"9 აპრილს რუსებმა მეგობარი ამიჩეხეს" - ფეხმძიმე გოგონასა და სხვათა გმირობა

"9 აპრილს რუსებმა მეგობარი ამიჩეხეს" - ფეხმძიმე გოგონასა და სხვათა გმირობა

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 27 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. მართალია, საბჭოთა პროპაგანდა მიზანმიმართულად ცდილობდა სიცრუის გავრცელებას, თითქოს იმ ღამით მანიფესტანტები რუსის არმიამ კი არ აჩეხა, არამედ მიტინგზე წარმოქმნილ ჭყლეტაში მოჰყვნენ, თუმცა, მსოფლიომ სიმართლე მეორე დღესვე შეიტყო და ყველასთვის ცნობილი გახდა, 9 აპრილს საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე, სასაკლაო როგორ მოაწყო.

ამ ბარბაროსობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ასობით მოიწამლა, დაშავდა და დასახიჩრდა. 9 აპრილის ღამეს გარდაცვლილთა შორის იყვნენ: ფეხმძიმე ელისო ჭიპაშვილი, არასრულწლოვანი გოგონები: ეკა ბეჟანიშვილი, თამარ ჭოველიძე და ნათია ბაშალეიშვილი...

ეს მხოლოდ 21 ადამიანის ოჯახების ტრაგედია არ ყოფილა, 9 აპრილი მთელი ერის ტრაგედიაა.

დაღუპულთა ოჯახებისთვის ამ ტრაგედიაზე ლაპარაკი მტკივნეულია, მათთან საუბრისას რწმუნდები, რომ დრო მკურნალი სულაც არ ყოფილა და მათ იარებს ხოლო ყოველი 9 აპრილის დადგომა აახლებს…

24 წლის ელისო ჭიპაშვილი ექვსი თვის ფეხმძიმე გახლდათ, როდესაც რუსული "სპეცნაზის" მიერ ჰაერში გაშვებულმა მომწამვლელმა აირმა გაგუდა. მისი ძმა ვახტანგ ჭიპაშვილი იხსენებს:

- ელისო ჩემზე ხუთი წლით უმცროსი იყო. ვერცხლისწყალივით გოგო გახლდათ, ვერაფრით გააჩერებდი. ბავშვობაშიც ძალიან ცელქი იყო, მე კი პირიქით - წყნარი და მორჩილი. მომხადრი 9 აპრილის დილას გავიგე. შინ დამირეკეს, - მგონი, მუცელი მოეშალა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში წევსო. მეც იქ გავიქეცი, მის სიკვდილზე არც ვფიქრობდი. საავადმყოფოს კედლებზე დაღუპულთა და დაშავებულთა სიები იყო გაკრული, მაგრამ ვერ გავეკარე. მერე იქაური თანამშრომელი ქალების ლაპარაკს მოვკარი ყური, ელისოს სახელი და გვარი ახსენეს. მივვარდი, - რა მოხდა-მეთქი? წამში შემომეფანტნენ. მაშინ კი ვიეჭვე, რაღაც უბედურებაა ჩვენს თავს-მეთქი. ამასობაში, ჩემი მეგობრებიც მოცვივდნენ. ამის შემდეგ ახალი სატანჯველი დაიწყო - გვამს ვერ ვპოულობდით;

ბოლოს და ბოლოს, "არამიანცის" მორგში მივაკვლიეთ. ძლივს ვიცანი, რადგან ჩემს დას მოგრძო სახე ჰქონდა და მომწამვლელი აირისგან სულ გასიებოდა, დამრგვალებოდა. დაჩეხესო, - ასეთი ინფორმაციაც გაავრცელეს, მაგრამ ჭრილობა საერთოდ არ ჰქონია, აირით იყო გაგუდული. ელისო შაბათს უნდა დაგვესაფლავებინა და წინადღეს დედა გარდაიცვალა - ამ ტრაგედიას ვეღარ გაუძლო... შინ ორი მიცვალებული გვესვენა...

მას შემდეგ იმდენი ომი და უბედურება გადაიტანა საქართველომ, რა გასაკვირია, 9 აპრილი აღარ ახსოვდეთ. რას ვიზამთ? ჩემი დის გმირობაზე ლაპარაკს ვერავის მოვთხოვ - ეს ჩემი უბედურება და ჩემი მიცვალებულია.

ქეთი, 25 წლის ნინო თოიძის და:

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია