სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟული გალერი ქართველი მხატვრების პირველ ჯგუფურ გამოფენას უმასპინძლებს
ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟული გალერი ქართველი მხატვრების პირველ ჯგუფურ გამოფენას უმასპინძლებს

31 მა­ისს ნიუ იორ­კის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ გა­ლე­რი დის­ტრიქ­ტში-ჩელ­სი­ში ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბის პირ­ვე­ლი ჯგუ­ფუ­რი გა­მო­ფე­ნა გა­ი­მარ­თე­ბა. ჩელ­სი­ში ათას­ზე მეტი გა­ლე­რე­აა თავ­მოყ­რი­ლი და ეს ად­გი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრად ით­ვლე­ბა. გა­მო­ფე­ნა­ში თექ­ვსმე­ტი მხატ­ვა­რი მო­ნა­წი­ლე­ობს. მისი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კი ამე­რი­კუ­ლი არტპ­რო­მო­უ­შენ კომ­პა­ნი­ის Madatart-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­რი­ტა და­მე­ნი­აა. კომ­პა­ნია ამე­რი­კა­ში ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ით აქ­ტი­უ­რად არის და­კა­ვე­ბუ­ლი და სა­მო­მავ­ლოდ დიდი გეგ­მე­ბი აქვს. "ამ­ბე­ბი ჯი" მა­რი­ტა და­მე­ნი­ას და­უ­კავ­შირ­და. ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი მისი ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბით და­ვი­წყეთ.

მა­რი­ტა და­მე­ნია: - სამი წე­ლია ნიუ იორკში ვიმ­ყო­ფე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი მაქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ნიუ იორკს, აქ ვმუ­შა­ობ­დი ნიუ არტ ფეს­ტი­ვალ­ზე და ამე­რი­კე­ლი არ­ტის­ტის მარ­კო სტო­ა­ტის გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯრად. სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ვის­წავ­ლე აქა­უ­რი ბა­ზა­რი, ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ ქა­ლა­ქის ყვე­ლა გა­ლე­რე­ას, ვფლობ მო­ნა­ცემ­თა სრულ ბა­ზას.

(ვანო აბუ­ლა­ძის ნა­მუ­შე­ვა­რი)

ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ კი­დევ ერთხელ თვალ­ნათ­ლივ და­მა­ნა­ხა, რო­გო­რი ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი და პრაქ­ტი­კუ­ლად არ არი­ან ცნო­ბი­ლე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ბაზ­რის­თვის, ერ­თე­უ­ლებს თუ არ ჩავ­თვლით. პირ­ველ ეტაპ­ზე ჩემი მი­ზა­ნი ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა, ამის­თვის სა­ჭი­როა წე­ლი­წად­ში რამ­დე­ნი­მე გა­მო­ფე­ნის გა­მარ­თვა... პირ­ველ ეტაპ­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე მსგავ­სი გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბა, ამე­რი­კუ­ლი ბა­ზა­რი ძა­ლი­ან თა­ვი­სე­ბუ­რი და ფარ­თოა. ისი­ნი დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ არამ­ხო­ლოდ მხატ­ვრის ნი­ჭი­ე­რე­ბას, არა­მედ მის ბი­ორ­გა­ფი­ა­საც, ამი­ტომ სა­ჭი­როა, რომ ქარ­თველ­მა მხატ­ვრებ­მა მე­ტად იაქ­ტი­უ­რონ, მეტი გა­მო­ფე­ნე­ბი გა­მარ­თონ, რომ სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნე­ბის, მუ­ზე­უ­მე­ბი­სა და აუქ­ცი­ო­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრონ.

(სოსო კუმ­სი­აშ­ვი­ლის ნა­მუ­შე­ვა­რი)

- რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით არ­ჩევთ არ­ტის­ტებ­სა და მის ნა­მუ­შევ­რებს?

- შერ­ჩე­ვი­სას ერ­თა­დერ­თი კრი­ტე­რი­უ­მი გვაქვს, არ­ტის­ტი ნი­ჭი­ე­რი და გახ­სნი­ლი უნდა იყოს ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის. გა­მო­ფე­ნა­ში, რო­მე­ლიც 31 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მხატ­ვრე­ბი; ვანო აბუ­ლა­ძე, ნო­დარ გი­უ­ნაშ­ვი­ლი, დე­ი­კო ალუ­ღიშ­ვი­ლი, თორ­ნი­კე აბუ­ლა­ძე, ბად­რი ფი­ლიშ­ვი­ლი, სოფო ბარ­ნო­ვი, თე­ო­დო­რა კო­ხო­ძე, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი, ლე­ვან აბ­რა­მიშ­ვი­ლი, ბექა სვი­რა­ვა, სოსო კუმ­სი­აშ­ვი­ლი, გუ­რამ ხე­ცუ­რი­ა­ნი, მიშა არ­ბო­ლიშ­ვი­ლი, ანა ქურ­ცი­კი­ძე და Van zakk (ვანო ზა­ქა­ი­ძე). (მიშა არ­ბო­ლიშ­ვი­ლის ნა­მუ­შე­ვა­რი)

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- კომ­პა­ნია ამ გა­მო­ფე­ნა­ზე არ აპი­რებს შე­ჩე­რე­ბას და ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბის შო­უ­ებს ნიუ იორ­კის გარ­და მა­ი­ა­მი­ში და ლო­სან­ჯე­ლეს­ში გა­მარ­თავს. ასე­ვე ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბის ჯგუ­ფით მო­ნა­წი­ლო­ე­ბას მი­ვი­ღებთ, რამ­დე­ნი­მე წამ­ყვან არ­ტფეს­ტი­ვალ­შიც. შემ­დე­გი გა­მო­ფე­ნე­ბი იგეგ­მე­ბა ივ­ლის­ში და სექ­ტემ­ბერ­ში ნიუ იორკში. ასე­ვე ამ ზამ­თარს ვფიქ­რობ წარვდგეთ მა­ი­ა­მი­ში, ლო­სან­ჯე­ლეს­ში და ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში, მათ შო­რის ჟე­ნე­ვა­სა და ცი­უ­რიხ­ში.

თორ­ნი­კე ყა­ჯრიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

15 Georgian artists’ paintings to be exhibited in New York

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟული გალერი ქართველი მხატვრების პირველ ჯგუფურ გამოფენას უმასპინძლებს

ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟული გალერი ქართველი მხატვრების პირველ ჯგუფურ გამოფენას უმასპინძლებს

31 მაისს ნიუ იორკის ყველაზე პრესტიჟულ გალერი დისტრიქტში-ჩელსიში ქართველი მხატვრების პირველი ჯგუფური გამოფენა გაიმართება. ჩელსიში ათასზე მეტი გალერეაა თავმოყრილი და ეს ადგილი თანამედროვე ხელოვნების ცენტრად ითვლება. გამოფენაში თექვსმეტი მხატვარი მონაწილეობს. მისი ორგანიზატორი კი ამერიკული არტპრომოუშენ კომპანიის Madatart-ის დამფუძნებელი მარიტა დამენიაა. კომპანია ამერიკაში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციით აქტიურად არის დაკავებული და სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. "ამბები ჯი" მარიტა დამენიას დაუკავშირდა. ჩვენი საუბარი მისი ამერიკული ცხოვრებით დავიწყეთ.

მარიტა დამენია: - სამი წელია ნიუ იორკში ვიმყოფები, საქართველოში არაერთი მასშტაბური პროექტი მაქვს განხორციელებული. რაც შეეხება ნიუ იორკს, აქ ვმუშაობდი ნიუ არტ ფესტივალზე და ამერიკელი არტისტის მარკო სტოატის გაყიდვების მენეჯრად. საფუძვლიანად შევისწავლე აქაური ბაზარი, ძალიან კარგად ვიცნობ ქალაქის ყველა გალერეას, ვფლობ მონაცემთა სრულ ბაზას.

(ვანო აბულაძის ნამუშევარი)

ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ დამანახა, როგორი ნიჭიერები არიან ქართველი ხელოვანები და პრაქტიკულად არ არიან ცნობილები თანამედროვე ბაზრისთვის, ერთეულებს თუ არ ჩავთვლით. პირველ ეტაპზე ჩემი მიზანი ქართველი მხატვრების პოპულარიზაციაა, ამისთვის საჭიროა წელიწადში რამდენიმე გამოფენის გამართვა... პირველ ეტაპზე აუცილებელია რამდენიმე მსგავსი გამოფენის მოწყობა, ამერიკული ბაზარი ძალიან თავისებური და ფართოა. ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ არამხოლოდ მხატვრის ნიჭიერებას, არამედ მის ბიორგაფიასაც, ამიტომ საჭიროა, რომ ქართველმა მხატვრებმა მეტად იაქტიურონ, მეტი გამოფენები გამართონ, რომ საჭირო ადამიანების, მუზეუმებისა და აუქციონების ყურადღება მიიპყრონ.

(სოსო კუმსიაშვილის ნამუშევარი)

- რა კრიტერიუმებით არჩევთ არტისტებსა და მის ნამუშევრებს?

- შერჩევისას ერთადერთი კრიტერიუმი გვაქვს, არტისტი ნიჭიერი და გახსნილი უნდა იყოს ახალი გამოწვევებისთვის. გამოფენაში, რომელიც 31 მაისს გაიმართება, მონაწილეობენ არაჩვეულებრივი მხატვრები; ვანო აბულაძე, ნოდარ გიუნაშვილი, დეიკო ალუღიშვილი, თორნიკე აბულაძე, ბადრი ფილიშვილი, სოფო ბარნოვი, თეოდორა კოხოძე, ირაკლი ჩიქოვანი, ლევან აბრამიშვილი, ბექა სვირავა, სოსო კუმსიაშვილი, გურამ ხეცურიანი, მიშა არბოლიშვილი, ანა ქურციკიძე და Van zakk (ვანო ზაქაიძე). (მიშა არბოლიშვილის ნამუშევარი)

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- კომპანია ამ გამოფენაზე არ აპირებს შეჩერებას და ქართველი არტისტების შოუებს ნიუ იორკის გარდა მაიამიში და ლოსანჯელესში გამართავს. ასევე ქართველი მხატვრების ჯგუფით მონაწილოებას მივიღებთ, რამდენიმე წამყვან არტფესტივალშიც. შემდეგი გამოფენები იგეგმება ივლისში და სექტემბერში ნიუ იორკში. ასევე ამ ზამთარს ვფიქრობ წარვდგეთ მაიამიში, ლოსანჯელესში და ევროპის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ჟენევასა და ციურიხში.

თორნიკე ყაჯრიშვილი

AMBEBI.GE

15 Georgian artists’ paintings to be exhibited in New York

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება