სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"პოლიტიკურად შეაფასეს ჩემი გამარჯვება... დარბაზში რუსებსაც კი საქართველოს დროშა ეჭირათ" - "იურმალას" ქართველი გამარჯვებული, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის
"პოლიტიკურად შეაფასეს ჩემი გამარჯვება... დარბაზში რუსებსაც კი საქართველოს დროშა ეჭირათ" - "იურმალას" ქართველი გამარჯვებული, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის

ანა­ნო ღიბ­რა­ძეს მუ­სი­კა­ლურ წრე­ებ­ში კარ­გად იც­ნო­ბენ, ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სე­ბის ხუთი გრან-პრის მფლო­ბე­ლია. 2009 წელს სა­ბავ­შვო "იურ­მა­ლას" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გახ­და, მა­შინ მის წარ­მა­ტე­ბა­ზე წერ­და რუ­სუ­ლი პრე­სა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამის შე­სა­ხებ თით­ქმის ვე­რა­ვინ გა­ი­გო.

- 8 წლის ასა­კი­დან ვმღე­რი, პირ­ვე­ლად კონ­კურ­სზე "ოქ­როს დის­კი" პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ავი­ღე, ასე და­ი­წყო ჩემი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა. 2006 წელს გა­ვემ­გზავ­რე ბე­ლო­რუს­ში კონ­კურ­სზე"სლა­ვი­ანსკი ბა­ზა­რი", სა­დაც მე­ო­რე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი გავ­ხდი, 2007 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­და სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ის" შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი, სა­დაც 12 გა­მარ­ჯვე­ბულ ბავ­შვში მეც ვი­ყა­ვი. 2007 წელს ასე­ვე ავი­ღე გრან-პრი ბულ­გა­რე­თის ქა­ლაქ ვარ­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბულ კონ­კურ­სში "პეს­ნია მა­გია". 2007 წელს ასე­ვე ავი­ღე უკ­რა­ი­ნა­ში გრან-პრი კონ­კურ­სში "ბრო­ლის ტო­რო­ლა ". 2008 წელს მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ასე­ვე უკ­რა­ი­ნის კონ­კურ­სზე - "მო­ლო­და გა­ლი­ჩი­ნა", სა­დაც კი­დევ ერთი გრან-პრი ავი­ღე.

- ანა­ნო, მოგ­ვი­ყე­ვი შენი "იურ­მა­ლა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ...

- 2009 წელს და­ვი­წყე "იურ­მა­ლას­თვის" მზა­დე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად კი­ევ­ში წა­ვე­დით, რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტი, შე­სარ­ჩევ ტურ­ზე, სა­დაც იგორ კრუ­ტო­იმ და მის­მა ჯგუფ­მა მოგ­ვის­მი­ნა და მე ამირ­ჩი­ეს. შემ­დეგ გა­ვემ­გზავ­რეთ კონ­კურ­სზე მოს­კოვ­ში, სა­დაც ორი კვი­რის მან­ძილ­ზე ალექ­სან­დრე რევ­ზი­ნი გვი­ტა­რებ­და მას­ტერკლა­სებს. კრუ­ტო­ის­თან, რევ­ზინ­თან, რუ­მი­ან­ცევ­თან, კობ­ზონ­თან, პრეს­ნი­ა­კოვ­თან და აგუ­ტინ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით. მსგავს რე­ა­ლო­ბა­ში არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. 2009 წელს გა­ვი­მარ­ჯვე სა­ბავ­შვო "იურ­მა­ლა­ზე". სა­ქარ­თვე­ლომ მა­შინ მი­ი­ღო პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. იყო უპ­რე­ცენ­დენ­ტო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ორი სა­კონ­კურ­სო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჟი­უ­რის წევ­რე­ბის­გან მხო­ლოდ უმაღ­ლე­სი 11 ქულა და­ვიმ­სა­ხუ­რე. გა­მარ­ჯვე­ბულს ანუ მე, წი­ლად მხვდა 2010 წელს დი­დე­ბის "იურ­მა­ლა­ზე" სტუმ­რის სტა­ტუ­სით გამ­გზავ­რე­ბა, ერთ-ერთი სა­კონ­კურ­სო დღის ბო­ლოს, რო­დე­საც ყვე­ლამ სცე­ნი­დან იგორ კრუ­ტო­ის და­ბა­დე­ბის დღე მი­უ­ლო­ცა, იგი თა­ვად მო­ვი­და ჩემ­თან და მთხო­ვა, მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სა­პა­ტიო სტუ­მა­რი. მახ­სოვს, მთე­ლი დარ­ბა­ზი ტაშს უკ­რავ­და, მე კი დაბ­ნე­უ­ლო­ბი­სა­გან ვე­რა­ფე­რი ვთქვი. წვე­უ­ლე­ბას ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

- რა­ტომ არ გა­შუქ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში შენი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ?

- არ მინ­და პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა. უბ­რა­ლოდ, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის ერ­თმა­ნეთ­ში არე­ვა ძა­ლი­ან ცუდ ტო­ნად მი­მაჩ­ნია. მუ­სი­კას და ხე­ლოვ­ნე­ბას ზო­გა­დად ჩემ­თვის სა­ზღვრე­ბი არ აქვს. მა­შინ პო­ლი­ტი­კუ­რად შე­ა­ფა­სეს ჩემი გა­მარ­ჯვე­ბა... არა­და, დარ­ბაზ­ში ჩემი სიმ­ღე­რის დროს რუ­სებ­საც კი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა ეჭი­რათ. იქ ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლი ჩემ­ზე წერ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნალ­მა და­წე­რა სტა­ტია. დღეს როცა ეს­მით, რომ მე მო­ვი­გე "იურ­მა­ლა", ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლი მი­ყუ­რებს და ხში­რად მი­წევს ახ­სნა, რომ ეს იყო 2009 წელს.

გა­მი­მარ­თლა და იმ კონ­ცერ­ტზე მოვ­ხვდი, სა­დაც ლარა ფა­ბი­ა­ნი მღე­რო­და, ერ­თად ვიმ­ღე­რეთ "ჰეი მის­ტერ პრე­ზი­დენტს". ლარა ფა­ბი­ან­მა მი­თხრა, იმე­დია დიდ სცე­ნა­ზე შევ­ხვდე­ბი­თო. იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი იქ დარ­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კრუ­ტო­იმ მოს­კოვ­ში დარ­ჩე­ნა შე­მომ­თა­ვა­ზა, მაგ­რამ რთუ­ლი იყო 15 წლის ასაკ­ში ყვე­ლაფ­რის და­ტო­ვე­ბა და მოს­კოვ­ში გა­დას­ვლა. არ ვი­ყა­ვი მზად ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან და­სა­წყე­ბად. მინ­დო­და მეს­წავ­ლა და სხვა­ნა­ი­რად მეთ­ქვა ჩემი სი­ტყვა. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ჩემი ხალ­ხი მიც­ნობ­დეს და ჩემი ქვე­ყა­ნა ამა­ყობ­დეს ჩე­მით.

- ცნო­ბი­ლია, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ პატ­რი­არ­ქს შეხ­ვდი, რო­მე­ლიც შენი სიმ­ღე­რით მო­ი­ხიბ­ლა და რჩე­ვე­ბიც მოგ­ცა...

- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ზე­ი­მი იყო პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რა. 20 წუთი მე­სა­უბ­რა, მი­ვი­ღე მისი უწ­მინ­დე­სო­ბის­გან ბევ­რი რჩე­ვა-და­რი­გე­ბა, სი­ტყვე­ბით არ შე­მიძ­ლია იმ დიდი და უსა­ზღვრო ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა, რა­საც იმ წუ­თებ­ში ვგრძნობ­დი. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა სა­პატ­რი­არ­ქო­ში ძვე­ლით ახალ წელს შედ­გა, სტუმ­რე­ბი ჰყავ­და, მათ შო­რის მომ­ღერ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც უწ­მინ­დესს უმ­ღე­რეს. მინ­დო­და მეც მემ­ღე­რა პატ­რი­არ­ქის­თვის, მაგ­რამ იმ დღეს არ მო­ხერ­ხდა. მე­ო­რე დღეს მის­მა მდი­ვან­მა და­მი­ბა­რა, იქ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ არ­ქი­მან­დრი­ტი იო­ა­ნე მჭედ­ლიშ­ვი­ლი, მე­უ­ფე და­ნი­ე­ლი, დე­და­ო­ე­ბი და სხვა სტუმ­რე­ბი. პატ­რი­არ­ქი მის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლეს გა­ნი­ხი­ლავ­და. ყვე­ლა სი­ტყვას დე­ტა­ლუ­რად მიყ­ვე­ბო­და. როცა და­ას­რუ­ლა ეპის­ტო­ლეს გან­ხილ­ვა, არ­ქი­მან­დრიტ­მა იო­ა­ნემ, რო­მე­ლიც ჩემი სუ­ლი­ე­რი მა­მაა, უთხრა, ანა­ნო გიმ­ღე­რებ­თო და მეც მე­რა­ია ქე­რის Hero ვიმ­ღე­რე. როცა მო­მის­მი­ნა, ტაში და­მიკ­რა და ბევ­რი თბი­ლი სი­ტყვა მი­თხრა. ასე­ვე მი­თხრა, დიდი გზა გე­ლო­დე­ბაო და ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რჩე­ვა მი­ვი­ღე მის­გან, რო­მელ­საც სა­ი­დუმ­ლოდ დავ­ტო­ვებ, ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა...

- ახლა რას აკე­თებ?

- ახლა "ბრა­ვო რე­კორდსთან" ვთა­ნამ­შრომ­ლობ, რის­თვი­საც დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი ზაზა შენ­გე­ლი­ას, ის რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, აქ­ტი­უ­რად ვერ დავ­ბრუნ­დე­ბო­დი სიმ­ღე­რა­ში.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"პოლიტიკურად შეაფასეს ჩემი გამარჯვება... დარბაზში რუსებსაც კი საქართველოს დროშა ეჭირათ" - "იურმალას" ქართველი გამარჯვებული, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის

"პოლიტიკურად შეაფასეს ჩემი გამარჯვება... დარბაზში რუსებსაც კი საქართველოს დროშა ეჭირათ" - "იურმალას" ქართველი გამარჯვებული, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის

ანანო ღიბრაძეს მუსიკალურ წრეებში კარგად იცნობენ, ის საერთაშორისო კონკურსების ხუთი გრან-პრის მფლობელია. 2009 წელს საბავშვო "იურმალას" გამარჯვებულიც გახდა, მაშინ მის წარმატებაზე წერდა რუსული პრესა, თუმცა საქართველოში ამის შესახებ თითქმის ვერავინ გაიგო.

- 8 წლის ასაკიდან ვმღერი, პირველად კონკურსზე "ოქროს დისკი" პირველი ადგილი ავიღე, ასე დაიწყო ჩემი კარიერული წინსვლა. 2006 წელს გავემგზავრე ბელორუსში კონკურსზე"სლავიანსკი ბაზარი", სადაც მეორე ადგილის მფლობელი გავხდი, 2007 წელს საქართველოში ჩატარდა საბავშვო "ევროვიზიის" შესარჩევი კონკურსი, სადაც 12 გამარჯვებულ ბავშვში მეც ვიყავი. 2007 წელს ასევე ავიღე გრან-პრი ბულგარეთის ქალაქ ვარნაში ჩატარებულ კონკურსში "პესნია მაგია". 2007 წელს ასევე ავიღე უკრაინაში გრან-პრი კონკურსში "ბროლის ტოროლა ". 2008 წელს მივიღე მონაწილეობა ასევე უკრაინის კონკურსზე - "მოლოდა გალიჩინა", სადაც კიდევ ერთი გრან-პრი ავიღე.

- ანანო, მოგვიყევი შენი "იურმალაში" მონაწილეობის შესახებ...

- 2009 წელს დავიწყე "იურმალასთვის" მზადება. თავდაპირველად კიევში წავედით, რამდენიმე ქართველი კონკურსანტი, შესარჩევ ტურზე, სადაც იგორ კრუტოიმ და მისმა ჯგუფმა მოგვისმინა და მე ამირჩიეს. შემდეგ გავემგზავრეთ კონკურსზე მოსკოვში, სადაც ორი კვირის მანძილზე ალექსანდრე რევზინი გვიტარებდა მასტერკლასებს. კრუტოისთან, რევზინთან, რუმიანცევთან, კობზონთან, პრესნიაკოვთან და აგუტინთან ერთად ვმუშაობდით. მსგავს რეალობაში არასოდეს ვყოფილვარ. 2009 წელს გავიმარჯვე საბავშვო "იურმალაზე". საქართველომ მაშინ მიიღო პირველად მონაწილეობა. იყო უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც ორი საკონკურსო დღის განმავლობაში ჟიურის წევრებისგან მხოლოდ უმაღლესი 11 ქულა დავიმსახურე. გამარჯვებულს ანუ მე, წილად მხვდა 2010 წელს დიდების "იურმალაზე" სტუმრის სტატუსით გამგზავრება, ერთ-ერთი საკონკურსო დღის ბოლოს, როდესაც ყველამ სცენიდან იგორ კრუტოის დაბადების დღე მიულოცა, იგი თავად მოვიდა ჩემთან და მთხოვა, მის დაბადების დღეზე ვყოფილიყავი საპატიო სტუმარი. მახსოვს, მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა, მე კი დაბნეულობისაგან ვერაფერი ვთქვი. წვეულებას ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

იხილეთ ვიდეო

- რატომ არ გაშუქდა საქართველოში შენი წარმატების შესახებ?

- არ მინდა პოლიტიკური განცხადების გაკეთება. უბრალოდ, ხელოვნებისა და პოლიტიკის ერთმანეთში არევა ძალიან ცუდ ტონად მიმაჩნია. მუსიკას და ხელოვნებას ზოგადად ჩემთვის საზღვრები არ აქვს. მაშინ პოლიტიკურად შეაფასეს ჩემი გამარჯვება... არადა, დარბაზში ჩემი სიმღერის დროს რუსებსაც კი საქართველოს დროშა ეჭირათ. იქ ყველა წარმატებული ჟურნალი ჩემზე წერდა. საქართველოში კი მხოლოდ რამდენიმე ჟურნალმა დაწერა სტატია. დღეს როცა ესმით, რომ მე მოვიგე "იურმალა", ყველა გაოცებული მიყურებს და ხშირად მიწევს ახსნა, რომ ეს იყო 2009 წელს.

გამიმართლა და იმ კონცერტზე მოვხვდი, სადაც ლარა ფაბიანი მღეროდა, ერთად ვიმღერეთ "ჰეი მისტერ პრეზიდენტს". ლარა ფაბიანმა მითხრა, იმედია დიდ სცენაზე შევხვდებითო. იყო შემოთავაზებები იქ დარჩენასთან დაკავშირებით, კრუტოიმ მოსკოვში დარჩენა შემომთავაზა, მაგრამ რთული იყო 15 წლის ასაკში ყველაფრის დატოვება და მოსკოვში გადასვლა. არ ვიყავი მზად ყველაფრის თავიდან დასაწყებად. მინდოდა მესწავლა და სხვანაირად მეთქვა ჩემი სიტყვა. პირველ რიგში, მინდა ჩემი ხალხი მიცნობდეს და ჩემი ქვეყანა ამაყობდეს ჩემით.

- ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ პატრიარქს შეხვდი, რომელიც შენი სიმღერით მოიხიბლა და რჩევებიც მოგცა...

- ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ზეიმი იყო პატრიარქთან შეხვედრა. 20 წუთი მესაუბრა, მივიღე მისი უწმინდესობისგან ბევრი რჩევა-დარიგება, სიტყვებით არ შემიძლია იმ დიდი და უსაზღვრო ემოციის გამოხატვა, რასაც იმ წუთებში ვგრძნობდი. პირველი შეხვედრა საპატრიარქოში ძველით ახალ წელს შედგა, სტუმრები ჰყავდა, მათ შორის მომღერლები, რომლებმაც უწმინდესს უმღერეს. მინდოდა მეც მემღერა პატრიარქისთვის, მაგრამ იმ დღეს არ მოხერხდა. მეორე დღეს მისმა მდივანმა დამიბარა, იქ იმყოფებოდნენ არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი, მეუფე დანიელი, დედაოები და სხვა სტუმრები. პატრიარქი მის საშობაო ეპისტოლეს განიხილავდა. ყველა სიტყვას დეტალურად მიყვებოდა. როცა დაასრულა ეპისტოლეს განხილვა, არქიმანდრიტმა იოანემ, რომელიც ჩემი სულიერი მამაა, უთხრა, ანანო გიმღერებთო და მეც მერაია ქერის Hero ვიმღერე. როცა მომისმინა, ტაში დამიკრა და ბევრი თბილი სიტყვა მითხრა. ასევე მითხრა, დიდი გზა გელოდებაო და ერთი მნიშვნელოვანი რჩევა მივიღე მისგან, რომელსაც საიდუმლოდ დავტოვებ, ვნახოთ რა იქნება...

- ახლა რას აკეთებ?

- ახლა "ბრავო რეკორდსთან" ვთანამშრომლობ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ზაზა შენგელიას, ის რომ არ ყოფილიყო, აქტიურად ვერ დავბრუნდებოდი სიმღერაში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ