პარტნიორები:

    ორ მეგა შოუს შორის გამარჯვებული გამოვლინდა - ''ეს ქაჯობა ალბათ არასოდეს მიგვატოვებს''

    ორ მეგა შოუს შორის გამარჯვებული გამოვლინდა - ''ეს ქაჯობა ალბათ არასოდეს მიგვატოვებს''

    მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავების" და X ფაქტორის დაწყებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

    "აი ეს ერთმანეთზე დასმა და ერთმანეთის ჩათრევა , მთავარი სხვა არ იყოს კარგად, გვღუპავს. ეს ქაჯობა ალბათ არასოდეს მიგვატოვებს. ( ხ ფაქტორზე - ცეკვავენის დასმას ვგულისხმობ) როგორც სურამში ნაზუქებია გამოფენილი ერთმანეთის ჯინაზე, თავშიც არ მოსდის არავის ამდენ ნაზუქში ვინმემ ხაჭაპური გამოაცხოს... მზიანი დღეა და ყველას მშვიდობას გისურვებთ...", - წერს მღებრიშვილი.

    მის სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

    ნანიკო ხაზარაძე: სტიოპა მაპატიე, მაგრამ ესაა კონკურენცია. მეც ვარ რუსთავი 2 მაყურებელი.

    სტეფანე მღებრიშვილი: ეს არაადეკვატური ქვეყანაა. ისედაც ფული არარის. უნდა გაუფრთხიოდნენ ერთმანეთს. ის რეკლამის ფული გეიყონ რამენაირად. თორემ კონკურენციის მომხრე ვარ

    ნანიკო ხაზარაძე: ზღაპრებს ნუ ყვევი

    სტეფანე მღებრიშვილი: ჰო და გაიყონ ის ორი კაპიკი მაშინ მე რა სახლში ვზივარ ისედაც

    სოფო ნიჟარაძე: კომენტარებში რომ კითხულობ "დაზუსტებულ" ინფორმაციას, ვინ ვის გაუსწრო და დარწმუნებით რომ ამბობენ, სასაცილოა! ოფიციალური რეიტინგებით საქართელოს მასშტაბით ხმები ერთნაირად გაიყო, ხოლო თბლისში მოიგო ხ ფაქტორმა! თუ ეს ასე არაა, დაიდოს საბუთი!

    სტეფანე მღებრიშვილი: ჰმ.... ეგეც სერიოზული მიღწევაა, არხისთვის, რომელიც ტოტალურად დაბალი რეიტინგითა... მაინც აჯობებდა დღეები გადაენაწილებიათ და ბევრი ფული შეუვიდოდა ორივე არხს... თუმცა ისევ პოსტის შინაარს და ნაზუქებს ვუბრუუნდებით ისევ...

    სოფო ნიჟარაძე: ბავშვური ახირება! სიბოროტე, არც მას და არც მეს პრინციპი!

    როგორც ცნობილია, თბილისში ''იქს ფაქტორმა'' მოუგო ''ცეკვავენ ვარსკვლავებს'', საქართველოს დანარჩენ რეგიონებში კი ხმები თანაბრად გაიყო.

    "ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

    ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

    "მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს