სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მალული სპონსორი- 10 დღეში 1.000 დოლარი მოვაგროვე
მალული სპონსორი- 10 დღეში 1.000 დოლარი მოვაგროვე

სო­ფელ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე და ცო­ლა­დაც ერთ სოფ­ლელ ბიჭს გავ­ყე­ვი. ადრე გავ­თხოვ­დი, 15 წლის. შვი­ლი არ შე­მე­ძი­ნა...

რის გა­მოც 20 წლის გოგო ოჯახ­მა და­მი­თხო­ვა - უშ­ვი­ლო ხარ და "ბერ­წი" რძა­ლი არ გვჭირ­დე­ბაო. არა­და, ექიმ­თა­ნაც კი არ მი­მიყ­ვა­ნეს, იქ­ნებ მე კი არა, სუ­ლაც მათი შვი­ლი იყო "ბერ­წი" და უშ­ვი­ლო? მოკ­ლედ, დავ­ბრუნ­დი ჩემს მშობ­ლებ­თან და შე­ვუ­დე­ქი ყა­ნა­ში მუ­შა­ო­ბას. მა­ტე­რი­ა­ლუ­რად საკ­მა­ოდ გვი­ჭირ­და, რის გა­მოც სა­კუ­თარ თავს ყუ­რა­დღე­ბას ვერ ვაქ­ცევ­დი. ჩვენს მე­ზობ­ლად ქა­ლა­ქი­დან ერთი გოგო ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე და­სას­ვე­ნებ­ლად და ის მე­უბ­ნე­ბო­და, - პი­რის და­ბა­ნა 2 ხე­ლით რომ გეს­წავ­ლა და ნორ­მა­ლუ­რი ტა­ნი­სა­მო­სი ჩა­გეც­ვა, ქალი ვერ გა­ჯო­ბებ­და, ისე­თი ტან-ფეხი და სახე გაქ­ვსო. ფე­ხის ქუს­ლე­ბი და­ხეთ­ქი­ლი მქონ­და ყა­ნა­ში ფეხ­შიშ­ვე­ლი სი­ა­რუ­ლით; ხე­ლებ­ზეც სულ "მა­ზო­ლე­ბი" მქონ­და, ფრჩხი­ლე­ბი - მო­უვ­ლე­ლი. არა, ის კი არ იფიქ­როთ, რომ ბინ­ძუ­რი და და­უ­ბა­ნე­ლი ვი­ყა­ვი. უბ­რა­ლოდ, საქ­მის­გან ისე ვი­ყა­ვი გა­დაღ­ლი­ლი, მხო­ლოდ და­ბა­ნას ვა­ხერ­ხებ­დი, თა­ვის მოვ­ლას კი - ვერა.

ჩემი ძმა და რძა­ლი თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ (გა­უ­მარ­თლა ჩემს ძმას და ბი­ნით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი გოგო მო­იყ­ვა­ნა ცო­ლად). მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ცოტა გა­უ­ჭირ­დათ და სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­წყვი­ტეს წას­ვლა. მე მთხო­ვეს, მათ სახ­ლში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი სა­ცხოვ­რებ­ლად და ყუ­რა­დღე­ბა მი­მექ­ცია. შემ­პირ­დნენ, რომ ფულს უცხო­ე­თი­დან გა­მო­მიგ­ზავ­ნიდ­ნენ და არა­ფერს გა­მი­ჭირ­ვებ­დნენ. დავ­თან­ხმდი და რა და­სა­მა­ლია, სი­ხა­რუ­ლით გა­და­ვე­დი თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად. ნელ-ნელა ფორ­მა­ში ჩავ­დე­ქი. მარ­თა­ლია, ბევრ ფულს ვერ მიგ­ზავ­ნიდ­ნენ, მაგ­რამ 200 დო­ლა­რი სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იყო მარ­ტო­ხე­ლა გო­გოს­თვის. ერთ დი­ლით სა­წო­ლი­დან ფე­ხე­ბი ჩა­მოვ­დგი და ია­ტაკ­ზე დაგ­დე­ბუ­ლი 100-დო­ლა­რი­ა­ნი და­ვი­ნა­ხე. ჩემი ნამ­დვი­ლად არ იყო, მაგ­რამ ია­ტაკ­ზე რო­გორ მოხ­ვდა, ვერ გა­ვი­გე. მე­ო­რე დღეს და მომ­დევ­ნო 1 კვი­რის მან­ძილ­ზეც იგი­ვე მე­ორ­დე­ბო­და. პირ­ველ სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ­დი და მივ­ხვდი, ვი­ღაც ფან­ჯრი­დან მიგ­დებ­და ფულს, მაგ­რამ ვინ იყო, იმის დად­გე­ნა გა­მი­ჭირ­და. 10 დღე­ში 1.000 დო­ლა­რი მო­ვაგ­რო­ვე. ეს სა­ოც­რად დიდი თან­ხა იყო ჩემ­თვის... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მალული სპონსორი- 10 დღეში 1.000 დოლარი მოვაგროვე

მალული სპონსორი- 10 დღეში 1.000 დოლარი მოვაგროვე

სოფელში დავიბადე და გავიზარდე და ცოლადაც ერთ სოფლელ ბიჭს გავყევი. ადრე გავთხოვდი, 15 წლის. შვილი არ შემეძინა...

რის გამოც 20 წლის გოგო ოჯახმა დამითხოვა - უშვილო ხარ და "ბერწი" რძალი არ გვჭირდებაო. არადა, ექიმთანაც კი არ მიმიყვანეს, იქნებ მე კი არა, სულაც მათი შვილი იყო "ბერწი" და უშვილო? მოკლედ, დავბრუნდი ჩემს მშობლებთან და შევუდექი ყანაში მუშაობას. მატერიალურად საკმაოდ გვიჭირდა, რის გამოც საკუთარ თავს ყურადღებას ვერ ვაქცევდი. ჩვენს მეზობლად ქალაქიდან ერთი გოგო ჩამოდიოდა ხოლმე დასასვენებლად და ის მეუბნებოდა, - პირის დაბანა 2 ხელით რომ გესწავლა და ნორმალური ტანისამოსი ჩაგეცვა, ქალი ვერ გაჯობებდა, ისეთი ტან-ფეხი და სახე გაქვსო. ფეხის ქუსლები დახეთქილი მქონდა ყანაში ფეხშიშველი სიარულით; ხელებზეც სულ "მაზოლები" მქონდა, ფრჩხილები - მოუვლელი. არა, ის კი არ იფიქროთ, რომ ბინძური და დაუბანელი ვიყავი. უბრალოდ, საქმისგან ისე ვიყავი გადაღლილი, მხოლოდ დაბანას ვახერხებდი, თავის მოვლას კი - ვერა.

ჩემი ძმა და რძალი თბილისში ცხოვრობდნენ (გაუმართლა ჩემს ძმას და ბინით უზრუნველყოფილი გოგო მოიყვანა ცოლად). მატერიალურად ცოტა გაუჭირდათ და საზღვარგარეთ გადაწყვიტეს წასვლა. მე მთხოვეს, მათ სახლში გადავსულიყავი საცხოვრებლად და ყურადღება მიმექცია. შემპირდნენ, რომ ფულს უცხოეთიდან გამომიგზავნიდნენ და არაფერს გამიჭირვებდნენ. დავთანხმდი და რა დასამალია, სიხარულით გადავედი თბილისში საცხოვრებლად. ნელ-ნელა ფორმაში ჩავდექი. მართალია, ბევრ ფულს ვერ მიგზავნიდნენ, მაგრამ 200 დოლარი სრულიად საკმარისი იყო მარტოხელა გოგოსთვის. ერთ დილით საწოლიდან ფეხები ჩამოვდგი და იატაკზე დაგდებული 100-დოლარიანი დავინახე. ჩემი ნამდვილად არ იყო, მაგრამ იატაკზე როგორ მოხვდა, ვერ გავიგე. მეორე დღეს და მომდევნო 1 კვირის მანძილზეც იგივე მეორდებოდა. პირველ სართულზე ვცხოვრობდი და მივხვდი, ვიღაც ფანჯრიდან მიგდებდა ფულს, მაგრამ ვინ იყო, იმის დადგენა გამიჭირდა. 10 დღეში 1.000 დოლარი მოვაგროვე. ეს საოცრად დიდი თანხა იყო ჩემთვის... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს