ვანდალიზმი ბათუმში - გუშინ გახსნილ პარკში ახალდარგული ხე-მცენარეები და ინვენტარი დააზიანეს

ვანდალიზმი ბათუმში - გუშინ გახსნილ პარკში ახალდარგული ხე-მცენარეები და ინვენტარი დააზიანეს

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, შინდისის გმირების სახელობის ახლადგახსნილ პარკში დღეს გამთენიისას ვანდალურად იქნა განადგურებული ახალდარგული ხე-მცენარეები, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს:

მათი განმარტებით, დაზიანებულია სკამები, სანაგვე ურნები და სკვერში არსებული ინვენტარიც.

"ფაქტს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ”, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.

შინდისის გმირების სახელობის სკვერი გუშინ გაიხსნა. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა.

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმის პარკთან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია