სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ემოციური ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელმაც მამის ბერად აღკვეცაზე სიუჟეტი მოამზადა: "დედა ბედნიერია, თუ მან საკუთარი თავი იპოვა"
ემოციური ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელმაც მამის ბერად აღკვეცაზე სიუჟეტი მოამზადა: "დედა ბედნიერია, თუ მან საკუთარი თავი იპოვა"

მსგავს ფაქტს ვერ ვიხ­სე­ნებ და არც გა­მი­გო­ნია, - შვილს სა­კუ­თა­რი მა­მის ბე­რად აღ­კვე­ცის შე­სა­ხებ სი­უ­ჟე­ტი მო­ემ­ზა­დე­ბი­ნოს... ივა­ნე ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ ცოტა ხნის წინ სა­ე­რო ცხოვ­რე­ბა და­ტო­ვა და სა­სუ­ლი­ე­რო ღვაწლს ჯა­ყის­მა­ნის უძ­ვე­ლეს მო­ნას­ტერ­ში შე­უდ­გა. იგი ამი­ე­რი­დან ბერი ათა­ნა­სე გახ­ლავთ. მის­მა შვილ­მა, მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ კი მა­მის ბე­რად აღ­კვე­ცა­ზე Palitratv.ge-სთვის სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და... ბერი ათა­ნა­სე 400 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლია, ვინც ჯა­ყის­მა­ნის მო­ნას­ტერ­ში ბე­რად აკურ­თხეს. 4 ასე­უ­ლი წლის შემ­დეგ ამ ად­გი­ლას ეს რი­ტუ­ა­ლი პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და.

თა­ვად სი­უ­ჟე­ტი და ფაქ­ტიც, გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე, სა­ოც­რად ემო­ცი­უ­რია. მა­რი­ა­მი ამ­ბობს, რომ მო­ნას­ტერ­ში ნა­ნა­ხი­სა და გან­ცდი­ლის სრუ­ლად გად­მო­ცე­მა, მა­ინც გა­უ­ჭირ­და. იგი ამ თე­მა­ზე AMBEBI.GE-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რად ესა­უბ­რა:

- ოჯახ­ში ყვე­ლა­ნი მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი ვართ, გვწამს ღმერ­თის, მაგ­რამ, ახლა რომ ვიხ­სე­ნებ, მამა არას­დროს ყო­ფი­ლა ძა­ლი­ან რე­ლი­გი­უ­რი, ჩვენ შო­რის, ყვე­ლა­ზე მორ­წმუ­ნე მა­ინც ბე­ბი­აა, დე­დაც - შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად. ბავ­შვო­ბი­დან უფ­რო­სე­ბი ღმერ­თის სიყ­ვა­რულს მი­ნერ­გავ­დნენ... დღეს მწამს, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ ამა­ში ძა­ლი­ან ჩაფ­ლუ­ლი ვარ. ვცდი­ლობ, შვი­ლი ზი­ა­რე­ბა­ზე მი­ვიყ­ვა­ნო, უფრო სწო­რად, ის ნათ­ლი­ებს დაჰ­ყავთ. ადრე ბებო ტა­ძარ­ში მეც მა­ტა­რებ­და, მერე კი იქ სი­ა­რულს თავი და­ვა­ნე­ბე, მაგ­რამ როცა ვგრძნობ, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში უნდა მი­ვი­დე, მივ­დი­ვარ, აღ­სა­რე­ბაც ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მაქვს და ნა­ზი­ა­რე­ბიც ვარ.

14 წლის ვი­ყა­ვი, როცა ჩემი მშობ­ლე­ბი და­შორ­დნენ. მამა სახ­ლი­დან წას­ვლის შემ­დეგ, ცალ­კე ცხოვ­რობ­და და რა­ღაც პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე, მას­თან კონ­ტაქ­ტი არ მქო­ნია. მე და ჩემ­მა უმ­ცრო­მა დამ, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ვად­გი­ნეთ, ცოტა ხან­ში კი შე­ვი­ტყვეთ ამ­ბა­ვი, რაც არა­ვის­თვის უთ­ქვამს - ის მო­ნას­ტერ­ში წა­ვი­და...

- მა­ნამ­დე რას საქ­მი­ა­ნობ­და?

- დიდ­ხანს სტრუქ­ტუ­რა­ში მუ­შა­ობ­და, კერ­ძოდ, რუს­თა­ვის მე­ო­რე ზო­ნა­ში, პო­ლი­ცი­ე­ლი იყო. ამი­ტომ ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ამ პრო­ფე­სი­ი­დან ასეთ გზას და­ად­გე­ბო­და. დიდი გარ­და­ტე­ხა მოხ­და...

- რამ იქო­ნია გავ­ლე­ნა?

- ხომ გე­უბ­ნე­ბით, არას­დროს მი­ნა­ხავს მა­მა­ჩე­მი ეკ­ლე­სი­ა­ში წირ­ვა­ზე წა­სუ­ლი­ყოს, ან იქ ჩვენ წა­ვეყ­ვა­ნეთ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, რა­საც მე ვხე­დავ­დი, ასე იყო, ჩემ გა­რე­შე რას აკე­თებ­და, ამა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით... უბ­რა­ლოდ, მის მო­ნას­ტერ­ში წას­ვლას ერთი ასე­თი ამ­ბა­ვი უძღვის: ის სა­კუ­თა­რი სახ­ლის მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი­ვე ფეხი ჰქონ­და მო­ტე­ხი­ლი და მთლი­ა­ნად ტრავ­მი­რე­ბუ­ლი იყო, სა­ბედ­ნი­ე­როდ გა­დარ­ჩა და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი, რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში დიდ­ხანს მკურ­ნა­ლობ­და. ბევ­რი წლის შემ­დეგ სწო­რედ მა­შინ ვნა­ხე პირ­ვე­ლად, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ კი ჯა­ყის­მა­ნის მო­ნას­ტერ­ში წა­ვი­და...

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი: ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი მა­მის ბე­რად აღ­კვე­ცა­ზე სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და: "დავ­კარ­გე მშო­ბე­ლი და შე­ვი­ძი­ნე სუ­ლი­ე­რი მამა"

- რო­გორც შენი სი­უ­ჟე­ტი­დან შე­ვი­ტყვე, ეს მო­ნას­ტე­რი თურ­ქე­თის სა­ზღვარ­თან არის, სა­დაც ვა­ლე­დან უნდა წახ­ვი­დე... კი­დევ რა შე­გიძ­ლია იქა­უ­რო­ბა­ზე გვიამბო?

- დიდი გზაა გა­სავ­ლე­ლი, ვა­ლე­დან 14 კი­ლო­მეტ­რია. ჩვე­ნი სა­გუ­შა­გოა ახ­ლოს. მდი­ნა­რის იქით თურ­ქე­თია, მდი­ნა­რის აქეთ - სა­ქარ­თვე­ლო. ახ­ლოს მე­სა­ზღვრე­ე­ბიც არი­ან და ამ მო­ნას­ტრის წევ­რებს ერ­თგვა­რად მე­სა­ზღვრე­ე­ბის ფუნ­ქცი­აც აქვთ შე­თავ­სე­ბუ­ლი, ისე­ვე დგა­ნან სა­ზღვარ­ზე, რო­გორც სა­ზღვრის მცვე­ლე­ბი. ჯა­ყის­მა­ნის პირ­ვე­ლი ტა­ძა­რი VII სა­უ­კუ­ნე­ში აშენ­და, მერე ტაძ­რე­ბი იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თან­და­თან მა­ტუ­ლობ­და, მაგ­რამ ახლა იქა­უ­რო­ბას მხო­ლოდ ძვე­ლი დი­დე­ბის ნაშ­თი ეტყო­ბა. ჯა­ყის­მა­ნის მო­ნას­ტერ­ში სა­სუ­ლი­ე­რო ცხოვ­რე­ბა 2012 წლი­დან აღ­დგა. რო­გორც მე­უ­ფე ამ­ბობს, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით იქ სა­სუ­ლი­ე­რო ცხოვ­რე­ბა იწყე­ბა, რის­თვი­საც დასი ნელ-ნელა იკ­რი­ბე­ბა.

მო­ნას­ტერ­ში ახლა ორი მორ­ჩი­ლი და ერთი ბე­რია - მა­მა­ჩე­მი, ბერი ათა­ნა­სე. ზო­გა­დად უმ­ძი­მე­სი პი­რო­ბე­ბია: მი­ზე­რუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი, მის­დე­ვენ მე­ურ­ნე­ო­ბას: მოჰ­ყავთ ბოსტნე­უ­ლი, რო­მე­ლიც წელს დათვმა გა­ა­ნად­გუ­რა, უვ­ლი­ან ფუტ­კარს. ერთ-ერ­თმა მორ­ჩილ­მა მი­თხრა, რომ იქ, იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია მგლის, ტუ­რი­სა და დათ­ვის სე­ირ­ნო­ბა. ჰყავთ ორი ძაღ­ლი. მარ­თლა სა­ო­ცა­რი ად­გი­ლია, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­მა ერთხელ მა­ინც უნდა მო­ი­ნა­ხუ­ლოს. სამ­რეკ­ლო XII სა­უ­კუ­ნი­საა, სულ ექ­ვსი მო­ნას­ტე­რია, ერ­თმა­ნეთ­ზე მი­ყო­ლე­ბით აგე­ბუ­ლი. და­ინ­გრე­ო­და და ახალს აგებ­დნენ. ზამ­თარ­ში თოვ­ლი, სა­ში­ნე­ლი სი­ცი­ვე და ყინ­ვა იცის.

- რო­დე­საც მამა მო­ნას­ტერ­ში წა­ვი­და, მას­თან ხში­რი კონ­ტაქ­ტი გქონ­და?

- ტე­ლე­ფო­ნით იშ­ვი­ა­თად ვლა­პა­რა­კობ­დით. ძი­რი­თა­დად ჩა­კე­ტი­ლი იყო... მერე გავ­თხოვ­დი და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გავ­ლის შემ­დეგ, ის ჩემს ქორ­წილ­ში მო­ვი­და და ზუს­ტად 5 წუთი გა­ჩერ­და, სა­ჩუქ­რად ხატი მო­მი­ტა­ნა. იმის მერე მე და ჩემს დას მას­თან ჩას­ვლა გვინ­დო­და, მაგ­რამ ერთ დღეს და­მი­რე­კა და მი­თხრა: არ ჩა­მოხ­ვი­დე! რომ ვკი­თხე, - რა­ტომ-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხა: არ მინ­და, რომ ჩა­მოხ­ვი­დე! ძა­ლი­ან მე­წყი­ნა, გავ­ბრაზ­დი. მე­ო­რე დღეს კი შე­ვი­ტყვე, რომ ახალ­ცი­ხე­ში მი­მა­ვა­ლი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი, რომ­ლი­თაც უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით, ამოტ­რი­ალ­და და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა... არ ვიცი, ეს მა­მის ინ­სტინ­ქტი იყო თუ სხვა რამ, ფაქ­ტია, ასე მოხ­და...

შემ­დეგ ჩემი დაც გა­თხოვ­და, მამა ზუს­ტად ისე­ვე მო­იქ­ცა რო­გორც ჩემს ქორ­წილ­ში, - ჯვრის­წე­რა­ზე ჩა­მო­ვი­და და ჩემს და­საც ხატი აჩუ­ქა, კვლავ 5 წუ­თით მოგ­ვი­ნა­ხუ­ლა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­მას­თან წას­ვლა სა­ლო­მემ მო­ინ­დო­მა, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ მა­მის­თვის არ უც­ნო­ბე­ბია და გა­ემ­გზავ­რა კი­დეც. გზა­ში ავა­რი­ა­ში მოყ­ვნენ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ნი გა­დარ­ჩნენ, მაგ­რამ ასე­თი ფაქ­ტიც იყო... არა­და, მამა სულ გვე­უბ­ნე­ბო­და: "თქვენ ჯერ აქ მო­სას­ვლე­ლად მზად არ ხართ"... სულ ბო­ლოს კი და­მი­რე­კა და მი­თხრა, - 3 აპ­რილს ჩემი ბე­რად აღ­კვე­ცა უნდა მოხ­დეს და ჩა­მო­დი­თო. ეს უკვე თა­ვად ინე­ბა. ვკი­თხე, რამ­დე­ნად შე­საძ­ლებ­ლი იყო, ჯა­ყის­მა­ნის მო­ნას­ტერ­ში გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფით ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი. ჩა­მო­დით, მე­უ­ფის­გან ნე­ბარ­თვას ავი­ღე­ბო... მე და ჩემი და იქ Palitratv.ge-ს გა­დამ­ღებ ჯგუფ­თან ერ­თად გა­ვემ­გზავ­რეთ.

- ...და და­ეს­წა­რით მისი ბე­რად აღ­კვე­ცის რი­ტუ­ალს?

- კი, ჩვენ გარ­და ჩა­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი აბას­თუმ­ნი­დან, ქუ­თა­ი­სი­დან, რომ­ლებ­საც მე არ ვიც­ნობ, თუმ­ცა მა­მას მათ­თან ოდეს­ღაც უსა­უბ­რია და მას მერე ემე­გობ­რე­ბი­ან და მო­ნას­ტერ­ში აკი­თხა­ვენ. მტკივ­ნე­უ­ლი ის იყო, რომ ჩას­ვლა და­მიგ­ვი­ან­და და იქამ­დე ვერ ვნა­ხე, სა­ნამ კურ­თხე­ვა და­ი­წყე­ბო­და. არა­და, დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და, მე­ნა­ხა, მაგ­რამ რაც იქ შემ­დეგ მოხ­და და ვი­ხი­ლე, ალ­ბათ ჩემი მეხ­სი­ე­რე­ბი­დან, თვა­ლე­ბი­დან არას­დროს ამო­იშ­ლე­ბა და და­მა­ვი­წყდე­ბა. 7 სა­სუ­ლი­ე­რო პირი, მათ შო­რის მე­უ­ფე თე­ო­დო­რე (ახალ­ცი­ხე, ტაო-კლარ­ჯე­თი, ლა­ზე­თის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტი. - ავტ.) რო­გორ კი­თხუ­ლობ­და ლოც­ვას, მამა კი მათ წი­ნა­შე თავ­დახ­რი­ლი იდგა, ის­მო­და გა­ლო­ბა, რო­მე­ლიც ასე­ვე არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა, მსგავ­სი ჰარ­მო­ნია ჯერ არ მო­მის­მე­ნია. ყო­ვე­ლი ნოტი, რო­მე­ლიც ტა­ძარ­ში ჟღერ­და, გულს ისე ხვდე­ბო­და, რომ ცრემ­ლე­ბად ვიღ­ვრე­ბო­დი, ყვე­ლა­ნი ვტი­რო­დით...

მა­მა­ჩემს იმ დღი­დან მა­მას კი და­ვუ­ძა­ხებ, მაგ­რამ მას­თან ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ მექ­ნე­ბა, რო­გო­რიც მა­ნამ­დე მქონ­და, რად­გა­ნაც რა­ღაც უფრო დიდი რამ და­ი­წყო...

კურ­თხე­ვის წე­სის აღ­სრუ­ლე­ბის შემ­დეგ, ხალ­ხი მას­თან მი­დი­ო­და, ულო­ცავ­და, მხარ­ზე ეამ­ბო­რე­ბო­და. მე და ჩემი და გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ამ ყვე­ლა­ფერს ასე ვუ­ყუ­რებ­დით. მერე მორ­ჩილ­მა მი­მა­ნიშ­ნა, რომ თქვენც იგი­ვე უნდა გა­ა­კე­თო­თო... მა­მას ბე­რად აღ­კვე­ცის შემ­დეგ უკვე სხვა სახე ჰქონ­და, - მშვი­დი და აუ­ღელ­ვე­ბე­ლი... ხომ გე­უბ­ნე­ბით, ის ახლა სხვა ადა­მი­ა­ნია, წე­სის თა­ნახ­მად, სამი დღე ეკ­ლე­სი­ა­ში დარ­ჩა, გა­მოს­ვლის ნება არ ჰქონ­და...

- დედა რას ამ­ბობს?

- დედა ბედ­ნი­ე­რია, თუ მან სა­კუ­თა­რი თავი იპო­ვა, რო­გორც ჩანს, მისი ად­გი­ლი იქ ყო­ფი­ლა და ეს ტვირ­თიც ამი­ტომ იტ­ვირ­თაო.

- შენს სი­უ­ჟეტს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, ამ­ბობ, "რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ვინ­მეს რომ ეთ­ქვა, მნიშ­ვნე­ლო­ვან სი­უ­ჟეტს 2016 წლის 3 აპ­რილს გა­და­ი­ღე­ბო, დავ­ფიქ­რდე­ბო­დი, რა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ეს, მაგ­რამ იმას ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ეს სა­კუ­თა­რი მა­მის ბე­რად აღ­კვე­ცა იქ­ნე­ბო­და"... ეს სი­ტყვე­ბი მა­ყუ­რე­ბელ­ზე დიდ ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს...

- რომ გა­და­ვი­ღე, ჯერ კი­დევ კარ­გად არ მქონ­და აღ­ქმუ­ლი, თუ რა მოხ­და, დრო დამ­ჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ეს ფაქ­ტი აღ­ვიქ­ვა და კარ­გად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზო...

- რო­გორ ფიქ­რობ, ის, რაც მოხ­და, რა­მეს თუ გა­ვა­ლებს?

- ვინც მიც­ნობს, კარ­გად იცის, ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რიგი სა­კი­თხე­ბის მი­მართ... მა­მა­ჩე­მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ჩემი ტა­ტუ­ე­ბი, პირ­სინ­გი... მაგ­რამ იმ დღეს სწო­რედ პირ­სინ­გით ჩა­ვე­დი იქ, რად­გა­ნაც ეს მე ვარ, ასე­თი. ასე რომ არ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, ის მა­შინ დიდი ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბო­და. ტატუ და­მე­ფა­რა და პირ­სინ­გი მო­მეხ­სნა?! არა, ისიც ღმერ­თის ნე­ბაა, რომ ასე­თი ვარ, რო­გო­რიც ვარ, რე­ლი­გი­უ­რო­ბა და ღმერ­თის სიყ­ვა­რუ­ლი არ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა იმით, რამ­დე­ნი ტატუ თუ პირ­სინ­გი გაქვს.

- შენი პირ­სინ­გის გამო სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს საყ­ვე­დუ­რი არ უთ­ქვამთ?

- ადა­მი­ა­ნებ­მა (მათ შო­რის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მაც), ერ­თმა­ნე­თი უნდა მი­ვი­ღოთ ისე­თე­ბად, რო­გო­რე­ბიც ვართ, რად­გა­ნაც ზუს­ტად ისე­თი­ვე ადა­მი­ა­ნი ვარ, ისე­ვე მიყ­ვარს ღმერ­თი, რო­გორც მათ. მა­მამ იმ დღეს კი და­ა­ფიქ­სი­რა ჩემი პირ­სინ­გი, მი­ყუ­რებ­და, ვგრძნობ­დი, უნ­დო­და რა­ღაც ეთ­ქვა, მაგ­რამ დუ­მი­ლი არ­ჩია... მე­უ­ფეს­თან რომ მი­ვე­დი, მა­ნაც შე­მომ­ხე­და, გა­ე­ღი­მა და არც მან მი­თხრა რამე.

მა­მის ბე­რად აღ­კვე­ცის შემ­დეგ ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბა-ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ვსა­უბ­რობ­დით და გა­ვი­მე­ო­რებ იმას, რაც ვთქვი, რა­ღაც დიდს მა­ვა­ლებს-მეთ­ქი, მაგ­რამ ჯერ ვერ ვა­კონ­კრე­ტებ რას. მგო­ნია, რომ ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, თუმ­ცა ეს ტვირ­თი ნამ­დვი­ლად არ არის, უფრო დიდი ში­ნა­გა­ნი სიმ­სუ­ბუ­ქეა, რად­გა­ნაც ვიცი, რომ მამა იქ არის, სა­დაც უნდა იყო და აკე­თებს იმას, რა­საც უნდა აკე­თებ­დეს. 400 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ მო­ნას­ტერ­ში ბე­რად კურ­თხე­ვა არ აღ­სრუ­ლე­ბუ­ლა და მამა პირ­ვე­ლია, ვინც იქ ამ­დე­ნი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ ბე­რად აკურ­თხეს.

- ამ­ბობ, რომ დავ­კარ­გე მშო­ბე­ლი და შე­ი­ძი­ნე სუ­ლი­ე­რი მამა. ახლა ბერი ათა­ნა­სეს სა­ნა­ხა­ვად 250 კი­ლო­მეტ­რის გავ­ლის შემ­დეგ, რი­გი­თი მრევ­ლის წევ­რის სტა­ტუ­სით მო­გი­წევს იქ ჩას­ვლა. ამი­ე­რი­დან ის იქ­ნე­ბა შენი სუ­ლი­ე­რი მამა?

- ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, რის შე­სა­ხე­ბაც მა­მას ვე­ლა­პა­რა­კე კი­დეც, ისე­თი რა­ღა­ცე­ბი მი­თხრა, რომ იმის მერე დავ­მშვიდ­დი, დავ­წყნარ­დი. დიახ, იმ დღი­დან ის ჩემი სუ­ლი­ე­რი მა­მაა... მოკ­ლედ, ყვე­ლას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს, მა­მა­ჩემს თა­ვი­სი, მე - ჩემი. არ ვამ­ბობ, რომ ვი­ღა­ცის ცხოვ­რე­ბა ცუ­დია, ან კარ­გი. მა­მა­ზე ვგიჟ­დე­ბი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ის თა­ვის­თვის იქ­ნე­ბა, თუმ­ცა მის­გან რჩე­ვას ყო­ველ­თვის მი­ვი­ღებ და ვიქ­ნე­ბი ის, რაც ვარ. აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, ვი­ღა­ცას და­ვემ­სგავ­სო. მარ­თა­ლია მამა ბე­რია, მე მისი შილი ვარ, მაგ­რამ ვი­ღა­ცის და­სა­ნა­ხად არ ვა­პი­რებ შარ­ვა­ლი გა­ვი­ხა­დო და ყო­ველ­დღე კა­ბით ვი­ა­რო, ყვე­ლა მარ­ხვა და­ვიც­ვა, პირ­სინ­გი მო­ვიხ­სნა. მა­შინ მე ხომ მე აღარ ვიქ­ნე­ბი?!

- მამა პა­ტა­რა­ო­ბი­სას რას გას­წავ­ლი­და, რო­გორ გა­რი­გებ­და?

- თუ ვი­ყა­ვი დამ­ნა­შა­ვე, მა­რი­გებ­და, ბო­დი­ში მო­მე­ხა­და და ეს სირ­ცხვი­ლი ნამ­დვი­ლად არ იყო. არას­დროს და­მე­ხა­რა თავი და თუ ვინ­მეს ვერ მო­ვე­რე­ო­დი, მა­მის­თვის მეთ­ქვა. ეს იყო, რა­საც სულ მე­უბ­ნე­ბო­და... ახლა ჩემი გაბ­რი­ე­ლი ისე უნდა გავ­ზარ­დო, რომ თავს არა­ფე­რი მო­ვახ­ვიო და ბავ­შვს არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა თა­ვად და­ვუ­ტო­ვო...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ემოციური ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელმაც მამის ბერად აღკვეცაზე სიუჟეტი მოამზადა: "დედა ბედნიერია, თუ მან საკუთარი თავი იპოვა"

ემოციური ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელმაც მამის ბერად აღკვეცაზე სიუჟეტი მოამზადა: "დედა ბედნიერია, თუ მან საკუთარი თავი იპოვა"

მსგავს ფაქტს ვერ ვიხსენებ და არც გამიგონია, - შვილს საკუთარი მამის ბერად აღკვეცის შესახებ სიუჟეტი მოემზადებინოს... ივანე ლორთქიფანიძემ ცოტა ხნის წინ საერო ცხოვრება დატოვა და სასულიერო ღვაწლს ჯაყისმანის უძველეს მონასტერში შეუდგა. იგი ამიერიდან ბერი ათანასე გახლავთ. მისმა შვილმა, მარიამ ლორთქიფანიძემ კი მამის ბერად აღკვეცაზე Palitratv.ge-სთვის სიუჟეტი მოამზადა... ბერი ათანასე 400 წლის შემდეგ პირველია, ვინც ჯაყისმანის მონასტერში ბერად აკურთხეს. 4 ასეული წლის შემდეგ ამ ადგილას ეს რიტუალი პირველად ჩატარდა.

თავად სიუჟეტი და ფაქტიც, გადაჭარბების გარეშე, საოცრად ემოციურია. მარიამი ამბობს, რომ მონასტერში ნანახისა და განცდილის სრულად გადმოცემა, მაინც გაუჭირდა. იგი ამ თემაზე AMBEBI.GE-ს ექსკლუზიურად ესაუბრა:

- ოჯახში ყველანი მართლმადიდებლები ვართ, გვწამს ღმერთის, მაგრამ, ახლა რომ ვიხსენებ, მამა არასდროს ყოფილა ძალიან რელიგიური, ჩვენ შორის, ყველაზე მორწმუნე მაინც ბებიაა, დედაც - შეძლებისდაგვარად. ბავშვობიდან უფროსები ღმერთის სიყვარულს მინერგავდნენ... დღეს მწამს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამაში ძალიან ჩაფლული ვარ. ვცდილობ, შვილი ზიარებაზე მივიყვანო, უფრო სწორად, ის ნათლიებს დაჰყავთ. ადრე ბებო ტაძარში მეც მატარებდა, მერე კი იქ სიარულს თავი დავანებე, მაგრამ როცა ვგრძნობ, რომ ეკლესიაში უნდა მივიდე, მივდივარ, აღსარებაც ჩაბარებული მაქვს და ნაზიარებიც ვარ.

14 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ. მამა სახლიდან წასვლის შემდეგ, ცალკე ცხოვრობდა და რაღაც პერიოდის მანძილზე, მასთან კონტაქტი არ მქონია. მე და ჩემმა უმცრომა დამ, მასთან ურთიერთობა მოგვიანებით აღვადგინეთ, ცოტა ხანში კი შევიტყვეთ ამბავი, რაც არავისთვის უთქვამს - ის მონასტერში წავიდა...

- მანამდე რას საქმიანობდა?

- დიდხანს სტრუქტურაში მუშაობდა, კერძოდ, რუსთავის მეორე ზონაში, პოლიციელი იყო. ამიტომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამ პროფესიიდან ასეთ გზას დაადგებოდა. დიდი გარდატეხა მოხდა...

- რამ იქონია გავლენა?

- ხომ გეუბნებით, არასდროს მინახავს მამაჩემი ეკლესიაში წირვაზე წასულიყოს, ან იქ ჩვენ წავეყვანეთ. ყოველ შემთხვევაში, რასაც მე ვხედავდი, ასე იყო, ჩემ გარეშე რას აკეთებდა, ამაზე ვერაფერს გეტყვით... უბრალოდ, მის მონასტერში წასვლას ერთი ასეთი ამბავი უძღვის: ის საკუთარი სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფეხი ჰქონდა მოტეხილი და მთლიანად ტრავმირებული იყო, საბედნიეროდ გადარჩა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში დიდხანს მკურნალობდა. ბევრი წლის შემდეგ სწორედ მაშინ ვნახე პირველად, რეაბილიტაციის შემდეგ კი ჯაყისმანის მონასტერში წავიდა...

იხილეთ სიუჟეტი: ჟურნალისტი, რომელმაც საკუთარი მამის ბერად აღკვეცაზე სიუჟეტი მოამზადა: "დავკარგე მშობელი და შევიძინე სულიერი მამა"

- როგორც შენი სიუჟეტიდან შევიტყვე, ეს მონასტერი თურქეთის საზღვართან არის, სადაც ვალედან უნდა წახვიდე... კიდევ რა შეგიძლია იქაურობაზე გვიამბო?

- დიდი გზაა გასავლელი, ვალედან 14 კილომეტრია. ჩვენი საგუშაგოა ახლოს. მდინარის იქით თურქეთია, მდინარის აქეთ - საქართველო. ახლოს მესაზღვრეებიც არიან და ამ მონასტრის წევრებს ერთგვარად მესაზღვრეების ფუნქციაც აქვთ შეთავსებული, ისევე დგანან საზღვარზე, როგორც საზღვრის მცველები. ჯაყისმანის პირველი ტაძარი VII საუკუნეში აშენდა, მერე ტაძრები იმ ტერიტორიაზე თანდათან მატულობდა, მაგრამ ახლა იქაურობას მხოლოდ ძველი დიდების ნაშთი ეტყობა. ჯაყისმანის მონასტერში სასულიერო ცხოვრება 2012 წლიდან აღდგა. როგორც მეუფე ამბობს, განახლებული ძალებით იქ სასულიერო ცხოვრება იწყება, რისთვისაც დასი ნელ-ნელა იკრიბება.

მონასტერში ახლა ორი მორჩილი და ერთი ბერია - მამაჩემი, ბერი ათანასე. ზოგადად უმძიმესი პირობებია: მიზერული საცხოვრებელი პირობები, მისდევენ მეურნეობას: მოჰყავთ ბოსტნეული, რომელიც წელს დათვმა გაანადგურა, უვლიან ფუტკარს. ერთ-ერთმა მორჩილმა მითხრა, რომ იქ, იმ ტერიტორიაზე ჩვეულებრივი ამბავია მგლის, ტურისა და დათვის სეირნობა. ჰყავთ ორი ძაღლი. მართლა საოცარი ადგილია, რომელიც ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა მოინახულოს. სამრეკლო XII საუკუნისაა, სულ ექვსი მონასტერია, ერთმანეთზე მიყოლებით აგებული. დაინგრეოდა და ახალს აგებდნენ. ზამთარში თოვლი, საშინელი სიცივე და ყინვა იცის.

- როდესაც მამა მონასტერში წავიდა, მასთან ხშირი კონტაქტი გქონდა?

- ტელეფონით იშვიათად ვლაპარაკობდით. ძირითადად ჩაკეტილი იყო... მერე გავთხოვდი და გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ, ის ჩემს ქორწილში მოვიდა და ზუსტად 5 წუთი გაჩერდა, საჩუქრად ხატი მომიტანა. იმის მერე მე და ჩემს დას მასთან ჩასვლა გვინდოდა, მაგრამ ერთ დღეს დამირეკა და მითხრა: არ ჩამოხვიდე! რომ ვკითხე, - რატომ-მეთქი? მიპასუხა: არ მინდა, რომ ჩამოხვიდე! ძალიან მეწყინა, გავბრაზდი. მეორე დღეს კი შევიტყვე, რომ ახალციხეში მიმავალი სამარშრუტო ტაქსი, რომლითაც უნდა წავსულიყავით, ამოტრიალდა და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა... არ ვიცი, ეს მამის ინსტინქტი იყო თუ სხვა რამ, ფაქტია, ასე მოხდა...

შემდეგ ჩემი დაც გათხოვდა, მამა ზუსტად ისევე მოიქცა როგორც ჩემს ქორწილში, - ჯვრისწერაზე ჩამოვიდა და ჩემს დასაც ხატი აჩუქა, კვლავ 5 წუთით მოგვინახულა.

მოგვიანებით მამასთან წასვლა სალომემ მოინდომა, მაგრამ ამის შესახებ მამისთვის არ უცნობებია და გაემგზავრა კიდეც. გზაში ავარიაში მოყვნენ, საბედნიეროდ, ყველანი გადარჩნენ, მაგრამ ასეთი ფაქტიც იყო... არადა, მამა სულ გვეუბნებოდა: "თქვენ ჯერ აქ მოსასვლელად მზად არ ხართ"... სულ ბოლოს კი დამირეკა და მითხრა, - 3 აპრილს ჩემი ბერად აღკვეცა უნდა მოხდეს და ჩამოდითო. ეს უკვე თავად ინება. ვკითხე, რამდენად შესაძლებლი იყო, ჯაყისმანის მონასტერში გადამღები ჯგუფით ჩავსულიყავი. ჩამოდით, მეუფისგან ნებართვას ავიღებო... მე და ჩემი და იქ Palitratv.ge-ს გადამღებ ჯგუფთან ერთად გავემგზავრეთ.

- ...და დაესწარით მისი ბერად აღკვეცის რიტუალს?

- კი, ჩვენ გარდა ჩამოსულები იყვნენ ადამიანები აბასთუმნიდან, ქუთაისიდან, რომლებსაც მე არ ვიცნობ, თუმცა მამას მათთან ოდესღაც უსაუბრია და მას მერე ემეგობრებიან და მონასტერში აკითხავენ. მტკივნეული ის იყო, რომ ჩასვლა დამიგვიანდა და იქამდე ვერ ვნახე, სანამ კურთხევა დაიწყებოდა. არადა, დიდი სურვილი მქონდა, მენახა, მაგრამ რაც იქ შემდეგ მოხდა და ვიხილე, ალბათ ჩემი მეხსიერებიდან, თვალებიდან არასდროს ამოიშლება და დამავიწყდება. 7 სასულიერო პირი, მათ შორის მეუფე თეოდორე (ახალციხე, ტაო-კლარჯეთი, ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი. - ავტ.) როგორ კითხულობდა ლოცვას, მამა კი მათ წინაშე თავდახრილი იდგა, ისმოდა გალობა, რომელიც ასევე არასდროს დამავიწყდება, მსგავსი ჰარმონია ჯერ არ მომისმენია. ყოველი ნოტი, რომელიც ტაძარში ჟღერდა, გულს ისე ხვდებოდა, რომ ცრემლებად ვიღვრებოდი, ყველანი ვტიროდით...

მამაჩემს იმ დღიდან მამას კი დავუძახებ, მაგრამ მასთან ისეთი ურთიერთობა აღარ მექნება, როგორიც მანამდე მქონდა, რადგანაც რაღაც უფრო დიდი რამ დაიწყო...

კურთხევის წესის აღსრულების შემდეგ, ხალხი მასთან მიდიოდა, ულოცავდა, მხარზე ეამბორებოდა. მე და ჩემი და გაოგნებულები ვიყავით და ამ ყველაფერს ასე ვუყურებდით. მერე მორჩილმა მიმანიშნა, რომ თქვენც იგივე უნდა გააკეთოთო... მამას ბერად აღკვეცის შემდეგ უკვე სხვა სახე ჰქონდა, - მშვიდი და აუღელვებელი... ხომ გეუბნებით, ის ახლა სხვა ადამიანია, წესის თანახმად, სამი დღე ეკლესიაში დარჩა, გამოსვლის ნება არ ჰქონდა...

- დედა რას ამბობს?

- დედა ბედნიერია, თუ მან საკუთარი თავი იპოვა, როგორც ჩანს, მისი ადგილი იქ ყოფილა და ეს ტვირთიც ამიტომ იტვირთაო.

- შენს სიუჟეტს რომ დავუბრუნდეთ, ამბობ, "რამდენიმე წლის წინ, ვინმეს რომ ეთქვა, მნიშვნელოვან სიუჟეტს 2016 წლის 3 აპრილს გადაიღებო, დავფიქრდებოდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს, მაგრამ იმას ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ეს საკუთარი მამის ბერად აღკვეცა იქნებოდა"... ეს სიტყვები მაყურებელზე დიდ ზემოქმედებას ახდენს...

- რომ გადავიღე, ჯერ კიდევ კარგად არ მქონდა აღქმული, თუ რა მოხდა, დრო დამჭირდება იმისთვის, რომ ეს ფაქტი აღვიქვა და კარგად გავაანალიზო...

- როგორ ფიქრობ, ის, რაც მოხდა, რამეს თუ გავალებს?

- ვინც მიცნობს, კარგად იცის, ჩემი დამოკიდებულება რიგი საკითხების მიმართ... მამაჩემისთვის მიუღებელი იყო ჩემი ტატუები, პირსინგი... მაგრამ იმ დღეს სწორედ პირსინგით ჩავედი იქ, რადგანაც ეს მე ვარ, ასეთი. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ის მაშინ დიდი ტყუილი იქნებოდა. ტატუ დამეფარა და პირსინგი მომეხსნა?! არა, ისიც ღმერთის ნებაა, რომ ასეთი ვარ, როგორიც ვარ, რელიგიურობა და ღმერთის სიყვარული არ განისაზღვრება იმით, რამდენი ტატუ თუ პირსინგი გაქვს.

- შენი პირსინგის გამო სასულიერო პირებს საყვედური არ უთქვამთ?

- ადამიანებმა (მათ შორის სასულიერო პირებმაც), ერთმანეთი უნდა მივიღოთ ისეთებად, როგორებიც ვართ, რადგანაც ზუსტად ისეთივე ადამიანი ვარ, ისევე მიყვარს ღმერთი, როგორც მათ. მამამ იმ დღეს კი დააფიქსირა ჩემი პირსინგი, მიყურებდა, ვგრძნობდი, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ დუმილი არჩია... მეუფესთან რომ მივედი, მანაც შემომხედა, გაეღიმა და არც მან მითხრა რამე.

მამის ბერად აღკვეცის შემდეგ ჩემს მოვალეობა-ვალდებულებაზე ვსაუბრობდით და გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი, რაღაც დიდს მავალებს-მეთქი, მაგრამ ჯერ ვერ ვაკონკრეტებ რას. მგონია, რომ ეს პასუხისმგებლობაა, თუმცა ეს ტვირთი ნამდვილად არ არის, უფრო დიდი შინაგანი სიმსუბუქეა, რადგანაც ვიცი, რომ მამა იქ არის, სადაც უნდა იყო და აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. 400 წლის განმავლობაში იმ მონასტერში ბერად კურთხევა არ აღსრულებულა და მამა პირველია, ვინც იქ ამდენი საუკუნის შემდეგ ბერად აკურთხეს.

- ამბობ, რომ დავკარგე მშობელი და შეიძინე სულიერი მამა. ახლა ბერი ათანასეს სანახავად 250 კილომეტრის გავლის შემდეგ, რიგითი მრევლის წევრის სტატუსით მოგიწევს იქ ჩასვლა. ამიერიდან ის იქნება შენი სულიერი მამა?

- ბოლო პერიოდში ძალიან ცუდად ვიყავი, რის შესახებაც მამას ველაპარაკე კიდეც, ისეთი რაღაცები მითხრა, რომ იმის მერე დავმშვიდდი, დავწყნარდი. დიახ, იმ დღიდან ის ჩემი სულიერი მამაა... მოკლედ, ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მამაჩემს თავისი, მე - ჩემი. არ ვამბობ, რომ ვიღაცის ცხოვრება ცუდია, ან კარგი. მამაზე ვგიჟდები, ძალიან მიყვარს, მაგრამ ის თავისთვის იქნება, თუმცა მისგან რჩევას ყოველთვის მივიღებ და ვიქნები ის, რაც ვარ. აუცილებელი არ არის, ვიღაცას დავემსგავსო. მართალია მამა ბერია, მე მისი შილი ვარ, მაგრამ ვიღაცის დასანახად არ ვაპირებ შარვალი გავიხადო და ყოველდღე კაბით ვიარო, ყველა მარხვა დავიცვა, პირსინგი მოვიხსნა. მაშინ მე ხომ მე აღარ ვიქნები?!

- მამა პატარაობისას რას გასწავლიდა, როგორ გარიგებდა?

- თუ ვიყავი დამნაშავე, მარიგებდა, ბოდიში მომეხადა და ეს სირცხვილი ნამდვილად არ იყო. არასდროს დამეხარა თავი და თუ ვინმეს ვერ მოვერეოდი, მამისთვის მეთქვა. ეს იყო, რასაც სულ მეუბნებოდა... ახლა ჩემი გაბრიელი ისე უნდა გავზარდო, რომ თავს არაფერი მოვახვიო და ბავშვს არჩევანის უფლება თავად დავუტოვო...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია