რუსთავში მეზობლის მიერ გადმოგდებულმა სიგარეტის ნამწვმა ხანძარი გააჩინა. ინფორმაციას Info rustavi ავრცელებს.
"თოდრიის წრესთან ერთერთი კორპუსის ბინის აივნიდან კვამლი გამოდიოდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ზედა სართულიდან გადმოგდებული სიგარეტის ნამწვი მეექვსე სართულის აივანზე დაეცა სადაც ცეცხლი ნაჭერს წაეკიდა.
კორპუსის მაცხოვრებლებმა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მალევე გამოიძახეს და ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხდა", - ნათქვამია Info rustavi-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშI.