სირია - ქვეყანა, რომელზეც ძირითადად კონფლიქტის, ლტოლვილების, ტერაქტების კონტექსტში ვსაუბრობთ... ქვეყანა, რომელიც 5 წელია სამოქალაქო ომში ცხოვრობს, ქვეყანა, სადაც დაუსრულებელ დაპირისპირებებს სამთავრობო და ოპოზიციურ სამხედრო ფორმირებებს შორის, 400 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 2 მილიონამდე ადამიანმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. კონფლიქტის შედეგად, ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებულად 11 მილიონი ადამიანი ითვლება.
დამასკო, ჰომსი, პალმირა, ალეპო - სამოქალაქო ომის შედეგად სირიის ამ ქალაქების ძირითადი ნაწილი ნანგრევებად იქცა. ამ ყველაფრის ფონზე, თითქმის ყველას დაავიწყდა, რეალურად რამდენად ლამაზია ეს აზიური ქვეყანა. მაშ ასე, ღრმად ჩაისუნთქეთ და დაათვალიერეთ ფოტოგალერეა, სადაც დაგხვდებათ სირიის ულამაზესი ქუჩების, ღირშესანიშნაობების და ქალაქების თვალისმომჭრელი ფოტოები.