სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კაზინოში წაგებული თაობა
კაზინოში წაგებული თაობა

ქვე­ყა­ნა­ში მო­დე­ბუ­ლი აზარ­ტუ­ლი ეპი­დე­მია, ლუ­დო­მა­ნია, რო­მელ­მაც მო­იც­ვა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი და მე­დია-სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. "ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი" უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და მათი რი­ცხვი დღი­თი­დღე მზარ­დი. და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა და გან­წი­რუ­ლი მათი ოჯა­ხე­ბი. მო­ტყუ­ე­ბუ­ლი და გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ლუ­დო­მა­ნი შვი­ლე­ბი და მგლო­ვი­ა­რე დე­დე­ბი. თვით­მკვლე­ლო­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი ძა­ლი­ან ბევ­რი სი­ცო­ცხლე.

ქვე­ყა­ნა და­ემ­სგავ­სა ერთ დიდ კა­ზი­ნოს, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­კარ­გა დრო­ის აღ­ქმის უნა­რი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი კა­ზი­ნოს არა გარ­თო­ბის, არა­მედ გამ­დიდ­რე­ბის უმოკ­ლეს და უმარ­ტი­ვეს გზად მი­იჩ­ნევს. სწო­რედ აქე­დან იწყე­ბა პრობ­ლე­მე­ბი. ამის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კი, რა თქმა უნდა, გახ­ლავთ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი.

ჩვენ ყვე­ლას გვსმე­ნია, თუ რა პრობ­ლე­მებს უქ­მნის აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს. გა­ყი­დუ­ლი უძ­რა­ვი თუ მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, დან­გრე­უ­ლი ოჯა­ხე­ბი, და­კარ­გუ­ლი ცოლ-შვი­ლი და ა.შ. მე არ მსურს, თავი მო­გა­ბეზ­როთ იმა­ზე სა­უბ­რით, რის შე­სა­ხე­ბაც ისე­დაც ყვე­ლას ძა­ლი­ან ბევ­რი გვსმე­ნია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი არ თვლის თა­მა­ში­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ავად­მყო­ფო­ბად და ასეთ ადა­მი­ა­ნებს, უბ­რა­ლოდ, სუ­ლე­ლებს უწო­დე­ბენ ხოლ­მე.

ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, ვი­ყოთ ცივ­სის­ხლი­ა­ნე­ბი და კრი­ტი­კუ­ლე­ბი, ლუ­დო­მა­ნი­ით შე­პყრო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, მაგ­რამ, ჩემი აზ­რით, ეს არ არის სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ერ­თნა­ი­რი ვერ იქ­ნე­ბა, ზო­გი­ერ­თი მე­ტად აზარ­ტუ­ლია, ზოგი ძა­ლი­ან მი­ა­მი­ტია, ზოგს კი გა­ჭირ­ვე­ბამ გა­და­ად­გმე­ვი­ნა ასე­თი ნა­ბი­ჯი, იღ­ბლის იმე­დად, უკა­ნას­კნე­ლი გრო­შე­ბით, იმა­ზე ფიქ­რით, რომ იქ­ნებ ერთხელ მა­საც გა­უ­მარ­თლოს. ყვე­ლას ერ­თად კი არ აქვთ მთა­ვა­რი - ნე­ბის­ყო­ფა. მე არ ვა­მარ­თლებ თა­მა­ში­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, უბ­რა­ლოდ, ვი­ზი­ა­რებ მათ მდგო­მა­რე­ო­ბას.

რთუ­ლია, ებ­რძო­ლო სა­კუ­თარ თავს, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზორ­ში უყუ­რებ უამ­რავ სა­რეკ­ლა­მო რგოლს, კა­ზი­ნოს "სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბის" შე­სა­ხებ, რო­დე­საც ინ­ტერ­ნეტ­ში თით­ქმის ყვე­ლა ვებ-გვერ­დზე, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­თა­მა­შო კომ­პა­ნი­ის სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბი, რო­დე­საც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ვა­წყდე­ბით სხვა­დას­ხვა "თა­მა­შო­ბა­ნის", რო­გორც მარ­ტი­ვი ფუ­ლის მო­გე­ბის შან­სის, აქ­ტი­ურ პრო­პა­გან­დას.

მი­თუ­მე­ტეს იმის ფონ­ზე, რომ დღეს აზარ­ტუ­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლა­დაც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია. არც ერთი ჩვენ­თა­გა­ნი არ არის და­ზღვე­უ­ლი იმის­გან, რომ მო­მა­ვალ­ში, რო­მე­ლი­მეს ოჯა­ხის წევ­რი არ გახ­დე­ბა ამ პრო­პა­გან­დის მსხვერ­პლი და ჩვე­ნი ქო­ნე­ბა არ გა­და­იქ­ცე­ვა სა­თა­მა­შო "ფიშ­კე­ბად", რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად და­მარ­ცხე­ბის­თვი­საა გან­წი­რუ­ლი.

მე მეს­მის სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი და მისი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. რა თქმა უნდა, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ რა­ღაც უნდა შე­იც­ვა­ლოს. ეს კი გახ­ლავთ, "სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი, ლა­ტა­რი­ე­ბის, აზარ­ტუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შო­ბე­ბის მო­წყო­ბის შე­სა­ხებ", რო­მელ­შიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა და აგ­რეთ­ვე სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცია.

სა­ხელ­მწი­ფომ უნდა მი­ი­ღოს მკაც­რი ზო­მე­ბი ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში, თო­რემ ქვე­ყა­ნა და­ემ­სგავ­სა "მბრუ­ნავ ბორ­ბალს", წი­თე­ლი და შავი ფე­რე­ბით, სა­დაც ადა­მი­ან­თა ყოფა გარ­და­სა­ხუ­ლია სა­თა­მა­შო ქუ­ლებ­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნი თა­ვის თა­ვის მტე­რია, სა­დაც ყვე­ლა უიღ­ბლოა, სა­დაც სხე­ულს აზარ­ტი მარ­თავს, სა­დაც თვით­მკვლე­ლო­ბა სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია.

"მე მეს­მის, რომ კაცი სა­თა­მა­შოდ მი­დი­ო­დეს, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ იმ დროს უნდა მოხ­დეს, როცა ის თა­ვის თავ­სა და სიკ­ვდილს შო­რის არა­ფერს ხე­დავს, გარ­და უკა­ნას­კნე­ლი ხუთფრან­კი­ა­ნი­სა" - ონო­რე დე ბალ­ზა­კი, "შაგ­რე­ნის ტყა­ვი".

წყა­რო: geoblog.ge, შოთა ჭე­ლი­ძის ბლო­გი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

კაზინოში წაგებული თაობა

კაზინოში წაგებული თაობა

ქვეყანაში მოდებული აზარტული ეპიდემია, ლუდომანია, რომელმაც მოიცვა მთელი საქართველო, სოციალური ქსელი და მედია-საშუალებები. "ინფიცირებული" უამრავი ადამიანი და მათი რიცხვი დღითიდღე მზარდი. დაღუპული ახალგაზრდა თაობა და განწირული მათი ოჯახები. მოტყუებული და გაღარიბებული საზოგადოება. ლუდომანი შვილები და მგლოვიარე დედები. თვითმკვლელობით დასრულებული ძალიან ბევრი სიცოცხლე.

ქვეყანა დაემსგავსა ერთ დიდ კაზინოს, სადაც საზოგადოებამ დაკარგა დროის აღქმის უნარი. საზოგადოების დიდი ნაწილი კაზინოს არა გართობის, არამედ გამდიდრების უმოკლეს და უმარტივეს გზად მიიჩნევს. სწორედ აქედან იწყება პრობლემები. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი, რა თქმა უნდა, გახლავთ ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი.

ჩვენ ყველას გვსმენია, თუ რა პრობლემებს უქმნის აზარტული თამაშები მოქალაქეებს. გაყიდული უძრავი თუ მოძრავი ქონება, დანგრეული ოჯახები, დაკარგული ცოლ-შვილი და ა.შ. მე არ მსურს, თავი მოგაბეზროთ იმაზე საუბრით, რის შესახებაც ისედაც ყველას ძალიან ბევრი გვსმენია. საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ თვლის თამაშისადმი დამოკიდებულებას ავადმყოფობად და ასეთ ადამიანებს, უბრალოდ, სულელებს უწოდებენ ხოლმე.

ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ცივსისხლიანები და კრიტიკულები, ლუდომანიით შეპყრობილი ადამიანების მიმართ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ყველა ადამიანი ერთნაირი ვერ იქნება, ზოგიერთი მეტად აზარტულია, ზოგი ძალიან მიამიტია, ზოგს კი გაჭირვებამ გადაადგმევინა ასეთი ნაბიჯი, იღბლის იმედად, უკანასკნელი გროშებით, იმაზე ფიქრით, რომ იქნებ ერთხელ მასაც გაუმართლოს. ყველას ერთად კი არ აქვთ მთავარი - ნებისყოფა. მე არ ვამართლებ თამაშისადმი დამოკიდებულებას, უბრალოდ, ვიზიარებ მათ მდგომარეობას.

რთულია, ებრძოლო საკუთარ თავს, როდესაც ტელევიზორში უყურებ უამრავ სარეკლამო რგოლს, კაზინოს "საუკეთესო თვისებების" შესახებ, როდესაც ინტერნეტში თითქმის ყველა ვებ-გვერდზე, გამოქვეყნებულია სხვადასხვა სათამაშო კომპანიის სარეკლამო ბანერები, როდესაც სოციალურ ქსელებში, ვაწყდებით სხვადასხვა "თამაშობანის", როგორც მარტივი ფულის მოგების შანსის, აქტიურ პროპაგანდას.

მითუმეტეს იმის ფონზე, რომ დღეს აზარტული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სახლიდან გაუსვლელადაც კი შესაძლებელია. არც ერთი ჩვენთაგანი არ არის დაზღვეული იმისგან, რომ მომავალში, რომელიმეს ოჯახის წევრი არ გახდება ამ პროპაგანდის მსხვერპლი და ჩვენი ქონება არ გადაიქცევა სათამაშო "ფიშკებად", რომელიც აუცილებლად დამარცხებისთვისაა განწირული.

მე მესმის სახელმწიფო ინტერესები და მისი ეკონომიკური მდგომარეობა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. ეს კი გახლავთ, "საქართველოს კანონი, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ", რომელშიც აუცილებელია ცვლილებების შეტანა და აგრეთვე საკანონმდებლო რეგულაცია.

სახელმწიფომ უნდა მიიღოს მკაცრი ზომები ამ საკითხთან მიმართებაში, თორემ ქვეყანა დაემსგავსა "მბრუნავ ბორბალს", წითელი და შავი ფერებით, სადაც ადამიანთა ყოფა გარდასახულია სათამაშო ქულებში, სადაც ადამიანი თავის თავის მტერია, სადაც ყველა უიღბლოა, სადაც სხეულს აზარტი მართავს, სადაც თვითმკვლელობა საუკეთესო გამოსავალია.

"მე მესმის, რომ კაცი სათამაშოდ მიდიოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დროს უნდა მოხდეს, როცა ის თავის თავსა და სიკვდილს შორის არაფერს ხედავს, გარდა უკანასკნელი ხუთფრანკიანისა" - ონორე დე ბალზაკი, "შაგრენის ტყავი".

წყარო: geoblog.ge, შოთა ჭელიძის ბლოგი

მეტრო "გოცირიძე" გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

"საუკეთესო ჩვევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის - ეს კარგი განწყობაა" - ცნობილი კარდიოქირურგის რჩევები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად

BTU-ს სტუდენტების ახალი პროექტი მონასტრებში ნაწარმ პროდუქციას ერთ ონლაინმაღაზიაში გააერთიანებს