ის ერთ-ერთი წევრის მარიამ ბეგოიძის განცხადებით, "აუდიტორია 115"-ის სტუდენტების და მეექვსე კორპუსში მყოფი სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტში რჩება.

"ბოლო გადაწყვეტილებით, "აუდიტორია 115" პროტესტს აგრძელებს იმ სახით, რა სახითაც დღეს დილით დაიწყო. სტუდენტების ნაწილი დარჩება მე-6 კორპუსში იქამდე ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება და პრემიერისგან არ მივიღებთ პირობას, რომ ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ასევე ბოლო გადაწყვეტილებით, "აუდიტორია 115"-ის ნაწილი დარჩება უნივერსიტეტში", - განაცხადა მარიამ ბეგოიძემ.

მისი თქმით, შესაძლებელია, რომ ხვალ აქცია-კონცერტი გაიმართოს.

სტუდენტების ნაწილი დღეს დილიდან თსუ-ს მე-6 კორპუსთან შეიკრიბნენ. სტუდენტების განცხადებით, განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ფასადურია და არ ასახავს იმ მოთხოვნებს, რასაც ისინი აყენებენ. სტუდენტები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

ინტერპრესნიუსი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია