სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნუცუბიძეზე "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღება 43 წლის შეიარაღებულმა მამაკაცმა სცადა
ნუცუბიძეზე "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღება 43 წლის შეიარაღებულმა მამაკაცმა სცადა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სსიპ დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმის ფაქ­ტი და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე­ვე აღ­კვე­თეს. თბი­ლის­ში, ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ექ­სპრეს-ფი­ლი­ალ­ში, რო­მელ­საც დაც­ვის პო­ლი­ცია სა­გან­გა­შო ღი­ლა­კით იცავს, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი შე­იჭ­რა და ბან­კის და­ყა­ჩა­ღე­ბა სცა­და.

შსს-ს დაც­ვის პო­ლი­ცი­ა­ში გან­გა­შის სიგ­ნა­ლის შეს­ვლის­თა­ნა­ვე, ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის ჯგუ­ფი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­ვი­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ირაკ­ლი კ. ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვეს, ნივთმტკი­ცე­ბად - ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და ხელ­ჩან­თა, ნა­ძარ­ცვი თან­ხით ამო­ი­ღეს.

იხი­ლეთ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი, შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბის­თვის, კრი­მი­ნა­ლუ­რი და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს გა­და­ე­ცათ. გა­მო­ძი­ე­ბა ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 179-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. საქ­მეს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი იძი­ებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ნუცუბიძეზე "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღება 43 წლის შეიარაღებულმა მამაკაცმა სცადა

ნუცუბიძეზე "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღება 43 წლის შეიარაღებულმა მამაკაცმა სცადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების თანამშრომლებმა "საქართველოს ბანკზე" ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი დანაშაულის ადგილზევე აღკვეთეს. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, "საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ფილიალში, რომელსაც დაცვის პოლიცია საგანგაშო ღილაკით იცავს, შეიარაღებული პირი შეიჭრა და ბანკის დაყაჩაღება სცადა.

შსს-ს დაცვის პოლიციაში განგაშის სიგნალის შესვლისთანავე, ოპერატიული რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გავიდა. სამართალდამცველებმა 1973 წელს დაბადებული ირაკლი კ. ადგილზევე დააკავეს, ნივთმტკიცებად - ცეცხლსასროლი იარაღი და ხელჩანთა, ნაძარცვი თანხით ამოიღეს.

იხილეთ შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრები

აღნიშნული ფაქტი, შემდგომი რეაგირებისთვის, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გადაეცათ. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ