ზუგდიდში პოლიციელი დაჭრეს

ზუგდიდში პოლიციელი დაჭრეს

ზუგდიდში პოლიციელი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა პირადი ხასიათის კონფლიქტს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილ სამართალდამცველს უთანხმოება მეზობელთან მოუვიდა. დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით აღიძრა, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია