სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
იცოდეთ, რით არემონტებთ სახლს - საქართველოში მომწამვლელი სამშენებლო-სარემონტო მასალები შემოდის?
იცოდეთ, რით არემონტებთ სახლს - საქართველოში მომწამვლელი სამშენებლო-სარემონტო მასალები შემოდის?

სა­ღე­ბა­ვე­ბი, მე­ტა­ლოპ­ლასტმა­სი, ლა­მი­ნა­ტი, ბე­ტო­ნი - სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­წამ­ვლე­ლი სამ­შე­ნებ­ლო-სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ქვე­ყა­ნა­ში არ მოქ­მე­დებს არ­ცერ­თი უწყე­ბა, რო­მე­ლიც ასე­თი მა­სა­ლე­ბის ხა­რისხსა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­დეს ძა­ლი­ან კარგ, გა­რე­მონ­ტე­ბულ სახ­ლში, თავს გრძნობ­დეს კომ­ფორ­ტუ­ლად, მაგ­რამ ნელ-ნელა იწამ­ლე­ბო­დეს აზ­ბეს­ტის შემ­ცვე­ლი, კან­ცე­რო­გე­ნუ­რი მა­სა­ლე­ბით ან რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი სა­ღე­ბა­ვე­ბით ან თუნ­დაც, ლა­მი­ნი­რე­ბუ­ლი ავე­ჯით.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­შე­ნებ­ლო ეკო­ლო­გი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვა აბ­სო­ლუ­ტუ­რად იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლია. ვართ გი­ნე­სის წიგნ­ში შე­სა­ტა­ნი მსოფ­ლი­ო­ში ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც დღემ­დე არ­ცერ­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა არ არის შე­მოწ­მე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო ეკო­ლო­გი­ურ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. ამ დროს, ევ­რო­კავ­შირ­ში, სა­დაც თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი უკან­მო­უ­ხე­და­ვად მივ­რბი­ვართ, სამ­შე­ბენ­ლო ეკო­ლო­გი­ურ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე წი­ნას­წა­რი შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შე თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნე­ბის სა­ცხოვ­რებ­ლებ­ში ადა­მი­ა­ნებს კი არა, ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს, ფრინ­ვე­ლებ­სა და პი­რუ­ტყვს არ აცხოვ­რე­ბენ", - ამ­ბობს ასო­ცი­ა­ცია "მშე­ნებ­ლო­ბა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის გა­რე­შე" თავ­მჯდო­მა­რე ან­ზორ სა­კან­დე­ლი­ძე.

პრობ­ლე­მას დიდ­წი­ლად ისიც გა­ნა­პი­რო­ბებს, რომ სა­ბა­ჟო­ზე შე­მო­სუ­ლი მა­სა­ლე­ბის ეკო­ლო­გი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბა არ მოწ­მდე­ბა და არც კონ­ტრო­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მო­ქა­ლა­ქე­ებს რომ­ლე­ბიც ეკო­ნო­მი­ის მიზ­ნით იაფ სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლებს ყი­დუ­ლო­ბენ, სა­ბო­ლო­ოდ შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბა ისე შე­ერ­ყეთ, რომ ათა­სო­ბით ლა­რით და­ზა­რალ­დნენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მი­აჩ­ნი­ათ, რომ ზედ­მე­ტი მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი ბიზ­ნეს­გა­რე­მოს და­ა­ზი­ა­ნებს და მომ­ხმა­რე­ბელ­მა არ­ჩე­ვა­ნი თა­ვად უნდა გა­ა­კე­თოს.

"თა­ვი­სუ­ფა­ლი ბა­ზა­რი ამ პრობ­ლე­მას ვერ მო­ა­წეს­რი­გებს. ყველ­გან არის სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ულტრა­ლი­ბე­რა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რად და­ან­გრია ქვე­ყა­ნა. აღა­რა­ფე­რი კონ­ტროლ­დე­ბა. ყვე­ლა მა­სა­ლა უნდა იყოს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, შე­მოწ­მე­ბუ­ლი. ჩვენ ამას ვერ ვხე­დავთ, ინ­ტუ­ი­ცი­ით ვენ­დო­ბით რო­მე­ლი­მე ფირ­მას და რო­მე­ლი­ღა­ცას არ ვენ­დო­ბით", - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი ლადო ვარ­დო­სა­ნი­ძე.

ვი­ნა­ი­დან ტო­ტა­ლუ­რი უკონ­ტრო­ლო­ბაა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლის­ტებს შე­იძ­ლე­ბა და­ვუ­ჯე­როთ, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლებ­თან ერ­თად, ყვე­ლა სა­შე­ნი მა­სა­ლა სა­ში­შია, მათ შო­რის, ბე­ტო­ნი, ცე­მენ­ტი, არ­მა­ტუ­რა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

იცოდეთ, რით არემონტებთ სახლს - საქართველოში მომწამვლელი სამშენებლო-სარემონტო მასალები შემოდის?

იცოდეთ, რით არემონტებთ სახლს - საქართველოში მომწამვლელი სამშენებლო-სარემონტო მასალები შემოდის?

საღებავები, მეტალოპლასტმასი, ლამინატი, ბეტონი - სპეციალისტები საქართველოში მომწამვლელი სამშენებლო-სარემონტო მასალების არსებობაზე საუბრობენ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ქვეყანაში არ მოქმედებს არცერთი უწყება, რომელიც ასეთი მასალების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი. შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს ძალიან კარგ, გარემონტებულ სახლში, თავს გრძნობდეს კომფორტულად, მაგრამ ნელ-ნელა იწამლებოდეს აზბესტის შემცველი, კანცეროგენური მასალებით ან რადიოაქტიური საღებავებით ან თუნდაც, ლამინირებული ავეჯით.

"საქართველოში სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვა აბსოლუტურად იგნორირებულია. ვართ გინესის წიგნში შესატანი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც დღემდე არცერთი საცხოვრებელი ბინა არ არის შემოწმებული სამშენებლო ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. ამ დროს, ევროკავშირში, სადაც თავქუდმოგლეჯილი უკანმოუხედავად მივრბივართ, სამშებენლო ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე წინასწარი შემოწმების გარეშე თავიანთი ქვეყნების საცხოვრებლებში ადამიანებს კი არა, შინაურ ცხოველებს, ფრინველებსა და პირუტყვს არ აცხოვრებენ", - ამბობს ასოციაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე.

პრობლემას დიდწილად ისიც განაპირობებს, რომ საბაჟოზე შემოსული მასალების ეკოლოგიური უსაფრთხოება არ მოწმდება და არც კონტროლი მიმდინარეობს. მოქალაქეებს რომლებიც ეკონომიის მიზნით იაფ სარემონტო მასალებს ყიდულობენ, საბოლოოდ შეიძლება ჯანმრთელობა ისე შეერყეთ, რომ ათასობით ლარით დაზარალდნენ. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ზედმეტი მაკონტროლებელი ორგანოები ბიზნესგარემოს დააზიანებს და მომხმარებელმა არჩევანი თავად უნდა გააკეთოს.

"თავისუფალი ბაზარი ამ პრობლემას ვერ მოაწესრიგებს. ყველგან არის სახელმწიფო კონტროლი. სამწუხაროდ, ულტრალიბერალური პოლიტიკის განხორციელებამ ინსტიტუციურად დაანგრია ქვეყანა. აღარაფერი კონტროლდება. ყველა მასალა უნდა იყოს სერტიფიცირებული, შემოწმებული. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, ინტუიციით ვენდობით რომელიმე ფირმას და რომელიღაცას არ ვენდობით", - ამბობს პროფესორი ლადო ვარდოსანიძე.

ვინაიდან ტოტალური უკონტროლობაა, ამ შემთხვევაში მხოლოდ სპეციალისტებს შეიძლება დავუჯეროთ, რომლებიც ამბობენ, რომ სარემონტო მასალებთან ერთად, ყველა საშენი მასალა საშიშია, მათ შორის, ბეტონი, ცემენტი, არმატურა... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია