სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შსს-მ პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული დააკავა
 შსს-მ პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

შსს-მ ზუგ­დიდ­ში მომ­ხდა­რი პო­ლი­ცი­ე­ლის დაჭ­რის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გახ­სნა. სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ზუგ­დი­დის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გიგა შ. წა­ლენ­ჯი­ხა­ში და­ა­კა­ვეს.

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 9 აპ­რილს ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჯი­ხაშ­კარ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით ფე­ხის არე­ში დაჭ­რა თა­ნა­სოფ­ლე­ლი - 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზაზა ხ. და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა პი­რა­დი ხა­სი­ა­თის კონ­ფლიქტს უკავ­შირ­დე­ბა. დაჭ­რი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გიგა შ. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - სა­ნა­დი­რო თოფი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. და­კა­ვე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. გა­მო­ძი­ე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 118-ე მუხ­ლით).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შსს-მ პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

 შსს-მ პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

შსს-მ ზუგდიდში მომხდარი პოლიციელის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გიგა შ. წალენჯიხაში დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა თანასოფლელი - 1987 წელს დაბადებული ზაზა ხ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა პირადი ხასიათის კონფლიქტს უკავშირდება. დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა გიგა შ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ