სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მანანა კობახიძე გია ბარამიძეს: "იქნებ, დამამშვიდებელი დალიოთ"
მანანა კობახიძე გია ბარამიძეს: "იქნებ, დამამშვიდებელი დალიოთ"

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბამ ბი­უ­როს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ისევ და­ა­ყე­ნა პარ­ლა­მენ­ტში უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის მის­ვლის სა­კი­თხი. რო­გორც უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რმა, გია ბა­რა­მი­ძემ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ვალ­დე­ბუ­ლია პარ­ლა­მენ­ტში მი­ვი­დეს და "რად­გან ის უკვე მე­რამ­დე­ნე სხდო­მაა პარ­ლა­მენ­ტში არ მო­დის, ნიშ­ნავს იმას, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი არ მუ­შა­ობს". სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბას ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ, მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ცდი­ლობს ყო­ვე­ლი ბი­უ­როს სხდო­მა მათ და­ეთ­მოთ. "ყო­ველ სხდო­მა­ზე უმ­ცი­რე­სო­ბა ცდი­ლობს ბი­უ­რო მათ და­ეთ­მოთ და იქ­ნებ ბა­ტო­ნო გია, და­მამ­შვი­დე­ბე­ლი და­ლი­ოთ და დამ­შვიდ­დეთ," - აღ­ნიშ­ნა მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

"და­მამ­შვი­დე­ბელს მი­ი­ღებთ თქვენ შე­მოდ­გო­მა­ზე, 8 ოქ­ტომ­ბერს" - ასე უპა­სუ­ხა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ვიცე სპი­კე­რის რეპ­ლი­კას. ბა­რა­მი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, სუს-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­სას­მე­ნად კვო­რუ­მის არ­ქო­ნა უმ­ცი­რე­სო­ბას და­აბ­რა­ლონ.

"თავ­ხე­დო­ბა გყოფ­ნით, რომ ეს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბას და­აბ­რა­ლოთ და თითი გა­ვიშ­ვი­როთ ჩვენ­კენ, ეს არის ყო­ველ­გვარ ზღვარს გა­და­სუ­ლი ცი­ნიზ­მი", - გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ჩა­ერ­თო გიგა ბუ­კი­აც, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ თავ­ხე­დო­ბაა გია ბა­რა­მი­ძის­გან ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ზე სა­უ­ბა­რი. "არ გა­ინ­ტე­რე­სებთ ბა­ტო­ნო გია, თავ­ხე­დად რა­ტომ მო­გიხ­სე­ნი­ეთ? რო­დე­საც ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ზეა სა­უ­ბა­რი, თქვენ, პირ­ველ რიგ­ში, უნდა იცო­დეთ რა თე­მას ეხე­ბით. რო­დე­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ლა­მენ­ტში მოს­ვლა კი არა, სუს-ის ხსე­ნე­ბა­ზე გა­სუ­სუ­ლე­ბი იჯე­ქით ყვე­ლა­ნი. ჩვენ მი­ვი­ღეთ კა­ნო­ნი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე ვალ­დე­ბუ­ლია ეს სამ­სა­ხუ­რი", - მი­მარ­თა გიგა ბუ­კი­ამ გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძეს.

ცნო­ბი­სათ­ვის, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბი­სას ბი­უ­როს სხდო­მა­ზე დე­პუ­ტა­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნაც და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

იხი­ლეთ და­პი­რის­პი­რე­ბის კად­რე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მანანა კობახიძე გია ბარამიძეს: "იქნებ, დამამშვიდებელი დალიოთ"

მანანა კობახიძე გია ბარამიძეს: "იქნებ, დამამშვიდებელი დალიოთ"

საპარლამენტო უმცირესობამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ისევ დააყენა პარლამენტში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მისვლის საკითხი. როგორც უმცირესობის წევრმა, გია ბარამიძემ სხდომაზე განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვალდებულია პარლამენტში მივიდეს და "რადგან ის უკვე მერამდენე სხდომაა პარლამენტში არ მოდის, ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოების სამსახური არ მუშაობს". სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას ხმაური მოჰყვა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერ, მანანა კობახიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ყოველი ბიუროს სხდომა მათ დაეთმოთ. "ყოველ სხდომაზე უმცირესობა ცდილობს ბიურო მათ დაეთმოთ და იქნებ ბატონო გია, დამამშვიდებელი დალიოთ და დამშვიდდეთ," - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

"დამამშვიდებელს მიიღებთ თქვენ შემოდგომაზე, 8 ოქტომბერს" - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიცე სპიკერის რეპლიკას. ბარამიძემ აღნიშნა, რომ აღმაშფოთებელია, სუს-ის ხელმძღვანელის მოსასმენად კვორუმის არქონა უმცირესობას დააბრალონ.

"თავხედობა გყოფნით, რომ ეს საპარლამენტო უმცირესობას დააბრალოთ და თითი გავიშვიროთ ჩვენკენ, ეს არის ყოველგვარ ზღვარს გადასული ცინიზმი", - განაცხადა ბარამიძემ.

დაპირისპირებაში ჩაერთო გიგა ბუკიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ თავხედობაა გია ბარამიძისგან ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე საუბარი. "არ გაინტერესებთ ბატონო გია, თავხედად რატომ მოგიხსენიეთ? როდესაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზეა საუბარი, თქვენ, პირველ რიგში, უნდა იცოდეთ რა თემას ეხებით. როდესაც წლების განმავლობაში პარლამენტში მოსვლა კი არა, სუს-ის ხსენებაზე გასუსულები იჯექით ყველანი. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომლის მეშვეობითაც პარლამენტის წინაშე ვალდებულია ეს სამსახური", - მიმართა გიგა ბუკიამ გიორგი ბარამიძეს.

ცნობისათვის, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს რამდენიმე დღის წინაც დაუპირისპირდნენ.

იხილეთ დაპირისპირების კადრები

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები